გვერდითი ქედი

ქედი ძირითადად რუსეთში, ნაწილობრივ საქართველოს მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის მხარეებში და ასევ

გვერდითი ქედი (რუს. Боковой хребет) — ქედი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით. იწყება მდინარე ლაბის სათავეებიდან და პარალელურად მიუყვება მთავარ წყალგამყოფ ქედს თითქმის მის აღმოსავლეთ დაბოლოებამდე. ქედი ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. გვერდითი ქედი უფრო მაღალია, ვიდრე მთავარი წყალგამყოფი ქედი. მასზე აღმართულია კავკასიონის უმაღლესი მწვერვალები (იალბუზი — 5642 მ, დიხთაუ 5203 მ, მყინვარწვერი 5033 მ და სხვა). გვერდითი ქედი არდონის ხეობით იყოფა დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად. დასავლეთი ნაწილი აგებულია პალეოზოური და რეიაული დანალექი ქანებით, დარიალის ხეობაში გაშიშვლებულია ზედაპროტეროზოური და პალეოზოური კრისტალური ფიქლები და გრანიტები, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში იურული თიხაფიქლებია. გვერდითი ქედის ცენტრალურ ნაწილში ძლიერი თანამედროვე გამყინვარებაა (მყინვარწვერისა და იალბუზის მყინვარები), თხემურ ზოლში ტიპური ალპური რელიეფია. კალთები შემოსილია მაღალი მთის მდელოებით.

გვერდითი ქედი
იალბუზი
იალბუზი
კოორდინატები: 43°00′00″ ჩ. გ. 43°24′00″ ა. გ. / 43.00000° ჩ. გ. 43.40000° ა. გ. / 43.00000; 43.40000
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მცხეთა-მთიანეთის მხარე
კახეთის მხარე
უმაღლესი წერტილი იალბუზი
სიმაღლე 5642 
გვერდითი ქედი — რუსეთი
გვერდითი ქედი
სურათები ვიკისაწყობში

ლიტერატურა

რედაქტირება