აშტარაკი
აშტარაკი (სომხ. Աշտարակ, ითარგმნება როგორც კოშკი) — სამრეწველო ქალაქი სომხეთში, არაგაწოტნის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ქასაღის ხეობაში, ერევნიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კილომეტრზე, ერევნის გიუმრისა და ვანაძორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გადაკვეთაზე. ქალაქიდან 2 კილომეტრში მდებარეობს სამეცნიერო ქალაქი გიტავანი. აშტარაკში დაცულია რამდენიმე ძველი ნაგებობა:
- ტირანავორის ეკლესიები (V საუკუნე), კარმარავორი (VII საუკუნე), სპიტაკავორი (XII-XIV საუკუნე)
- წმინდა სარქისის ტაძარი (XII საუკუნე)
- წმინდა მარინეს ტაძარი (1281 წელი)
- ხიდი მდინარე კასახზე (1664 წელი)
ქალაქი | |||
---|---|---|---|
აშტარაკი Աշտարակ | |||
| |||
ქვეყანა | სომხეთი | ||
მარზი | არაგაწოტნის პროვინცია | ||
კოორდინატები | 40°18′00″ ჩ. გ. 44°24′00″ ა. გ. / 40.30000° ჩ. გ. 44.40000° ა. გ. | ||
პირველი ხსენება | IX საუკუნე | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1963 | ||
ფართობი | 7.5 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 1110±1 მეტრი | ||
ოფიციალური ენა | სომხური ენა | ||
მოსახლეობა | 20 636 კაცი (2001) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +374 (232) | ||
საფოსტო ინდექსი | 0201-0205 | ||
ოფიციალური საიტი | https://ashtarak.am | ||
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- World Gazeteer: Armenia[მკვდარი ბმული] – World-Gazetteer.com