მუსტიეს კულტურა

(გადამისამართდა გვერდიდან შუა პალეოლითი)

მუსტიეს კულტურა, მუსტიეური ეპოქაქვედა პალეოლითის ხანის ყველაზე გვიანდელი ხანა, რომელმაც შეცვალა აშელის კულტურა. მრავალი მეცნიერი მას „შუა პალეოლითს“ უწოდებს. XIX საუკუნის 60-იან წლებში პირველად შეისწავლა გ. მორილიემ. სახელი ეწოდა სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში (დორდონის დეპარტამენტი) მდებარე გამოქვაბულის ლე-მუსტიეს (le Moustier) მიხედვით. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში (ჩრდ. განედი 54° სამხრეთით).

გეოლოგიურად თარიღდება ზედა პლეისტოცენით, რისვიურმის გამყინვარებათა შორისი პერიოდის დასასრულით და ევროპის უკანასკნელი, ვიურმის გამყინვარების I ნახევრით. რადიო-ნახშირბადის მეთოდით გვიანდელი მუსტიეს კულტურა ევროპაში დათარიღებულია ძვ. წ. 53-33 ათასწლეულით; მუსტიეს კულტურის წარმოშობა კი, ალბათ, 100-80 ათასწლეულს განეკუთვნება. ქვის დამუშავების ტექნიკისათვის დამახასიათებელია დისკოსებრი და ერთფუძიანი ნუკლეუსები (გულგულები), რომელთაგანაც მიღებულია საკმაოდ ფართო ანატკეცები. ამ ანატკეცებიდან ნაპირების რეტუშით მზადდებოდა სხვადასხვა იარაღი (სახოკები, წვეტანები, სახვრეტები, დანები და სხვა). ძვლის დამუშავება სუსტადაა განვითარებული.

ცნობილია მუსტიეს კულტურის მრავალი ნაირსახეობა, რომლებიც ხანდახან ერთსა და იმავე ტერიტორიაზეა გავრცელებული.

საქართველოში მუსტიეური ხანის 200-ზე მეტი ძეგლია. მათ შორის სტრატიფიცირებული, ძირითადად თავმოყრილია რიონ-ყვირილის აუზში და ისტორიულ შიდა ქართლის ტერიტორიაზე. გამოიყოფა 4 კულტურა:

მუსტიეს კულტურის მატარებელი იყვნენ ნეანდერტალელები. ისინი ცხოვრობდნენ მღვიმეებში და ღია ცის ქვეშ, ზოგჯერ მამონტის ძვლისა და ტყავისაგან ნაგებ შენობებში. ნადირობდნენ მამონტზე, მღვიმის დათვზე და სხვა. ეწეოდნენ აგრეთვე შემგროვებლობას. ნეანდერტალელთა სამარხების გაჩენა პირველყოფილი რელიგიის ჩასახვაზე მეტყველებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Григорьев Г. П., Начало верхнего палеолита и происхождение Homo sapiens Л., 1968;
  • Ефименко П. П., Первобытное общество, 3 изд., К., 1653;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება