აშელის კულტურაქვედა პალეოლითის პერიოდის პირველი ადამიანური კულტურა (1,7–0,1 მლნ წლის წინ), რომელიც გავრცელებული იყო აფრიკაში, დასავლეთ აზიასა და ევროპაში. აერთიანებდა ქვის ხანის ადამიანებს, ჰომო ერექტუსსა და ჰომო ჰაბილისს. სახელწოდება მიიღო საფრანგეთში პიკარდიის ქალაქ ამიენის მახლობლად მდებარე სენტ-აშელის კომუნის მიხედვით, სადაც აღმოჩენილია კულტურის პირველი ნამოსახლარები. ევროპაში იგი შეცვალა მუსტიეს კულტურამ, ხოლო აფრიკაში სანგოის კულტურამ.

Biface from Saint Acheul

საქართველოს ტერიტორიაზე აშელის კულტურის 50-მდე ნამოსახლარია აღმოჩენილი, მათ შორის აღსანიშნავია იაშთხვა და ბირცხა სოხუმთან, ლაშე-ბალთა ისტორიულ შიდა ქართლში, სარბები და ჯოყოეთი ჭიათურის რაიონში. განსაკუთრებით საყურადღებოა მრავალფენიანი ძეგლები — კუდარო I და წონა. აშელის კულტურის ნამოსახლარები ცნობილია სომხეთში (სატანი-დარი, არზნი, ჯრაბერი), აზერბაიჯანში (აზიხის მღვიმე), ჩრდილოეთ კავკასიაში (აბაძეხსკაია), უკრაინაში (ლუკა-ყრუბლევეცკაია) და სხვა ადგილებში. აშელის კულტურა შეცვალა მუსტიეს კულტურამ.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება