შქმერი

სოფელი საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში.

შქმერისოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. ამავე სახელწოდების თემის ცენტრი. (სოფლები: შქმერი, უშოლთა, ხარისთვალი). მდებარეობს ზღვის დონიდან 1720 მეტრზე, ონიდან 21 კმ.

სოფელი
შქმერი

ხეორის კანიონი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ონის მუნიციპალიტეტი
თემი შქმერი
კოორდინატები 42°29′35″ ჩ. გ. 43°25′00″ ა. გ. / 42.49306° ჩ. გ. 43.41667° ა. გ. / 42.49306; 43.41667
ცენტრის სიმაღლე 1720
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 23[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
შქმერი — საქართველო
შქმერი
შქმერი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
შქმერი

გეოგრაფია

რედაქტირება

სოფელი მდებარეობს მდინარე ხეორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ზემო ნაწილში. ნიადაგის საფარი საშუალო, ხოლო მცენარეული საფარი სუბალპური ზონისაა. ხასიათდება ცივი ზამთრით და გრილი ზაფხულით. ულამაზესია ძნელად მისადგომი ხეორის კანიონი (ხეორის ძველი კალაპოტი. მის ქვეშ, ე.წ. ბრმა ხეობაში, 1 კმ სიგრძეზე მიედინება მდინარე ხეორი).

უახლოესი დასახლებული პუნქტები: ჩრდილოეთით სოფელი ბოყვა (ონის მუნიციპალიტეტი) 8 კმ, დასავლეთით სოფელი მრავალძალი (ონის მუნიციპალიტეტი) 7 კმ, სამხრეთით სოფელი მოხვა (საჩხერის მუნიციპალიტეტი) 9 კმ.

ონიდან სოფელი შქმერის გავლით საჩხერის მიმართულებით გადიოდა ისტორიული საქარავნო გზა. ეს მანძილი დაახლოებით 40 კმ-ია. ისტორიულ წყაროებში სოფელი შქმერი მოხსენიებულია 1071 წ. ნიკორწმინდის წინამძღვრის ჩანაწერებში. შედარებით ახალი აშენებულია: მონჭოხის წმინდა გიორგის, ქოლოსის წმინდა გიორგის და უშოლთის ღვთისმშობლის ეკლესიები. თამარ მეფის კლდის უარყოფითად დახრილ კედელზე შემორჩენილია გამოქვაბული-სამალავი. უძველესი წარმართული სალოცავის გოგუჭის მიმდებარედ 2000 წელს აშენდა წმინდა ნინოს სახელობის მცირე ტაძარი. სოფლის მახლობლად არის უშოლთის კარსტული მღვიმე.

ვახუშტი ბაგრატიონი მის შესახებ წერს:

 
„ხეორის სათავის მცირეს ტბის ქუეით, ჩრდილოთკენ, კლდეს გამოსდის წყაროდ დიდი მდინარე, და ამ ორის წყლის შესართავს ქუეით არს შქმერი, დაბა დიდი, უვენახო, უხილო, მსგავსი სხუათა მთის ადგილთა და შუენიერ ზაფხულის ფრიად.“

მოსახლეობა

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 23 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 53 22 31
2014[1]   23 12 11

მეურნეობა

რედაქტირება

მოსახლეობა ტრადიციულად მესაქონლეობას და მეკარტოფილეობას მისდევს. რამდენადმეა განვითარებული მეფუტკრეობა. სოფელ შქმერში მდებარეობს ფერმა „შქმერი ინვესტ“, სადაც აწარმოებენ რძის პროდუქტებს. შქმერი საგრძნობლად დააზარალა 1991 წლის 29 აპრილს მომხდარმა რაჭის მიწისძვრამ. სოფელში არის მანგანუმის მადნის საბადო, მაღალი ხარისხის ყვითელი ქვიშის კარიერი, მრავალსაუკუნოვანი ტყე, ხოლო მდინარეებსა და ტბაში ბუდობს კალმახი. უხვადაა წყაროები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართლის ცხოვრება, ტ. IV, ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“. გვ. 766, თბილისი, 1973
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II