გეტარი (სომხ. Գետառ, ძველი სახელი გედარი[1][2]) — მდინარე კოტაიქის პროვინციაში, სომხეთის დედაქალაქ ერევნის ცენტრალურ ნაწილში. მდინარე სათავეს სოფელ მაიაკოვსკის მახლობლად, გეღამის მთებში იღებს. საბოლოოდ გეტარი ერევნის გარეუბანში მდინარე რაზდანში ჩაედინება. მდინარის სიგრძე დაახლოებით 24 კილომეტრია. [3]

გეტარი
Գետառ

ხიდი მდინარეზე (1918 წლის ფოტო)
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
ტერიტორიული ერთეულები კოტაიქის პროვინცია
სათავის მდებარეობა გეღამის ქედი
სიგრძე 24 კმ
გეტარი ვიკისაწყობში

1664 წელს მდინარე გეტარზე, ძველი ნორკის რაიონის მახლობლად, ერევნის ზოოპარკის მოპირდაპირე მხარეს ვინმე არქიტექტორმა გრიგომა ააშენა ხიდი. წარსულში ხიდს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ის იყო ერთადერთი გზა ჩრდილოეთიდან ერევნის გადასაკვეთად. ის იყო ერთ-ერთი იმ ნაგებობებს შორის, რომელიც 1679 წლის სომხეთის მიწისძვრას უვნებელი გადაურჩა. საბჭოთა კავშირის დროს ხიდი გარემონტდა და სახელმწიფო დაცვას გადაეცა.[4][5]

ღვარცოფები

რედაქტირება

მდინარე გეტარმა არაერთხელ შეუქმნა საფრთხე მოსახლეობას ღვარცოფებით. მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებლი 1860, 1866, 1873, 1912, 1923, 1924, 1946, 1947 და 1950 წლების ღვარცოფები იყო.[6][7]

ბოლო ყველაზე დამანგრეველი ღვარცოფი 1946 წლის 25 მაისს მოხდა.[8] ღვარცოფმა 800 სახლი დაანგრია და 630 სერიოზულად დააზიანა.

  1. American Geographical Society of New York (1990). „Soviet geography“. Volume 31 (Issues 6-10). American Geographical Society: 578. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  2. M. I. L'vovich (1979). World water resources and their future. Chelsa, Michigan: American Geophysical Union, გვ. 229. ISBN 9780875902241. 
  3. (2007) Հայաստանի Հանրապետության Ֆիզիկաաշխարհագրական օբյեկտների համառոտ տեղեկատու-բառարան (Brief Dictionary of Physical Objects of the Republic of Armenia) (hy). Yerevan: State Committee of the Real Estate Cadastre, გვ. 30. ციტირების თარიღი: 2015-10-23.  დაარქივებული 2018-05-17 საიტზე Wayback Machine. (სომხური)
  4. Braginskiĭ, Vladimir (1982). Tourist attractions in the USSR: a guide. Moscow: Raduga Publishers, გვ. 111. 
  5. www.yerevan.am/edfiles/files/ANDZNAGIR/kamurjner+.pdf hy. Yerevan City Municipality. დაარქივებულია Կամուրջներ (Bridges) ორიგინალიდან — 3 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 1 January 2013.
  6. Karapetyan, Bakur (23 April 2010). „aravot.am“ Երևանյան միջօրե. Aravot (სომხური). ციტირების თარიღი: 31 December 2012.[მკვდარი ბმული]
  7. Khachatryan, Nelli. www.banadzev.com hy. Banadzev. ციტირების თარიღი: 31 December 2012.
  8. www.atb.am ru. Armenian Travel Bureau. ციტირების თარიღი: 15 February 2013.