ქასაღი
ქასაღი, (სომხ. Քասաղ), აპარანჩაი — მდინარე სომხეთში, მდინარე სევჯურის (არაქსის აუზი) მარცხენა შენაკადი. სიგრძე 89 კმ, აუზის ფართობი 1480 კმ2. სათავე აქვს არაგაწის ჩრდილოეთ კალთაზე. მიედინება არაგაწის აღმოსავლეთ მთისძირის გასწვრივ. იყენებენ სარწყავად. მდინარის ზემოთში არის აპარანის წყალსაცავი. ქასაღის ნაპირზეა ქალაქი აშტარაკი.
ქასაღი (აპარანჩაი) | |
---|---|
![]() | |
სათავე | არაგაწი |
სიგრძე | 89 კმ |
აუზის ფართობი | 1480 კმ² |
![]() |
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 492.