შუბლი
შუბლი (ლათ. sinciput) — ადამიანის თავის ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია თავის ქალითა (ორი მხრიდან) და სკალპით. შუბლის ზედა ზღვარი მონიშნულია იმ ზოლით, საიდანაც თმის საფარი იწყება. მარჯვნივ და მარცხნივ შუბლის საზღვარია საფეთქლები.[1][2]
შუბლი | |
---|---|
ლათინური | sinciput |
არტერია | სუპრაორბიტალური |
ვენა | სუპრაორბიტალური , ფრონტარული |
ნერვი | სამწვერა ნერვი |
MeSH | A01.456.505.580 |
Dorlands/Elsevier | f_16z/12379682 |
სტრუქტურა
რედაქტირებაშუბლი შედგება კუნთებისაგან და კანისაგან, რომელიც ფარავს მას.[3][4] შუბლის სენსორული ნერვები დაკავშირებულია სამწვერა ნერვთან, ხოლო მოტორული ნერვები სახის ნერვებთან.[2]
შუბლში სისხლი მოძრაობს მარჯვენა და მარცხენა სუპრაორბიტალური ვენისა და არტერიის მეშვეობით.[2]
შუბლის კუნთებს მთლიანად სახის ნერვები აკონტროლებენ.[2]
ფუნქციები
რედაქტირებაშუბლის კუნთები მონაწილეობს მიმიკის ფორმირებაში. კუნთები ამოძრავებენ წარბებს. წარბების მოძრაობით კი ადამიანმა შეიძლება გამოხატოს გაოცება, ბრაზი, მოწყენილობა და სხვა ემოციები.[5] შუბლის კუნთების მეშვეობით მოძრაობენ ნაოჭებიც.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ David M. Knize and Mel Drisko (2001). The Forehead and Temporal Fossa: Anatomy and Technique. Lippincott Williams & Wilkins, გვ. 4. ISBN 9780781720748.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Valencia D. Thomas, Wendy Long Mitchell, Neil A. Swanson, Thomas E. Rohrer, and Ken K. Lee (2007). „Reconstructive surgery of Skin Cancer defects“, რედ. Keyvan Nouri: Skin Cancer. McGraw-Hill Professional, გვ. 523. ISBN 9780071472562.
- ↑ Diane H. Gronefeld (1998). Radiographic anatomy & positioning: an integrated approach. McGraw-Hill Professional, გვ. 321. ISBN 9780838582381.
- ↑ Elaine Nicpon Marieb and Katja Hoehn (2007). Human anatomy & physiology, 7th, Pearson Education, გვ. 204. ISBN 9780321372949.
- ↑ Nigel Palastanga, Derek Field, and Roger Soames (2006). „Head and Brain“, Anatomy and human movement, 5th, Elsevier Health Sciences, გვ. 645–646. ISBN 9780750688147.