კაპანი (სომხ. Կապան) — ქალაქი (1938 წლამდე დაბა) სომხეთში. სიუნიქის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ვოღჯის ხეობაში, ზანგეზურის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი განშტოებების — ბარგუშატისა და მეღრის ქედებს შორის. ზღვის დონიდან 800 მეტრ სიმაღლეზე, ერევნიდან 320 კილომეტრი, აზერბაიჯანის საზღვრიდან 1 კილომეტრი. ქალაქიდან სამხრეთით მდებარეობს ხუსტუპის მთა (3 201 მეტრი).

ქალაქი
კაპანი
Կապան
Khustup from Kapan.JPG
ხუსტუპის მთა ქალაქ კაპანიდან
გერბი
Coat of Arms of Kapan.jpg

ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
მარზი სიუნიქის პროვინცია
კოორდინატები 39°12′04″ ჩ. გ. 46°24′54″ ა. გ. / 39.20111° ჩ. გ. 46.41500° ა. გ. / 39.20111; 46.41500
დაარსდა XIX საუკუნე
პირველი ხსენება V საუკუნე
ადრეული სახელები კაფანი 1990-მდე
ამჟამინდელი სტატუსი 1938
ფართობი 36 კმ²
ცენტრის სიმაღლე 905
ოფიციალური ენა სომხური ენა
მოსახლეობა 45 700 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 1,269.4 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +374 (285)
საფოსტო ინდექსი 3301-3308
ოფიციალური საიტი https://kapan.am
კაპანი — სომხეთი
კაპანი

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება