წყლის ბალანსიატმოსფეროში, დედამიწის ზედაპირზე და მის ცალკეულ უბნებზე წყლის ყოველგვარი შემოსავლისა და გასავლის რაოდენობრივი მახასიათებელი. წყლის ბალანსი წარმოადგენს დედამიწაზე წყლის ბრუნვის რაოდენობრივ გამოხატულებას. ხმელეთის წყლის ბალანსის დამახასიათებელი ძირითადი დამოკიდებულებაა: მოცემულ ტერიტორიაზე მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ტოლია აორთქლების, ჩამონადენისა და ლითოსფეროს ზედა ფენებში წყლის დაგროვების (ან ხარჯის) ჯამისა; ატმოსფეროს წყლის ბრუნვაში დედამიწის ზედაპირის გარკვეულ ნაწილზე ნალექების მოსასვლელად საჭირო წყლის ხარჯი ტოლია დდამიწის ზედაპირიდან აორთქლების, ჰაერის დინების მიერ წყლის ორთქლის ჰორიზონტალური შემოტანის ან გატანისა და ატმოსფეროში წყლის რაოდენობის ცვლილების ჯამისა.

ატმოსფეროს წყლის ბალანსი არსებითად არის დამოკიდებული ატმოსფეროს ტენბრუნვის პირობებზე, რომლის მსვლელობაში წყლის ორთქლი ერთი რაიონიდან მეორეში გადადის. თუმცა ხმელეთის ზედაპირიდან წყლის აორთქლება კონტინენტებზე მოსული ატმოსფერული ნალექების 2/3 შეადგენს, ფაქტობრივად ხმელეთზე მოსული ნალექების მეტი წილი წარმოიქმნება ჰაერის დინების მიერ ოკეანიდან მოტანილი ორთქლისაგან. ეს იმით აიხსნება, რომ ხმელეთის ზედაპირიდან აორთქლებული წყლის ორთქლის მნიშვნელოვანი ნაწილი ატმოსფერულ ცირკულაციას კონტინენტებიდან ოკეანეებისაკენ მიაქვს.

კონტინენტებზე აორთქლებასა და ნალექებს შორის სხვაობა, რომელიც კონტინენტებზე ატმოსფეროში წყლის ორთქლის შემოსავალსა და გასავალს შორის სხვაობის ტოლია, ამავე დროს უდრის კონტინენტებიდან ოკეანეებში მდინარის ჩამონადენს. თუ წყლის ბალანსს განვიხილავთ მთელი დედამიწის ზედაპირისათვის, ისევე როგორც მთელი ატმოსფეროსათვის, მაშინ ნალექების წლიური ჯამი ტოლია აორთქლების სიდიდისა, რომელიც თანამედროვე მონაცემების მიხედვით დაახლოებით 100 სმ/წ უდრის.

წყლის ბალანსის ელემენტები — ნალექები, აორთქლება, ჩამონადენი იზომება მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ სადგურებში. აორთქლების, ჩამონადენისა და წყლს ბალანსის სხვა წევრების განსაზღვრისათვის ფართოდ იყენებენ გაანგარიშების მეთოდებს.

საყოველთაო წყლის ბალანსის განტოლებაა:

სადაც:

ატმოსფერული ნალექები
ზედაპირული წყლის ჭარბი ჩამონადენი
ატმოსფეროში წყლის აორთქლების პროცესი
— საცავის ცვლილება (ნიადაგ-დედაქანისა)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 366.
  • Kеллер P., Воды и водный баланс суши, пер. c нем., M., 1965;
  • Львович M. И., Mировые водные ресурсы и их будущее, M., 1974;
  • Джамалов P. Г., Зекцер И. C., Mесхетели A. B., Подземный сток в моря и Mировой океан, M., 1977.