სომხეთის ადმინისტრაციული დაყოფა

(გადამისამართდა გვერდიდან პროვინცია (სომხეთი))

სომხეთი დაყოფილია თერთმეტ ადმინისტრაციულ დანაყოფად. მათგან ათი პროვინციაა, რომელთაც სომხურად მარზი ჰქვია, რაც თავად წარმოებულია სპარსული სიტყვისგან mærz, რომელიც „საზღვარს“ აღნიშნავს. ერევანი ცალკეა გამოყოფილი და როგორც ქვეყნის დედაქალაქს მინიჭებული აქვს განსაკუთრებული სტატუსი. ათი მარზის აღმასრულებლებს მარზპეტები ეწოდებათ (შუა სპარსული marzbod-იდან, რაც „საზღვრის გამგებელს“ ნიშნავს). მათ სომხეთის მთავრობა ნიშნავს. ერევნის მთავარი აღმასრულებელი მერია, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ქვემოთ მოცემულია სომხეთის პროვინციები სტატისტიკური მონაცემებით:

სომხეთის ადმინისტრაციული დაყოფა
მარზი მშობლიური
სახელწოდება
ფართობი,
კმ²
მოსახლეობა
(2011)
ადმ. ცენტრი
არაგაწოტნი Արագածոտն 2,756 132,925 აშტარაკი
არარატი Արարատ 2,090 260,367 არტაშატი
არმავირი Արմավիր 1,242 265,770 არმავირი
გეღარქუნიქი Գեղարքունիք 5,349 235,075 გავარი
ვაიოცძორი Վայոց Ձոր 2,308 52,324 ეღეგნაძორი
კოტაიქი Կոտայք 2,086 254,397 რაზდანი
ლორე Լոռի 3,799 235,537 ვანაძორი
სივნიეთი Սյունիք 4,506 141,771 კაპანი
ტავუში Տավուշ 2,704 128,609 იჯევანი
შირაკი Շիրակ 2,680 251,941 გიუმრი

თითოეული პროვინცია შედგება თემებისგან (hamaynkner, მხოლობითში hamaynkn). თითოეულ თემში თვითმმართველობაა და ერთი ან რამდენიმე დასახლება (bnakavayr). დასახლებები კლასიფიცირებულია, როგორც ქალაქის (kaghak) ტიპის ან სოფლის (gyugh) ტიპის. 2007 წლის მონაცემებით, სომხეთში 915 თემია, აქედან 49 მიჩნეული ურბანულად, ხოლო 866 სასოფლოდ. დედაქალაქს, ერევანს, ასევე თემის სტატუსი აქვს.[1] დამატებით, ერევანი დაყოფილია თორმეტ ნახევრად ავტონომიურ უბნად.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. რეგიონული ადმინისტრაციული ერთეულები. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-20. ციტირების თარიღი: 2008-09-11.