არზნი
არზნი (სომხ. Արզնի) — სოფელი და ბალნეოლოგიური კურორტი სომხეთში, კოტაიქის პროვინციაში, მდინარე რაზდანის ხეობაში. ერევნიდან 24 კმ, რკინიგზის სადგური აბოვიანიდან 6 კმ. მდებარეობს ზღვის დონიდან 1 420 მეტრზე. 2008 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 2 529 ადამიანს შეადგენდა, სიმჭიდროვე 137 ადამიანი კმ²-ზე. ფართობი 18.41 კმ²-ია.
სოფელი | |
---|---|
არზნი სომხ. Արզնի | |
ქვეყანა | სომხეთი |
პროვინცია | კოტაიქი |
კოორდინატები | 40°17′47″ ჩ. გ. 44°35′45″ ა. გ. / 40.29639° ჩ. გ. 44.59583° ა. გ. |
დაარსდა | 1925 |
ფართობი | 18.41 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1 420 მ |
ოფიციალური ენა | სომხური ენა |
მოსახლეობა | 2 529 კაცი (2008) |
სიმჭიდროვე | 137 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+4, ზაფხულში UTC+5 |
ჰავა ზომიერად თბილია. საშუალო წლიური ტემპერატურა 9,3°C. მზის ნათების ხანგრძლივობაა 2236 სთ. წელიწადში. ძირითადი სამკურნალო საშუალებაა ნახშირმჟავა ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და აბაზანებისათვის. სამედიცინო ჩვენება: გულ-სისხლძრღვთა სისტემის, ღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა და სხვა. სეზონი — მთელი წელი. სანატორიუმები, პოლიკლინიკა, სააბაზანო, მინერალური წყლის ჩამომსხმელი, მინა-ტარისა და ბროლის ქარხნები. არზნიდან 2 კმ-ზე — არზნის ჰესი. არზნის მახლობლად 1933 წელს აღმოაჩინეს გვიანდელი აშელისა და ადრინდელი მუსტიეს ხანის ნამოსახლარი (შეისწავლეს 1946-1949 წლებში).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 563.