ხიხათა
მთა საქართველოში, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეების ადმინისტრაციულ საზ
ხიხათა — მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონისა და იმერეთის მხარის საჩხერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ შტოქედ ხიხათაზე, მდინარე რიონის მარცხენა შენაკადის — ხეორის ზემოთში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2239 მ. ხიხათა აგებულია ქვედაცარცული კირქვებით. მთა დამრეცკალთებიანია, შემოსილია სუბალპური ბალახეულით.
ხიხათა | |
---|---|
ხიხათის ხედი სოფ. შქმერის მიდამოებიდან | |
კოორდინატები: 42°28′12″ ჩ. გ. 43°22′33″ ა. გ. / 42.47000° ჩ. გ. 43.37583° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2239 მ |
ქედი | რაჭის ქედი |
ამგებელი ქანები | კირქვა |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 486.