არაგაწი
არაგაწი (სომხ. Արագած; ცნობილია ასევე როგორც ალაგიოზი) — დიდი ანდეზიტ-დაციტური სტრატოვულკანი ჩრდილო-დასავლეთ სომხეთში, ერევნის ჩრდილო-დასავლეთით, არარატის ვაკის ჩრდილოეთით.
არაგაწი | |
---|---|
არაგაწი | |
კოორდინატები: 40°32′00″ ჩ. გ. 44°12′00″ ა. გ. / 40.53333° ჩ. გ. 44.20000° ა. გ. | |
ქვეყანა | სომხეთი |
სიმაღლე | 4090 მ |
მთის მასივი | სომხეთის მთიანეთი |
არაგაწი მრგვალი, ფარისებრი ამაღლებაა, რომელზედაც დაკბილული მწვერვალია აღმართული. სომხეთის და ამიერკავკასიის მთიანეთის უმაღლესი წერტილი (4090 მ). აგებულია ლავებითა და ტუფებით. ჩამოყალიბება დაიწყო პლიოცენსა და პლეისტოცენში. ლავის გაცივებული ნაკადები მიმართულია დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 13 კმ მანძილზე. არის მყინვარები. აქვს 4 მწვერვალი. წარმოადგენს კონუსს, რომლის პერიმეტრია 200 კმ. მწვერვალებს შორის ვულკანური კრატერია, რომლის სიღრმე 350 მ, ხოლო სიგანე 2,5 კმ აღწევს.
კალთებზე, ზღვის დონიდან 3190 მ სიმაღლეზე მდებარეობს კარის ტბა. ჭარბობს მთის ქსეროფიტული სტეპები. მწვერვალთან მაღალმთის მდელოები და ქვის ნაყარია. სამხრეთ ფერდობზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ამბერდის ნანგრევები. მთის კალთებზე, 1500 მ-ზე მდებარეობს ბიურაკანის ობსერვატორია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 532.