სომხეთის წყლის რესურსები
სომხეთი წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანაა. აქ დაახლოებით 9480 მდინარეა, საიდანაც 379-ის სიგრძე 10 კილომეტრს აჭარბებს და 100-ზე მეტი ტბა, რომელთა ნაწილიც ზაფხულობით შრება; სომხეთს მთელი მისი არსებობის მანძილზე „მდინარეებისა და ტბების მიწას“ ეძახდნენ. სომხეთის ზედაპირული წყლების რაოდენობა 4,7 %-ს შეადგენს.
სომხეთის ზედაპირული წყლების მარაგი 7.7 მილიარდი მ³-ით ფასდება, მათ შორის 940 მილიონი მ³ დამატებითი ტრანსსასაზღვრო წყლებია[1].
მდინარეები
რედაქტირებასომხეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 9480 მცირე და დიდი მდინარე არსებობს, რომელთა საერთო სიგრძე 23000 კილომეტრია, ხოლო 379 მათგანის სიგრძე 10 კილომეტრს აჭარბებს. სომხეთში მიწისქვეშა წყლებით მოსაზრდოვე მდინარეებს განეკუთვნებიან: მეწამორი, შაქი, ლიჩქი, ზედაპირული — დებედა, აღსთაფა, ახუმი, მეღრი, ვოღჯი.
სომხეთის მდინარეები სამხრეთ კავკასიის ორი უდიდესი მდინარის არაქსისა და მტკვრის შენაკადებია. სომხეთის უდიდესი მდინარეა — არაქსი, რომელიც სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის საზღვარზე გაედინება. მისი მთავარი შენაკადებია — ახურიანი, ქასაღი, რაზდანი, აზატი, არფა, ვოროტანი და ვოღჯი. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე შედარებით დიდი მდინარეებია — დებედა და აღსთაფა, შედარებით მცირე — ძორაგეტი და ფამბაკი.
ამ ცხრილში მოცემულია სომხეთის ტერიტორიაზე გამდინარე 50 კილომეტრზე უფრო გრძელი მდინარეების სია:
მდინარე | სიგრძე სომხეთის ტერიტორიაზე (კმ) |
---|---|
ახურიანი | 186 |
ვოროტანი | 119 |
არაქსი | 158 |
რაზდანი | 141 |
არფა | 126 |
აღსთაფა | 99 |
დებედა | 152 |
ქასაღი | 89 |
ვოღჯი | 88 |
ფამბაკი | 86 |
ძორაგეტი | 71 |
გეტიკი | 58 |
ვედი | 58 |
აზატი | 56 |
არგიჭი | 51[2] |
ტბები
რედაქტირებასომხეთის ტერიტორიაზე 100-ზე მეტი მცირე ტბაა, რომელთა ნაწილიც მშრალ სეზონზე შრება. სიდიდითა და სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ტბებია სევანი და არფი. დანარჩენ ტბებს მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობა აქვთ. ფართობის მიხედვით სომხეთის უდიდესი ტბაა სევანი, მას მოჰყვენიან არფილიჭი, სევლიჭი და აკნალიჭი.[3] სომხეთის ტბების წყლის რესურსების საერთო მარაგი 39,3 მილიარდი მ³-ით ფასდება.
ამ ცხრილში მოცემულია სომხეთის უდიდესი ტბების სია:
ტბა | პროვინცია | ფართობი (კმ²) |
---|---|---|
სევანი | გეღარქუნიქი | 1 243 км² |
არფი | შირაკი | 22 |
სევლიჭი | სიუნიქი | 2 |
აკნალიჭი | კოტაიქი | 0,53 |
ქარი | არაგაწოტნი | 0,12 |
აიგრლიჭი | არმავირი | - |
ლესინგლიჭი | ტავუში | - |
პარზი | ტავუში | 0,03 |
წყალსაცავები
რედაქტირებასომხეთში 74 წყალსაცავია, რომელთა საერთო მოცულობა 988 მილიონი მ³-ია. კიდევ 13 მშენებლობის პროცესშია. სომხეთის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი წყალსაცავია — ახურიანის, მისი მოცულობა 525 მილიონ მ³-ს შეადგენს. აღნიშნული წყალსაცავები გამოიყენება სარწყავად, ენერგეტიკაში, თევზჭერისა და რეკრეაციისთვის[4].
მიწისქვეშა წყლები
რედაქტირებასომხეთის მიწისქვეშა წყლების მარაგი 4.017 მილიარდი მ³-ით ფასდება და არათანაბრად არის განაწილებული. დაახლოებით 70% არარატის ვაკისკენ მიედინება, რომელთა წყლის რესურსები 40-დან 300 მეტრ სიღრმეზე მდებარეობენ. სომხეთში მიწისქვეშა წყლები წყლის ბალანსის კუთხით მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სომხეთის სასმელი წყლის დაახლოებით 96 %, მიწისქვეშა წყაროების შედეგად წარმოიქმნება. ეს წყალი ძალიან სუფთა და მაღალი ხარისხით ხასიათდება. წლის განმავლობაში წარმოიქმნება დაახლოებით 3 მილიარდი მ³ მიწისქვეშა წყალი, საიდანაც დაახლოებით 1,6 მილიარდი მ³ წყაროების სახით წარმოიქმნება, 1,4 მილიარდი მ³ ტბებისა და მდინარეების სახით გამოიყენება[5].
წყაროები
რედაქტირებაჩანჩქერები
რედაქტირებაქვემოთ მოცემულია სომხეთის ჩანჩქერებისა და მათი სიმაღლეების სია.
ჩანჩქერი | სომხური სახელი | მდინარე | სიმაღლე (მ) | პროვინცია |
---|---|---|---|---|
ქასაღის | Քասախի ջրվեժ | ქასაღი | 70 | არაგაწოტნი |
ჯერმუკის | Ջերմուկի ջրվեժ | ჯერმუკი | 68 | ვაიოცძორი |
ტრჩკანი | Թռչկան ջրվեժ | ჩიჩხანი | 25,5 | ლორე |
შაქის | Շաքիի ջրվեժ | შაქი | 18 | სიუნიქი |
წავის | Ծավի ջրվեժ | წავი | 15 | სიუნიქი |
შიკაჰოღის | Շիկահողի ջրվեժ | შიკაჰოღი | 10 | სიუნიქი[7] |
ხოსროვის | Խոսրովի ջրվեժ | გოხტი | 8 | კოტაიქი |
ლალვარის | Լալվարի ջրվեժ | ლალვარი | 8 | ლორე |
გეღაროტის | Գեղարոտի ջրվեժ | გეღაროტი | 6 | არაგაწოტნი |
ვოროტანის | Որոտանի ջրվեժ | ვოროტანი | 6 | სიუნიქი |
ჰერჰერის | Գերգերի ջրվեժ | ჰერჰერი | 6 | ვაიოცძორი |
ამასიის | Ամասիաի ջրվեժ | ამასია | 6 | შირაკი |
მანთაშის | Մանթաշի ջրվեժ | მანთაში | 5 | შირაკი |
ამბერდის | Ամբերդի ջրվեժ | ამბერდი | 4 | არაგაწოტნი |
აღსტევის | Աղստևի ջրվեժ | აღსტევი | 3 | ტავუში |
გეტიკვანქი | Գետիկվանք ջրվեժ | — | — | ვაიოცძორი |
ქარავაზი | Քարավազ ջրվեժ | — | — | ვაიოცძორი |
ქაპუნჯუხი | — | — | — | სიუნიქი |
შინუაირი | — | — | — | სიუნიქი |
აღვანი | — | — | — | სიუნიქი |
ვარდანიძორი | — | — | — | სიუნიქი |
აჯიბაჯი | — | — | — | სიუნიქი |
ფარავაძორი | — | — | — | სიუნიქი |
ჭაობები
რედაქტირებამდინარე არაქსის ხეობაში ბევრი დაჭაობებული ტერიტორიაა. სომხურ მხარეს აღსანიშნავია ხორ-ვირაპის ჭაობი, რომელიც მდინარე არაქსის ისტორიულ კალაპოტში მდებარეობს, ასევე მეწამორის ჭაობიანი სისტემა, რომელშიც შედის აიგრლიჭის ტბა, მდინარე სევჯური და მისი მიმდებარე ჭაობიანი ადგილები[8].
სომხეთის ტერიტორიაზე ჭაობები აგრეთვე გვხვდება ლორეს ქვაბულში[9], მასრიკის ვაკეზე.[9], სევანის ნახევარკუნძულიდან სამხრეთ-დასავლეთით 1,5 კილომეტრში[10], სომხური სამოციქულო ეკლესიის მონასტერ — ხორ-ვირაპის სიახლოვეს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.oecd.org/dataoecd/36/55/40637430.pdf
- ↑ География Армении — Реки
- ↑ АРМЕНИЯ — Первая Христианская Страна>>История и культура Армении (МАМА plus). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-02. ციტირების თარიღი: 2015-10-09.
- ↑ http://www.unece.org/env/europe/monitoring/Armenia/ru/Part%20V%20_1.pdf
- ↑ Программа по опустыниванию в Армении 2002
- ↑ Armenian Soviet Socialist Republic definition of Armenian Soviet Socialist Republic in the Free Online Encyclopedia
- ↑ Shikahogh Reserve. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-16. ციტირების თარიღი: 2015-10-09.
- ↑ Европейская экономическая комиссия. Оценка состояния трансграничных рек, озер и подземных вод впадающих в Каспийское море
- ↑ 9.0 9.1 Туризм и отдых в Армении. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-04. ციტირების თარიღი: 2015-10-09.
- ↑ Wikimapia — Let’s describe the whole world!