ხორ-ვირაპი
ხორ-ვირაპი (სომხ. Խոր Վիրապ) — მონასტერი სომხეთში. მდებარეობს არარატის პროვინციის ქალაქ არტაშატთან, თურქეთის საზღვართან ახლოს, არარატის მთის ძირში.
ხორ-ვირაპი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 39°52′42″ ჩ. გ. 44°34′34″ ა. გ. / 39.87833° ჩ. გ. 44.57611° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | სომხური სამოციქულო ეკლესია |
ქვეყანა | სომხეთი |
მუნიციპალიტეტი | არარატის პროვინცია |
ადგილმდებარეობა | არტაშატი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | გუმბათოვანი |
თარიღდება | 642; 1662 |
დეტალები
| |
მონასტრის კომპლექსის გეგმა |
ისტორია
რედაქტირებამონასტერი მდებარეობს მიწისქვეშა სატუსაღოს თავზე, სადაც სომხეთის მეფე თრდატ III-ს 15 წლის განმავლობაში დატუსაღებული ჰყავდა გრიგოლ განმანათლებელი. 301 წელს თრდატ III-მ ქრისტიანობა მიიღო და გრიგოლ განმანათლებელი გაათავისუფლა.
ხორ-ვირაპის ბორცვი მდებარეობს სომხეთის ძველი დედაქალაქის არტაშატის ადგილზე, რომელიც არტაშეს I-მა ააგო დაახლ. ძვ. წ. 180 წელს. მიწისქვეშა სატუსაღოს შესასვლელში, რომელიც დღემდეა შემონახული, დგას 1662 წელს აგებული წმინდა გრიგოლის ეკლესია. მიწისქვეშა სატუსაღოს სიღრმე 3-დან 6 მეტრამდეა. მონასტრის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს ღვთისმშობლის ეკლესია.
გალერეა
რედაქტირება-
ხორ-ვირაპი
-
ღვთისმშობლის ეკლესია
-
ღვთისმშობლის ეკლესია
-
მონასტრის სატუსაღოში შესასვლელი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Хор Вирап Armenica.org
- Информация о монастыре Хор Вирап დაარქივებული 2019-10-30 საიტზე Wayback Machine.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: