არარატის ვაკე (სომხ. Արարատյան դաշտ), ცნობილია აგრეთვე, როგორც იღდირის ვაკე (თურქ. Iğdır Ovası) — ვაკე სომხეთის მთიანეთის ტერიტორიაზე, რომელიც თავის მხრივ სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთის ნაწილს წარმოადგენს. ჩრდილოეთიდან არარატის ვაკეს საზღვრავს არაგაწის მთა, ხოლო სამხრეთიდან არარატის მთა. მდინარე არაქსი ვაკეს ჰყოფს ორ ნაწილად: ჩრდილოეთი უდიდესი ნაწილი მიეკუთვნება სომხეთს, ხოლო სამხრეთი მცირე ნაწილი — თურქეთს. ვაკე მდებარეობს ზღვის დონიდან 850–1000 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე 90 კმ.[1]

არარატის ვაკე
არარატის ვაკის ხედი ერევნიდან
არარატის ვაკის ხედი ერევნიდან
კოორდინატები: 40°02′24″ ჩ. გ. 44°19′48″ ა. გ. / 40.04000° ჩ. გ. 44.33000° ა. გ. / 40.04000; 44.33000
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
სიმაღლე 850–1000 
სიგრძე 90 კმ
ჰიდროგრაფია აზატი, არაქსი, გეტარი, ვედი, მასტარა, რაზდანი, სევჯური, ქასაღი, ჩორასუ
კლიმატი კონტინენტური
ლანდშაფტი ნახევრად უდაბნოს ლანდშაფტი
არარატის ვაკე — სომხეთი
არარატის ვაკე

ეტიმოლოგია

რედაქტირება

შუა საუკუნეების სომეხი ისტორიკოსი მოვსეს ხორენაცი თავის „სომხეთის ისტორიაში“ აღნიშნავს, რომ ამ ადგილს „არარატის ვაკე“ ამასიას შვილთაშვილის, სომხეთის ლეგენდარული მეფის არა მშვენიერის[2] სახელიდან გამომდინარე ეწოდა.[3][4]

ჰავა მკვეთრად კონტინენტურია, ცხელი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურა — 1°C-დან — 6°C-მდეა, ივლისის — 25–26°C. ნალექები 250–300 მმ წელიწადში. ჭეშმარიტი მზის ხანგრძლივობის თვალსაზრისით, არარატის ვაკე შეიძლება შედარდეს შუა აზიის სუბტროპიკულ ზონებთან. თბილ პერიოდში, ჭეშმარიტი მზის ხანგრძლივობა რესპუბლიკაში, მისი წლიური ხანგრძლივობის 82–87%-ს შეადგენს.[5]

ლანდშაფტი

რედაქტირება

ლანდშაფტი ნახევარუდაბნოს ტიპისაა. ჭარბობს ჰუმუსით ღარიბი ნაცრისფერი, მურა, ზოგან ბიცობი ნიადაგი. სარწყავი მიწათმოქმედების მნიშვნელოვანი რ-ნი (ვაზი და სხვა კულტურები). მინდვრები ირწყვება მდინარე არაქსისა და მისი მარცხენა შენაკადებისსევჯურის, ქასაღის, რაზდანისა და სხვა შენაკადების წყლებით. მცენარეულობა საკმაოდ ღარიბია, რომელთა შორის დომინირებს მლაშობი ნახევრად უდაბნოს მცენარეულობა.

მდინარეები

რედაქტირება

არარატის ვაკე ზედაპირული წყლებით საკმაოდ ღარიბია. მეწამორის გარდა, არაქსი და მისი შენაკადები (ქასაღი, რაზდანი, აზატი, ვედი) — ტრანზიტული მდინარეებია. გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში, ადიდებისას, ხშირად იცვლიან კალაპოტს (განსაკუთრებით არაქსი). ხშირია ღვარცოფი (მასტარა, ჩორასუ, გეტარი). ზაფხულის პერიოდში მდინარეების ნაწილი საერთოდ შრება.

 
არარატის ვაკის პანორამა, ხედი აღძქიდან, სომხეთი.
 
არარატის ვაკის პანორამა, ხედი ჩარენცის თაღიდან, სომხეთი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. სომხეთის რესპუბლიკის ფიზიკურ-გეოგრაფიული ობიექტების მოკლე ცნობარი-ლექსიკონი (სომხ. Հայաստանի Հանրապետության Ֆիզիկաաշխարհագրական օբյեկտների համառոտ տեղեկատու-բառարան). — „გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ცენტრი SNCO“, 2007. — გვ. 16–150.
  2. არა მშვენიერი (სომხ. Արա Գեղեցիկ) — სომხეთის ლეგენდარული მეფე, სომეხი ისტორიკოსის მოვსეს ხორენაცის წიგნის — „სომხეთის ისტორიის“ მიხედვით.
  3. The heritage of Armenian literature, Volume 1, стр. 66, Agop Jack Hacikyan, Gabriel Basmajian, Edward S. Franchuk, Nourhan Ouzounian
  4. Names and etymology of Mount Ararat. araratexpedition.com. ციტატა: „According to the medieval Armenian historian Moses of Khoren in his History of Armenia, the plain of Ayrarat (directly north of the mountain) got its name after King Ara the Handsome (the great grandson of Amasya).“ ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2020.
  5. Национальная программа действий по борьбе с опустыниванием в Армении. Вардеванян, Ашот (руководитель программы). Министерство охраны природы Республики Армения. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-12. ციტატა: „Наибольшая длительность солнечного сияния бывает в равнинных районах, где горизонт не закрыт горами. Многие местности республики по длительности истинного солнечного сияния, особенно Араратская равнина, могут сравниться с субтропическими зонами Средней Азии. В теплый период длительность истинного солнечного сияния в республике составляет 82-87% от годовой, а в среднем – длительность солнечного сияния составляет 58% от возможной для этой широты.“ ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2020.
  6. გევორქ ბაშინჯაღიანის (1857–1925) ფერწერული ტილო, 1912.
  7. Imagen de satélite con el monte Ararat en el centro y al norte el valle del río Aras que separa la llanura de Armenia de Turquía.