ნეანდერტალელი, ძველი ადამიანი — თანამედროვე ადამიანის პარალელურად განვითარებული გონიერი არსება და პითეკანთროპის შთამომავალი. ცხოვრობდა ქვედა და შუა პალეოლითის ხანაში. სიმაღლით 160 სმ-მდე, ჯმუხი, შედარებით მოკლე ქვედა და გრძელი ზედა კიდურებით, წინ წაწეული თავ-კისერით. თავის ქალის მოცულობა დაახლოებით 1400-1700 კუბ.სმ., შუბლი დაქანებული ჰქონდა, წარბზედა ლილვი მკვეთრად გამოხატული, ნიკაპის ბორცვი არ იყო გამოკვეთილი, ხერხემალი - თანამედროვე ადამიანებისათვის დამახასიათებელი ნადრეკების გარეშე, ტერფი შედარებით ბრტყელი. დაერქვა ხეობა ნეანდერთალის მიხედვით (დიუსელდორფი, გერმანია), სადაც 1856 წელს პირველად აღმოაჩინეს მისი ჩონჩხის ნაწილები.

ნეანდერტალელი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ინფრარიგი:  მაიმუნები
ოჯახი:  ჰომინიდები
გვარი:  ჰომო
სახეობა:  ნეანდერტალელი
ლათინური სახელი
Homo neanderthalensis
კინგი, 1864
გავრცელება

პირველი აღმოჩენა

რედაქტირება

ნეანდერტალელის, აქამდე უცნობი სახეობის ადამიანის ჩონჩხი 1856 წელს დუსელდორფთან, ნეანდერტალის ხეობაში, აღმოაჩინეს პირველად და ხეობის მიხედვით უწოდეს სახელი.[1]

არსებობს მოსაზრება იმის შესახებ,რომ ნეანდერტალელი  ადამიანი,თანამედროვე ადამიანის უშუალო წინაპარი და პითეკანტროფის  შთამომავალი იყო.ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნეანდერტალელი ადამიანი ცხოვრობდა ქვედა და შუა პალეოლითის ხანაში. ნეანდერტალელი ადამიანი ხასიათდებოდა შემდეგი გარეგნული მონაცემებით, ის სიმაღლით იყო 160 სმ-მდე, ჯმუხი, შედარებით მოკლე ქვედა და გრძელი ზედა კიდურებით .თავის ქალის მოცულობა დაახლოებით 1400-1700 კუბ.სმ. შუბლი დაქანებული ჰქონდა, წარბზედა ლილვი მკვეთრად გამოხატული, ხოლო ნიკაპის ბორცვი არ იყო გამოკვეთილი. რაც შეეხება ხერხემალს, იგი თანამედროვე ადამიანებისათვის დამახასიათებელი, გარეშე ტერფი კი შედარებით ბრტყელი.

დღეს ნეანდერტალელის ჩონჩხი აღმოჩენილია ათეულობით, როგორც ევროპაში ისე დასავლეთ აზიაში. სავარაუდოდ ისინი 40 000 წლის წინ გადაშენდნენ. მეცნიერების აზრით მათ გაუძლეს დიდ გამყინვარებას, მაგრამ თუ როგორ და რატომ გადაშენდნენ ისინი, ეს დღემდე საიდუმლოთია მოცული. აფრიკიდან ევროპაში გადმოსულმა ჰომო საპიანსების გამოჩენის შემდეგ ქრება ნეანდერტალელების კვალი.[2]

ნეანდერტალელის გადაშენება

რედაქტირება

ნეანდერტალელის გადაშენების რამდენიმე თეორია არსებობს: 1. ნეანდერტალელი განსხვავებული სახეობა იყო და თანამედროვე ადამიანის, ჰომო საპიენსის გაჩენამ და მასთან კონფლიქტმა მისი განადგურება გამოიწვია;  2. ნეანდერტალელი ჰომო საპიენსის ქვესახეობა იყო  და მასთან ურთიერთობის პროცესში გარდაიქმნა;  3. კლიმატური ცვლილებები.[3][4]

მეცნიერების ვარაუდით ადამიანების და ნეანდერტალელების შეხვედრას შესაძლოა გამოეწვია კონფლიქტი მათ შორის, რადგან ისინი იყვნენ ერთმანეთისგან განსხვავებულები: ვიზუალურად, ინტელექტუალურად და ფიზიკურად, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ  ეს მოსაზრება არც თუ ისე მყარია. ასევე არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომ ნეანდერტალელებმა ვერ გაუძლეს თანამედროვე ადამიანებთან კონკურენციას. ანთროპოლოგი ერიკ ტრინკაუსის მოსაზრებით მათ აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთ ევროპისკენ გადაინაცვლეს, ამ ფაქტს გვიდასტურებს ისიც, რომ საქართველოში 30 000 წლის წინ ნეანდერტალელები არსებობდნენ, რაც ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ ნეანდერტალელები 40 000 წლის წინ იყვნენ გადაშენებული.[4]

ნეანდერტალელის ცხოვრების სტილი

რედაქტირება

მეცნიერების აზრით და ბევრი დაკვირვების შედეგად დამტკიცდა, რომ ნეადერტალელის ცხოვრება მნიშვნევლოვნად განსხვავდებოდა თანამედროვე ადამიანის ამჟამინდელი ცხოვრებისა და ცხოვრების პირობებისგან. 1899 წელს ხორვატიაში  სოფელ  ტრაპინას გამოქვაბულებში  ნეანდერტალელთა  სამარხის  აღმოჩენის  შემდეგ  არქეოლოგი  დრაგუტინ გოტიანოვიჩ-კრამბერგერი ხშირად იმეორებდა:  „ნეანდერტალელი ცხოვრობდა ღია ბუნებაში, იკვებებოდა  ნატურალური საკვებით, იყო  ჯანმრთელი და ნაკლებად  ემართებოდა  თანამედროვე  ადამიანისათვის  დამახასიათებელი  ავადმყოფობები.“ პირველყოფილი ადამიანები  არსებობისთვის  ბრძოლაში უმთავრესად ფიზიკურ დაზიანებებს  იღებდნენ, რასაც  ადასტურებდა  120000 წლოვან  ძვლებზე  არსებული  ტრამვების კვალი.[5]

ევოლუციონისტი მეცნიერი, როგორიც იყო თომას ჰაქსლი გამოთქვა მოსაზრება, რომ ნეანდერტალელი თანამედროვე ადამიანისგან  არც ისე განსხვავდებოდა, მაგრამ სხვა მეცნიერების აზრით, ის პათოლოგიური სიმახინჯის ცალკეული ინდივიდი იყო. ერთ-ერთი ასეთი მეცნიერი, რომელიც თომას ჰაქსლის ეწინაღმდეგებოდა იყო მარსელინ ბულე, რომლის მოსაზრებითაც ნეანდერტალელები ვერ იქნებოდნენ ჩვენი წინაპრები თავიანთი ცხოველური და პრიმატული ბუნების წყალობით. ხშირი აგზნება, რაც ხშირად ერთმანეთს აპირისპრებდა ნეანდერტალებს, მათი შეტაკება სისხლისმღვრელი შეიძლეობოდა გამხდარიყო. მათი აფექტი მხეცებად აქცევდა მათ, რის შედეგადაც მეტყველბა იმპულსური ხდებოდა, ერნესტ კასირერი მზგავს მეტყველებას პირველ კომუნიკაციად მიიჩნევს იმდროინდელი ადამიანებისთვის.  ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში გაკეთებულმა არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთ  ხმელთაშუა ზღვის პირეთში კერძოდ ლევანტეში ნეანდერტალელების და თანამედროვე ადამიანების ნაშთები ერთადა აღმოჩენილი. ამ ვარაუდით ჰომინიდების ეს ორი სახეობა ერთად თანაარსებობდა, ეს აღმოჩნები ასევე გაკეთდა ისრაელში მაუნთ კარმელის რამდენიმე გამოქვაბულში, მაგრამ მეცნიერები ფაქტებზე დაყრდნობით გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ ისინი ერთმანეთთან არ შეჯვარებულან და ერთმანეთისგან არ უსწავლიათ იარაღის დამზადების ტექნოლოგია. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი,რომ  დროთა განმავლობაში ქრებოდა ნეანდერტალელების ქვის იარაღები და გვევლინება ადამიანის ქვის იარაღები, რაც მიუთითებს ნეანდერტალელების ნელ-ნელა გადაშენებას.[4][5]

ნეანდერტალელის გენეტიკა

რედაქტირება

ახლო წარსულში მეცნიერებმა შეისწავლეს ადამიანის გენომი და მოხდა სენსაცია, ადამიანში 3 დან 5 პროცენტამდე გენების მიღებული აქვს ნეანდერტალელისგან. ნებისმიერ ადამიანს ნეანდერტალელეის გენები, იქ სადაც ცხოვრობდა ნეანდერტალელი ევროპასა და დასავლეთ აზიაში, არის გენეტიკურად დაკავშირებული აქ მაცხოვრებელ მოსახლეობასთან. რუმინეთში ნაპოვნი ყბის ძვლის დნმ პირველი მტკიცებულება აღმოჩნდა იმისა, რომ დაახლოებით 40 ათასი წლის წინათ თანამედროვე ადამიანები ევროპის ტერიტორიაზე ნეანდერტალელებთან ჯვარდებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი აღმოჩენის შესახებ იუწყება ერთ-ერთი ავტორიტეტული სამეცნიერო ჟურნალი Nature. ჩვენ ჰომოსაპიანსებმა ნეანდერტალელებისგან სიცივისგან გამძლეობა და მაღალი იმუნიტეტი მივღეთ, თანამდეროვე ადამიანის გამოჩენიდან ნეანდერტალელები 10000 წლის შემდეგ გაქრნენ,  ერთ-ერთი მოსაზრებით იმიტომ რომ ნაკლებად სოციალურები იყვნენ. ადამიანისგან განსხვავებით ნეანდერტალელი სიმაღლით იყო შედარებით პატარა ვიდრე ჰომოსაპიენსი, მისი სიმაღლე იყო 160 სმ-მდე ჯმუხი შედარებით მოკლე ქვედა და გრძელი ზედა კიდურებით, თავის ქალის მოცულობა დაახლოებით 1400-1700 კუბ.სმ, ხერხემალი თანამედროვე ადამიანებისათვის დამახასიეთებელი ნადრეკების გარეშე, ტერფი შედარებით ბრტყელი, ნიკაპის ბორცვი არ იყო გამოკვეთილი და მას ჰქონდა აგრეთვე წინ წაწეული შუბლი და კისერი, მოკლე ფეხები მას ეხმარებოდა ენერგიის შენარჩუნებაში, მისი ტანი იყო დაკუნთული, დაბალი და დაკუნთული სხეული მას ხელს უწყობდა სითბოს შენარჩუნებაში, ასევე ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც მეტყველებს იმაზე რომ ნეანდერტალელები ტანსაცმელს იყენებდნენ, არქეოლოგიური გათხრის შედეგად აღმოჩენილი იქნა ოცდაექვსათასწლოვანი ნემსი, სავარაუდოდ ნეანდერტალელები იკერავდნენ ტანისამოსს. როგორ არქეოლოგიური გათხრები მოწმობს, ნეანდერტალელები საკუთარ  მიცვალებულს პატივის მიაგებდნენ დამარხვით, ასევე იცოდნენ მუსიკალური ინსტურმენტების დამზადება და იზიარებდნენ ადამიანების კულტურას.[6][7]

ნეანდერტალელის საცხოვრებელი

რედაქტირება

არქეოლოგი რობერტ ბილფორდი ფიქრობდა, რომ ნეანდერტალელები იყვნენ განსხვავებული ჯგუფები ჰომოსაპიენსებისგან, რადგან ისინი ცხოვრობდნენ მცირე ჯგუფებად და მათი ქალები და ბავშვები ცხოვობდნენ ცალკე, ეს იქიდან გამომდინარე ხდებოდა, რომ მამრები ფიზიკურად იყვნენ უფრო მეტად ძლიერები ვიდრე ქალები, რომ არ გაენაწილებინათ ქალებისთვის და ბავშვებისთვის საკვები, მათ გადაწყვიტეს ცალკე ცხოვრება, ქალებიც ჩვეულებრივ ნადირობდნენ და თავის თავს თვითონ ირჩენდნენ, მამაკაცები მათთან მხოლოდ შეჯვარების დროს მიდიოდნენ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ნეანდერტალელებს თანამედროვე ადამიანისგან განსხვავებულ სახეობად თვლიდნენ არის ის, რომ მათი მატერიალური კულტურა ადრეული ადამიანის კულტურასთან შედარებით პრიმიტიული იყო, როგორც ცნობილია თანამედროვე ადამიანის ქცევა დამოკიდებულია სწავლაზე, სწავლას კი ბავშვობაში ძალიან დიდი დრო ეთმობა, ფაქტია, რომ  როდესაც ადამიანი სხვაზეა დამოკიდებული უფრო მეტ ცოდნას იღებს. შესაძლოა, ნეანდერტალელის მომწიფების პერიოდი უფრო ხანმოკლე იყო, ამიტომ მათი კულტურული ქცევების შესასწავლად დროც უფრო მოკლე ყოფილიყო. ამის დასადგენად ცდა ჩააატარა პალეონთროპოლოგმა ნენსი მაინუგ-პურვისმა და დაადგინა რომ 10 წლის ნეანდერტალელი ბიჭის ჩონჩხს ზრდასრული ნეანდერტალელისათვის დამახასიეთებელი ყველა ნიშანი ჰქონდა ეს ფაქტი გვეუბნება იმას რომ ნეანდერტალელი ბავშვი უფრო მალე აღწევდა მომწიფების ასაკს ვიდრე ადამიანი, მაგრამ ნეანდერტალელების კბილებზე ცვეთის კვალი გვიდასტურებს იმას, რომ ისინი პირით იკავებდნენ საგანს როდესაც ხელები დაკავებული ჰქონდათ, რაც კბილებსა და ყბებს ტვირთავდა და ძლიერი კუნთები კბილებსა და ყბებს ბავშვობის ასაკიდანვე ავითარებდა, ეს მოსაზრება ეკუთვნის ასევე მაინუგ-პურვისის ამიტომაც მისი მეორე მოსაზრების თანახმად, შესაძლოა 10 წლის ბავშვების ჩონჩხების შედარებას არანაირი შედეგი არ ჰქონოდა.[8]

ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, შუა პალეოლითის საცხოვრებლების უმეტესობა, ჰომოსაპიანსებისგან განსხვავებით გამოქვაბულებსა და კლდის მღვიმეებში მდებარეობს, ამ საფარებში ნაცრის სქელი ფენაა აღმოჩენილი, რაც მათ ინტელექტზე მიგვითითებს, ნაცარში ნაკვერჩხალი დიდი ხანი რჩება და შეიძლება ის მეორე დღისთვისაც გამოიყენო, ასევე ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ისინი თბებოდნენ ცეცხლით და იცოდნენ მისი დანთება, მაგრამ ეს ფაქტი მაინც არ ადასტურებს მათი ხშირი საცხოვრებელი კლდის ნაპრალები და მღვიმები იყო იმიტომ, რომ გაშლილ ველზე მათი ბანაკები დროთა განმავლობაში დაეფარა,[9] ნალექს ნაგავს და მრავალი სახის მტვერს, ამასთან ერთად არის რამდენიმე ბანაკი აღმოჩენილი გარე სივრცეში, რომლებიც ნეანდერტალელებს ეკუთვნოდათ, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ იმ დროინდელი ადამიანები მასობრივად იყვნენ უფრო მეტნი ვიდრე ჩვენთვის კარგად ნაცნობი ნეანდერტალელები, მათი ბანაკების უმეტესობა გამოქვაბულების გარეთ არის აღმოჩენილი.[10]

ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ნეანდერტალელი ადამიანები, თანამედროვე ადამიანებისგან განსხვავებით ჯანსაღ და ბევრად სუფთა გარემოში ცხოვრობდნენ, თუმცა უცნაურია, რომ გამოქვაბულში ცხოვრების წესი, კოცონის კვამლი, უთუოდ, იქნებოდა მრავალი დაავადების, მათ შორის, გენური  მუტაციების წარმოშობის მიზეზებიც.[10]

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა როდრიგო ლაკრუზას ხელმძღვანელობით ნიუ-იორკის  უნივერსიტეტთან არსებულ სტომატოლოგიური კოლეჯიდან, პირველად აღწერა ნეანდერტალელების და თანამედროვე ადამიანების სახის ძვლების განვითარების თავისებურებები. მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ნეანდერტალელები, რომლებიც დაახლოებით  200 ათასი წლის წინათ გაჩნდნენ, თანამედროვე ტიპის ადამიანებისგან სახის ძვლების განვითარებით მნიშვნელოვნად  განსხვავდება. აგრეთვე ცნობილია, რომ მყარი ჩონჩხის განვითარების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ოსტეობლასტები-უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ ძვლების ზრდას, ასევე ოსტეოკალისტები-უჯრედები, რომლებიც პირიქით შლიან ძვლებს  და რეზორბიციას იწვევენ. კვლევამ აჩვენა,რომ მიწიერი ადამიანის სახის ძვლების ზედა ფენა დიდი ოდენობით რეზორბაციული უბნებისგან  შედგება, მაშინ, როდესაც ნეანდერტალელებში პირიქით, გარე შრეზე ძვლის ზრდის მრავალი უბანი შეინიშნება.[11]

კვლევა  ავოლუციის უფრო კარგად გაგებაში გვეხმარება, რომელიც გაიარა ადამიანმა ძველი დროიდან დღემდე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გაული საუკუნის მანძილზე  განმეორებითმა კვლევებმა ნაპოვნ ძვლებზე ართრიტის, ტუბერკულოზის, პერიოდონტიტის კვალი გამოავლინა. ახლახან კი ნეანდერტალელის ნეკნის ძვლები მიკრო-კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით კიდევ  ერთხელ  შეისწავლეს. რადიოგრაფიით კი დადგინდა ძვლის  კეთილთისებიანი  სიმსივნის-ფიბროზული  დისპლაზიის არსებობა.

ნეანდერტალელების ნადირობა

რედაქტირება

ნეანდერტალელები ნადირობდნენ და თევზაობდნენ ჯგუფურად. ნეანდერტალელები ნადირობისას იყენებდნენ ქვის ბასრ იარაღებს, რომელსაც ისინი თვითონ ამზადებდნენ, მათ ფიზიკურ ძალასთან ერთად ჰქონდათ გამბედაობა, რადგან ნადირობის დროს მათ ნადირთან ძალიან ახლოს უწევდათ მისვლა და შებრძოლება. ნეანდერტალელის სანადირო ერთ-ერთი იარაღი იყო შუბზე წამოცმული ქვის ბასრი თავი. იმდროისთვის ისეთი სრულყოფილი იარაღის დამზადებას, რა თქმა უნდა ინტელექტს და შრომა საჭიროებდა. ზაფხულში ნეანდერტალელი მონადირეები სავარაუდოდ მდინარის უფრო მაღლა ადიოდნენ, სადაც ცხოველებისთვის საძოვრები უფრო მეტი იყო და შესაბამისად მათი საარსებო წყაროც. იმ დროისთვის, ევროპის ბუნება მდიდარი იყო დღევანდელ ბუნებასთან შედარებით და ისინი ნადირობდნენ ისეთ დიდ ცხოველებზე, როგორებიც არიან: ბიზონი, ცხენი, მარტორქა, მამონტი, ჩრდილოეთის ირემი, დათვი, მგელი, მელია ასევე იჭერდნენ თევზს: აღმოჩენილია ქარიყლაპიასა და ღორჭილას ნაშთები. რაც შეეხება ფრინველებზე ნადირობას გათხრების შედეგად ცნობილია, რომ ნეანდერტალელებს ასევე შეეძლოთ ისეთ ფრთხილ ფრინველზე ნადირობა, როგორიც არის გედი და იხვი. რიჩარდ კლაინის აზრით, ისინი იჭერდნენ ისეთ ცხოველებს, როგორიცა ანტილობა კანა და მათ დროთა განმავლობაში საკვების სახით იზოგავდნენ. ანთროპოლოგი ვალერი ალექსეევი აღნიშნავს, რომ, ცხოველთა და მოძმეთა სისხლიანი ხორცი იყო უკვე მათი მთავარი საკვები. მაგრამ ჭამდნენ მიცვალებულებსაც, ზოგიერთ ჯოგსა და ტომში - მშობლებსაც; ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ნეანდერტალელი ადამიანები ჭამდნენ მწერებსა და ქვეწარმავლებსაც.[12]

ტრადიციულად ითვლება, რომ მოაზროვნე ადამიანი იყო პირველი ვინც თავის მორთვა დაიწყო, ხოლო ნეანდერტალელებმა ეს ცოდნა მათგან გადაიღეს. ეს ფაქტი დაკავშირებულია იმასთან, რომ Homo Sapiens უფრო კარგად აქვს განვითარებული აბსტრაქტული აზროვნება, ამიტომაც იგი ისწრაფვის ხელოვნებისკენ, ხოლო ნეანდერტალელებში იგი თითქმის არაა განვითარებული. დევიდ ფრაიერის კანზასის უნივერსიტეტიდან  და მისი ხორვატი კოლეგების გამოკვლევები აჩვენებს, რომ შესაძლოა ნეანდერტალელები სულაც არ ჩამოუვარდებოდნენ მოაზროვნე ადამიანის მორთვის მისწრაფებებში. თავიანთი ნამუშევარი მათ ჟურნალ PLOS ONE-ის ახალ ნომერში გამოაქვეყნეს.[13]

მეცნიერებმა შეისწავლეს 8 კარგად შემონახული არწივის კლანჭი, რომლებიც თანამედროვე ხორვატიაში კრაპინოს ახლოს ნეანდერტალელთა სადგომსი იქნა ნაპოვნი. მათ ამ კლანჭებზე მრავალი მოდიფიკაციის კვალი აღმოაჩინეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა კლანჭი იყო გაპრიალებული და გახეხილი, ხოლო ოთხ მათგანს ნაპირები მომრგვალებული ჰქონდა. ეს მეცნიერთა აზრით იმაზე მიუთითებს, რომ ამ კლანჭებს ნეანდერტალელი ადამიანები სამშვენისებად ხმარობდნენ.არაა გამორიცხული, რომ ისისნი სამაჯურის ანდა ყელსაკიდის შემადგენლობაში იყვნენ ჩართულნი. რაც შეეხება თვითონ კლანჭებს, ისინი ჯერ კიდევს XX საუკუნეში იყო ნაპოვნი და მას შემდეგ ზაგრებში ხორვატიის ბუნებისმეტყველების მუზეუმში ინახებოდა. კლანჭების გარდა ამ სადგომში ნეანდერტალელების ასობით ძვალი, თითქმის 1000 ქვის იარაღი და 3000 ცხოველის ნარჩენი იპოვნეს.მათი ასაკი თითქმის 130 ათასი წელია-მოაზროვნე ადამიანი ამ ადგილებში რამდენიმე ათეული ათასი წლის შემდეგ გამოჩნდა. ასე, რომ ეს კლანჭები თუ მართლაც ნეანდერტალელებს სამშვენისებად ჰქონდათ, მაშინ ისინი ამას მოაზროვნე ადამიანებისაგან ვერანაირად ვერ გადმოიღებდნენ.[14][15] მიუხედავად იმისა, რომ ნეანდერტალელები არც ისე ძალიან ჩამორჩებოდნენ Homo Sapiens- მაგალითად ისინიც იყენებდნენ შრომის დანაწილებას, ჩვენმა წინაპრებმა მაინც შეძლეს მათი განდევნა, რაშიც მათ ძაღლები და უფრო მრავალფეროვანი დიეტა დაეხმარათ.

უნდოკლდის მღვიმის ლეგენდა-უნდოკლდე არქეოლოგმა ნიკა თუსაბრაშვილმა 2006 წელს აღმოაჩინა. თუმცა დღემდე მღვიმეში მხოლოდ დაზვერვითი სამუშაოების ჩატარება მოხერხდა. ამ მღვიმეში აღმოცენილია კედლის მხატვრობა, რომლის შესახებაც არსებობს არქეოლოგთა მოსაზრება, რომ ეს ნახატები არის ნეანდერტალელთა მიერ შესრულებული. არქეოლოგის თქმით ამ გამოქვაბულში ძირითადად  მუსტიეს (გვიანდელი ნეანდერტალელთა ეპოქა) პერიოდის წვეტანებს ვხდებით, რომელიც სავარაუდოდ შუბის პირად გამოიყენებოდა. მასალაში ჭარბობს სამონადირეო იარაღი. ის თითქმის 80%  შეადგენს. ასევე არქეოლოგის თქმით ამ მღვიმეში ნაპოვნია ადამიანის კბილი, რომელიც წინასწარი შესწავლით, ნეანდერტალელს უნდა ეკუთვნოდეს.[16]

კაცობრიობის ისტორიას მეცნიერება აღადგენს არქეოლოგიური მასალით, ეთნოგრაფიული, კულტურის თუ წერილობითი ძეგლებით, ენების ანალიზით, ზოგჯერ- თანამედროვე ნაკლებად განვითარებული ხალხების იმ ეთნოგრაფიული თავისებურებებით, რომელიც წარსულთან ანალოგიის საშუალებას იძლევა. უნდა აღინიშნოს, რომ გვიანი პალეოლითის დარსულების პერიოდში ევოლუცია განიცადა ადამიანის ანთროპოლოგიურმა ტიპმა და ამ პერიოდში წარმოიქმნა ნეანდერტალელი ადამიანის ტიპი.

აღმოჩენილი გენეტიკური კვალი

რედაქტირება

ნეანდერტალელთა გენეტიკური კვალი - კოპენჰაგენის უნივერსიტეტის  მკვლევართა ჯგუფმა მიაგნო მუტაციას, რომელიც ხნის მისტიურ მოვლენას ზოგიერთ ადამიანში-ღია ფერის თვალებს. ყველა ცისფერთვალება ბავშვი დაკავშირებულია ერთ დამიანთან, რომელიც შავი ზღვისპირა რეგიონში 6-10 ათასი წლის წინათ ცხოვრობდა და ეს ადამიანი ეკუთვნოდა ნეანდერტალელთა ოჯახს.ექიმი ჰანს ეიბერგი აცხადებს,რომ იქამდე ყველა ადამიანს ყავისფერი თვალები ჰქონდა. მისი თქმით ამ გენეტიკურმა მუტაციამ გავლენა მოახდინა თვალის გენზე  ჩვენს ქრომოსომებში, რამაც ყავისფერი თვალების გენი ფაქტობრივად გამორთო .როდესაც ცისფერთვალება ადამიანები იორდანიიდან, დანიიდან და თურქეთიდან გამოიკვლიეს, აღმოჩნდა, რომ მათი გენეტიკური განსხვავებები დედის გენით იყო განპირობებული, თუმცა ყავსფერი თვალის პიგმენტი კვლავ დომინანტია. ბოლო გამყინვარების შემდეგ ევროპულმა რასამ განიცადა მუტაცია, რომელიც განასხვავებს მათ მთელი კაცობრიობისგან. ევროპელების 95%-ს სკანდინავიურ ქვეყნებში ცისფერი თვალები აქვთ. მათ თმა და კანიც ღია ფერის აქვთ. სხვადასხვა ეროვნების ადამიანების სისხლის შერევის შემდეგ, ქერატმიანი და ცისფერთვალება ადამიანი პირველად 25000 წლის წინათ გამოჩნდა .მკვლევარები ამას ნეანდერტალელთა წარმომადგენლებს მიაწერენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ნეანდერტალელის დნმ არცერთი თანამედროვე ჰომო საპიენსის გენში არ აღმოუცენიათ, მეცნიერებს მაინც  სწამთ, რომ ეს თეორია სწორია,რადგან უკეთესი მიგნება ჯერჯერობით არ აქვთ.[17]

არქეოლოგიური აღმოჩენა Homo Sapiens და ნეანდერტალელის ნაჯვარი - არქეოლოგიური აღმოჩენა ლისაბონიდან 85 მილის დაშორებით, ლაპედოს დაბლობზე, გამოქვაბულში გააკეთეს. 4 წლის ბიჭის გასაოცრად კარგად შენახული ჩონჩხი, რომელიც ნახევრად ჰომო საპიენსია, ნახევრად კი ნეანდერტალელი.

ნეანდერტალელები იყვნენ ადამიანთა მოდგმის, ჰომო საპიენსისგან განსხვავებული ნაირსახეობა, უფრო განუვითარებელი ტვინითა და ძლიერი სხეულით. ბოლო ნეანდერტალელები 30-40 ათასი წლის წინ  გაწყდნენ. ეს არის გავრცელებული მოსაზრება, რომელსაც ეს აღმოჩენა ეწინააღმდეგება. ითვლება,რომ ნეანდერტალელები ადამიანთა წინაპრები არ არაიან. ადამიანთა წინაპრები კრომანიონელები არიან. მაგრამ, არც მთლად ასე არ ყოფილა საქმე...

2010 წელს ჩატარებულმა კვლეევბმა აჩვენა, რომ ბევრ ერს აქვს ნენადერტალელის გენი 1 დან  4%.  პორტუგალიაში გაკეთებული არქეოლოგიური აღმოჩენა კი პირველი შემთხვევაა, როდესაც ნაპოვნ ჩონჩხს ორივე სახეობის ნიშნები აქვს.[7]

აღმოჩენა 1998 წელს გაკეთდა, როდესაც ლაპედოში გამოქვაბულში კლდეზე ნახატები აღმოაჩინეს. აქვე აღმოაჩინეს ადამიანთა სადგომი და  დაათარიღეს აღმოცენები 23170-20220 წლით ჩვენს წელთ აღრიცხვამდე.

აღმოჩენა იმითაა გასაოცარი, რომ ბავშვს სხეულის ქვედა  ნაწილი ნეანდერტალელის აქვს, ზედა ნაწილი კი -ჰომო საპიენსის. თავის ქალას კი რომელიც თითქმის მთლიანად ჰომო საპიენსისას ჰგავს, აქვს ერთი დეტალი, დამახასიათებელი მხოლოდ ნეანდერტალელისთვის.

ამ აღმოცენამ აიძულა მეცნიერებს შეიცვალონ აზრი და დაუშვან, რომ შესაძლოა ნეანდერტალელები არ გაწყდნენ, არამედ შეერივნენ ჰომო საპიენსებს. ამას ადასტურებს ეს აღმოჩენა და დნმ-ის კვლევა, 1-4%  ნეანდერტალელის გენი, რომელიც აქვთ ბევრს ერს. რადგან ჰომო საპიენს აფრიკიდან წმაოვიდნენ, ნეანდერტალელები კი ჩრდილოეთში ცხოვრობდნენ და შერევაც აქ მოხდა.[18]

უძველესი მხატვრობა ევროპაში - ესპანეთში ნაპოვნი გამოქვაბულის მხატვრობის ნიმუშები ევროპაში უძველესად აღიარეს. ეს ნახატები წარმოადგენენ ადამიანის ხელის მტევნის გამოსახულებას. წითელ წრეებს ან ცხოველთა ფიგურებს. გამოქვაბულის მხატვრობის ასაკის დადგენისთვის  მეცნიერებმა დათარიღების განსაკუთრებით  ზუსტი მეთოდები  გამოიყენეს. შედეგად, გამოსახულებათაგან  ერთ-ერთი წითელი წრე მინიმუმ 40 ათასი წლით დათარიღდა.

„კანტაბიაში, ელ-კასტილოს გამოქვაბულში ამოტვიფრულია ადამიანის ხელის მტევნის გამოსახულება, რომელიც  უძველესმა მხატვრებმა გამოქვაბულის კედელზე მიდებულ ხელზე  საღებავის  დასხმით შექმნეს“, - ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორი ალისტერ პაიკი. ზემოთ აღნიშნული ნახატის ავტორად კი მიიჩნევიან ნეანდერტალიელები, რომელზეც კონკრეტულად და დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ.

მეცნიერებმა  ნახატების ასაკის დადგენისთვის  დათარიღების კარბონული მეთოდი გამოიყენეს. ნახატების ასაკი ევროპაში თანამედროვე ადამიანს, ანუ ჰომო საპიენსის გადმოსახლების  პირველ ტალღას ემთხვევა. ის დაახლოებით 41 ათასი წლის წინ დაიწყო, მანამდე კი ევროპაში ნეანდერტალელები სახლობდნენ .მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ბარსელონას უნივერსიტეტის პროფესორი ჟოან ზილიანი მიიჩნევს, რომ ნახატები სწორედ ნეანდერტალელებს ეკუთვნით.„[18]

ახლა ჩვენ სხვა გამოსახულებათა შესწავლა და ისეთების პოვნა მოგვიწევს, რომელიც 42-44 ათას წელზე მეტი ხნისაა. ჩვენ უკვე გვაქვს ნიმუშები ესპანეთის, პორტუგალიისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების სხვა გამოქვაბულებიდან“ ,ამბობს ესპანელი არქეოლოგი.

ახლა მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ ვის ეკუთვნის ეს გამოსახულებები. მათი ავტორები თუ ახალ გადმოსახლებულები იყვნენ, გამოდის, ამ საქმიანობას მიგრაციის პირველივე ტალღისას, ევროპაში გამოჩენისთანავე მიჰყვეს ხელი, ხოლო გამოსახულებები თუ ნეანდერტალელებმა დატოვეს, ეს მათი მაღალი კულტურული  და ინტელექტუალური დონის დადასტურება იქნება.

ნეანდერტალელი ადამიანის გადაშენება - ფიზიკურად ნეანდერტალელი  გაცილებით მძლავრი იყო ვიდრე ვიდრე იმ დროის ადამიანი. ტვინის  მოცულობაც გაცილებით დიდი ჰქონდა და ასევე კულტურის  თვალსაზრისითაც ძალიან განვითარებულნი იყვნენ, მაგრამ ადამიანმა მოახრეხა გადარჩენილიყო, ხოლო ნეანდერტალელმა ვერა.

ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ნეანდერტალელი კაციან, ქალიან და ბავშვიან, იყო მხოლოს დიდი ზომის ცხოველებზე სპეციალიზებული. ადამიანები კიდევ, კაცები ნადირობდნენ როგორც დიდი ასევე პატარა ზომის ცხოველებზეც. ხოლო ქალები და ბავშვები  მცენარეულ საკვების შეგროვებაზე. კლიმატის  უეცარი შეცვლის გამო, სავარაუდოდ რამდენიმე ათეული  წლების წინ ძალიან დიდმა ტემპერატურულმა ცვალებადობამ  გამოიწვია დიდი ზომის ცხოველების შემცირება-გადაშენება  და ამით გაუქრა ნეანდერტალელს ძალიან მოკლე დროში მთავარი საკვები წყარო. ხოლო მოკლე დროის გამო ვერ მოახერხეს ცხოვრების სტილის  რადიკალური შეცვლა.

მეცნიერების აზრით, უკანასკნელმა ნეანდერტალელებმა პლანეტაზე, თავშესაფარი შესაძლოა ურალის ქედზე იპოვეს. ამის შესახებ ფრანგი არქეოლოგების მოსაზრება გამოქვეყნდა. თანამედროვე კვლევების მიხედვით, ნენადერტალელები და მათი ახლო „ნათესავები“ ევროპაში, ახლო აღმოსვალეთსა და შუა აზიაში დაახლოებით 150-140 წლის წინ გამოჩნდნენ.

ეს ეპოქა, რომელსაც არქეოლოგები შუა პალეოლითის ხანად მიიჩნევენ, იმ პერიოდამდე გრძლდებოდა, ვიდრე ევროპასი ახალი „მსხვილი მოთამაშე“ - თანამედროვე ადამიანის ტიპი (ჰომო საპიენს) გაჩნდებოდა, რომელიც აფრიკიდან 40 ათასი წლის წინა პერიოდში  გადმოვიდა.

უკვე 37 ათასი წლის წინ კი, ნეანდერტალელები მთელს ევრაზიაში ქრებიან და მათ ადგილს თანამედროვე ადამიანი, ზედაპალეოლითის კულტურა იკავებს. უკანასკნელი ნეანდერტალელები  უფრო დიდხანს სამხრეთ ევროპის  რეგიონებში შემორჩნენ, მაგალითად, დღევანდელი  ესპანეთის და პორტუგალიის ტერიტორიაზე. თუმცა არქეოლოგების ნაწილი ტულუზის უნივერსიტეტის პროფესორის ლუდოვიკ  სლიმაკის ხელმძღვანელობით, მივიდა იმ დასკვნამდე რომ  ნეანდერტალელებს  თანამედროვე ადამიანის  პარალელურად, შესაძლოა კიდევ დიდხანს ეცხოვრათ  და მათ სავარაუდოდ, 31 ათასი წლის წინა პერიოდამდ ემოღვაწად.

მეცნიერებმა გამოაკვლიეს  სხვადასხვა ადგილას  ნაპოვნი ქვის იარაღები  და დაასკვნეს, რომ ეს იმ კულტურას ეკუთვნის, რასაც  ნეანდერტალელებს მიაკუთვნებენ. ეს ფაქტი კი ამტკიცებს, რომ ამ ტიპის  ადამიანი ევროპაში კიდევ  დიდხნას არსებობდა მეცნიერების აზრით ამ კვლევებმა არქეოლოგიაში და სხვადასხვა მეცნიერებებში  შესაზლოა დიდი გარდატეხა მოახდინოს.[5]

[17] დაკვირვებების შედეგად  უკანასკნელი ნეანდერტალელების კვალი გვხდება არქტიკული წრის მახლობლად. არქტიკული პოლარული წრის მახლობლად ნაპოვნი კვალი 28500 წლით თარიღდება, ანუ ნეანდერტალელი ადამიანის  თეორიული გადაშენბიდან 8000 წლით გვიანი თარიღით. ეს აღმოჩენა რა თქმა უნდა გამაოგნებელია და თეორიებსაც არყევს: ნუთუ ნენადერტალელმა ადამიანმა  უფრო დიდხანს იარსება ვიდრე გვეგონა?! კვალი რომელიც არქეოლოგებმა იპოვეს, მუსტერულ კულტურას ეკუთვნის. ეს კულტურა  შუა პალეოლითურ (300000-დან 33000 წლამდე) ხანაში განვითარდა. ის გამოირჩევა  ნამტვრევებზე სამუშაო ინსტრუმენტების ძალზედ  მრავალფეროვანი სპექტრის გამოყენებით, ძირითადად ევრაზიაში ნეანდერტალელი ადამიანის, ახლო აღმოსავლეთში კი - ჰომო საპიენსის მიერ. ამ არქაულად  აღქმულ კულტურას  არ უნდა  მიეცა საშუალება ნენანდერტალელისათვის, რომ  პლანეტის უკიდურესი  ჩრდილოეთ რეგიონების კოლონიზება მოეხდინა 33000 თუ 36000 წლის წინ მას ადგილი თანამედროვე  ადამიანისათვის უნდა დაეთმო, რომელსაც, თავის მხრივ, ევრაზიის სივრცეები უნდა დაეკავებინა თავის წინამორბედებთან შედარებით  უფრო პროგრესული  ტენქოლოგიების წყალობით.[1][18]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Dorey, F. (n.d.). HOMO NEANDERTHALENSIS – THE NEANDERTHALS
  2. Neanderthals: Facts About Our Extinct Human Relatives. (n.d.). დაარქივებულია 5 ივლისი, 2016
  3. Why did Neanderthals go extinct? (2015). დაარქივებულია 5 ივლისი, 2016
  4. 4.0 4.1 4.2 Humans Did Not Wipe Out the Neanderthals, New Research Suggests. (n.d.). Retrieved 05 ივლისი, 2016
  5. 5.0 5.1 5.2 Migrating humans may have killed off Neanderthals. (n.d.). დაარქივებულია 5 ივლისი, 2016
  6. Smithsonian's National Museum of Natural History. (n.d.) დაარქივებული 2016-09-07 საიტზე Wayback Machine. დაარქივებული 5 ივლისი, 2016
  7. 7.0 7.1 Neanderthal Genes Hold Surprises for Modern Humans. (n.d.). დაარქივებული 5 ივლისი, 2016
  8. Robert E. Belford. (n.d.). დაარქივებულია 5 ივლისი, 2016
  9. Buckland, L. (2011). Forget the cave! Neanderthals were homely creatures who built their own houses from mammoth bones. დაარქივებულია 5 ივლისი, 2016
  10. 10.0 10.1 Sample, I. (2014). Neanderthals were not less intelligent than modern humans, scientists find. დაარქივებულია 5 ივლისი, 2016
  11. Neanderthals built cave structures — and no one knows why (n.d.). დაარქივებულია 5 ივლისი, 2016
  12. NEANDERTHAL TOOLS, CULTURE, FOOD AND HUNTING. (n.d.). დაარქივებული 2016-09-03 საიტზე Wayback Machine. დაარქივებულია 5 ივლისი, 2016
  13. Загадка исчезновения неандертальцев / 1 серия. (2015) დაარქივებულია 5 ივლისი, 2016
  14. Neanderthal Tools. (n.d.). დაარქივებულია 5 ივლისი, 2016
  15. Homo neanderthalensis Smithsonian's National Museum of Natural History, დაარქივებულია 5 ივლისი, 2016
  16. World's Oldest Cave Art Found-Made by Neanderthals? (n.d.). დაარქივებულია 5 ივლისი, 2016]
  17. 17.0 17.1 Sample, I. (2014). Fifth of Neanderthals' genetic code lives on in modern humans. დაარქივებულია 5 ივლისი, 2016
  18. 18.0 18.1 18.2 Neandertal Demise: An Archaeological Analysis of the Modern Human Superiority Complex. (n.d.). დაარქივებულია 5 ივლისი, 2016, from