ველტყევი

მთა საქართველოში, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეებში

ველტყევი, კვეშლევიმთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურისა და იმერეთის მხარის საჩხერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს რაჭის ქედზე, მდინარეების ჯრუჭულისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და კრიხულის (რიონის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფ მონაკვეთზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1927 .

ველტყევი
კოორდინატები: 42°26′22″ ჩ. გ. 43°16′18″ ა. გ. / 42.4395000° ჩ. გ. 43.2717000° ა. გ. / 42.4395000; 43.2717000
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
საჩხერის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1927 
ქედი რაჭის ქედი
ამგებელი ქანები კირქვა და გადოლომიტებული კირქვა
ველტყევი — საქართველო
ველტყევი

აგებულია ცარცული ასაკის კირქვებითა და გადოლომიტებული კირქვებით. ველტყევის სამხრეთ-აღმოსავლეთი კალთა ციცაბოა, დანარჩენი — დამრეცი. ყველაზე დამრეცია ჩრდილო-დასავლეთი კალთა, რომელსაც ახასიათებს რელიეფის კარსტული ფორმები. ველტყევის ზედა ნაწილი შემოსილია სუბალპური ბუჩქნარითა და მდელოებით, ქვედა — სოჭისა და წიფლის ტყეებით.

ველტყევის მთაზე მდებარეობდა რაჭის ერთ-ერთი მთავარი მონასტერი — ნათლისმცემლის უდაბნო.

ლიტერატურა

რედაქტირება