მაჩხარახოხი
მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
მაჩხარახოხი — მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ჯეჯორისა (რიონის მარცხენა შენაკადი) და ქეშელთის (ლიახვის სისტემა) წყალგამყოფ რაჭის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3007 მ. აქვს წესიერი კონუსის ფორმა. დანაწევრებულია რადიალურად. მეოთხეულ პერიოდში მთის ირგვლივ მდებარე ადგილებიდან ჯეჯორის ხეობაში ეშვებოდა ორი დიდი მყინვარი. აგებულია ზედაიურული ქვიშაქვებით. შემოსილია ალპური მდელოებით.
მაჩხარახოხი | |
---|---|
კოორდინატები: 42°31′04″ ჩ. გ. 43°51′05″ ა. გ. / 42.51778° ჩ. გ. 43.85139° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჯავის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3007 მ |
ქედი | რაჭის ქედი |
ამგებელი ქანები | ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 510.