წყლის რესურსები
წყლის რესურსები — გამოსაყენებლად ვარგისი წყალი; პრაქტიკულად ჰიდროსფეროს ყველა ნაწილი: მდინარეების, ტბების, არხების, წყალსაცავების, ზღვებისა და ოკეანეების, მიწისქვეშა, მყინვარების წყალი (ყინული), ნიადაგის ტენი, ატმოსფეროს წყლის ორთქლი.
ცნება წყლის რესურსები მოიცავს თვით წყლის ობოექტებსაც — მდინარეებს, ტბებს, ზღვებს, რადგან ზოგიერთი მიზნით (ნაოსნობა, ჰიდროენერგეტიკა, თევზის მეურნეობა, დასვენება, ტურიზმი) ისინი უშუალოდ გამოიყენებიან, მათგან წყლის ამოუღებლად.
წყლის რესურსების კომპლექსური, ბალანსური შეფასებისათვის მიმართავენ ხმელეთის წყლის ბალანსის განტოლებათა სისტემას : R = U + S; Р = U + S + Е; W = Р — S = U + Е, სადაც:
- R - მდინარის მთელი ჩამონადენია;
- U - მიწისქვეშა ჩამონადენი მდინარეში;
- S - ზედაპირული (წყალმოვარდნის) ჩამონადენი;
- P - ატმოსფერული ნალექები;
- E - აორთქლება;
- W - ტერიტორიის საერთო დანესტიანება.
ამ განტოლებათა საშულებით შესაძლებელია ბუნებაში წყლის ბრუნვით განპირობებული ჩვეული ერთიანობის შესაბამისად ურთიერთკავშირში შევაფასოთ წყლის რესურსების სხვადასხვა წყარო.
სამეურნეო მიზნით (წყალმომარაგება, რწყვა, დასვენება და ტურიზმი, თევზჭერა და თევზის მოშენება, ჰიდროენერგეტიკა, შიგა ნაოსნობა) ყველაზე მეტად გამოყენებულია მდინარის წყალი, გამდნარი ტბებისა და აქტიური წყალცვლის ზონის მიწისქვეშა მტკნარი წყალი, რაც შეადგენს ჰიდროსფეროს სტაციონარული მოცულობის 0,3%.
თეორიულად წყლის რესურსები ამოუწურავია, რადგან მათი რაციონალური გამოყენების დროს ისინი კვლავაც აღდგებიან წრებრუნვის პროცესში. მაგრამ წყლის მოხმარება ისეთი ტემპით იზრდება, რომ კაცობრიობის წინაშე დგება ახალი პრობლემა — როგორ უზრუნველყოს მოთხოვნილება მათზე მომავალში.
წყლის რესურსების ამოწურვის საშიშროებას ქმნის მდინარის, ტბისა და ზღვის წყლის სწრაფად მზარდი გაჭუჭყიანება, რასაც იწვევს მათში ბინძური წყლების ჩაშვება.
წყალთან მეურნეობისა და სოფლის მეურნეობის პრაქტიკაში მიმართავენ წყლის რესურსების გაფართოებულ წარმოებას, ე.ი. გამოსაყენებლად ადვილად მისაწვდომ წყლის რესურსებს ზრდიან ძნელად მისაწვდომი ან პოტენციური წყლის რესურსების ხარჯზე.
მაგალითად: ნიადაგის ტენის რესურსების გაზრდა ზედაპირული (წყალმოვარდნის) ჩამონადენის წყალსაცავების მოწესრიგების საშუალებით. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე მიწისქვეშა წყლების ხელოვნურ შეკავებას — დიდი ტრანზიტული მიწისქვეშა წყალსაცავების შექმნას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- წყლის რესურსები — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- წყლის რესურსები — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 369.
- Львович М. И., Элементы водного режима рек земного шара, Свердловск — М., 1945;
- Великанов М. А., Гидрология суши, 5 изд., Л., 1964;
- Калинин Г. П., Проблемы глобальной гидрологии, Л., 1968;
- Водные ресурсы и их комплексное использование, в сб.: Вопросы географии, сб. 73, М., 1968;