ველტყევის მონასტერი

ველტყევის მონასტერი – ნამონასტრალი რაჭაში, სოფელ სხვავიდან 10 კმ–ის დაშორებით. სავანის მიდამო ვრცელი ველია და ველტყევიც აქედან მომდინარეობს. უფრო ადრე კი სავანე იხსენიებოდა, როგორც „ნათლისმცემლის უდაბნო“. ასევე ცნობილი იყო, როგორც „სხვავის მონასტერი“.

ნათლისმცემლის მონასტერი XX საუკუნეში დაინგრა. გიორგი ბოჭორიძე ასე აღწერდა ეკლესიას: „იგი ერთნავიანი შენობაა 7 X 4,6 მ., დასავლეთით აქვს საქალებო. ნაგებია კლდის ქვისა და კირისაგან. ეკლესიას თაღი აქვს, სახურავი კი არა ხურავს...“

ეკლესია აშენებულია როსტომ ერისთავის მიერ. ის აშენებულია XVIII საუკუნეში. თუმცა, არსებობდა ძველი ეკლესია, რომელიც, სავარაუდოდ, X-XI საუკუნეებშია აშენებული. 1871 წელს ველტყევის მონასტერი გაუქმდა და საეკლესიო ნივთები ჭელიშის მონასტერში გადაიტანეს.

ცნობილია ველტყევის მონასტრის რამდენიმე წინამძღვარი:

  • იღუმენი ანტონი (აბაშიძე) – 1770–1806
  • არქ. პანტელეიმონი – 1806–1841
  • მღვდელმონაზონი იოტასი – 1841–1848
  • არქ. ნიკოლოზი (ნიჟარაძე) – 1855–1861
  • მღვდელმონაზონი მაკარი (ჯაფარიძე) – 1861–1871

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვაჟა გობეჯიშვილი, რაჭის მონასტრები, თბ., 2006, გვ. 34–37