სომხეთის ენერგეტიკა
სომხეთის ენერგეტიკა — მოიცავს ელექტროენერგიის წარმოებას, იმპორტსა და მოხმარებას სომხეთში.
სომხეთს არ აქვს ნავთობის ან ბუნებრივი აირის რეზერვი და ამჟამად ამ ყველაფრის იმპორტი ხდება რუსეთიდან. ირან-სომხეთის ბუნებრივი აირის მილსადენს ასევე შეუძლია უზრუნველყოს ქვეყანა ბუნებრივი აირით.ეს ყველაფერი კი თავისმხრივ უზრუნველყოფს სომხეთისთვის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, როგორც ალტერნატივას რუსეთის იმპორტის გარდა. ბუნებრივი აირის მილსადენი რომლის იმპორტიც რუსეთიდან ხდება, გადის საქართველოს საზღვარზე.
წიაღისეული საწვავის ნაკლებობის მიუხედავად, სომხეთს ელექტროენერგიის წარმოების მნიშვნელოვანი რესურსი აქვს. სომხეთს აქვს ელექტროენერგიის ჭარბი ტევადობა მას შემდეგ, რაც მძიმე პოსტსაბჭოთა კრიზისი დადგა ქვეყანაში 90-იანი წლების შუა პერიოდში.[1] მეწამორის ატომური ელექტროსადგური უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროენერგიის 42.9% -ს. სომხეთი გეგმავს ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენებას, რათა მოხდეს მეწამორის ელექტროსადგურის ჩანაცვლება, რომელიც 1979 წელს აშენდა. ქვეყანას ასევე აქვს თერთმეტი ჰიდროელექტროსადგური და გეგმავს გეოთერმული ელექტროსადგურის აშენებასაც.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სომხეთმა ხელი მოაწერა ევროკავშირის ენერგეტიკულ დოკუმენტს 1991 წლის დეკემბერში, დოკუმენტი ახლა ცნობილია როგორც ენერგეტიკის ქარტიის ხელშეკრულება, რომელიც ხელს უწყობს გლობალური ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაციას.[2]
სომხეთი ასევე არის ევროკავშირის ენერგეტიკული პროგრამის პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც აქვს ოთხი ძირითადი თემა: ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება, წევრი ქვეყნის ენერგეტიკული ბაზრების კონვერგენცია ევროკავშირის შიდა ენერგეტიკული ბაზრის პრინციპების საფუძველზე, მდგრადი ენერგიის განვითარების მხარდაჭერა და ენერგეტიკული პროექტებისთვის ინვესტიციების მოზიდვა.[3]2011 წლიდან სომხეთი იკავებს დამკვირვებლის წევრის სტატუსს ევროკავშირის ენერგეტიკულ საზოგადოებაში.
ბუნებრივი აირი წარმოადგენს ენერგიის მთლიანი მოხმარების დიდ ნაწილს სომხეთში, რაც შეადგენს 50% -ს და არის ზამთრში გათბობის ძირითადი საშუალება. „გაზპრომ სომხეთი“ (გაზპრომის საკუთრებაა) ფლობს სომხეთის შიგნით არსებული ბუნებრივი აირის მილსადენების ქსელს. სომხეთის თბოელექტროსადგურები (რომლებიც სომხეთს ელექტროენერგიის დაახლოებით 24% -ს აწვდიან) ბუნებრივ აირზე მუშაობენ, რაც სომხეთს დამოკიდებულს ხდის იმპორტირებულ რუსულ გაზზე.[4]
რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის მილსადენი გადის საქართველოს ტერიტორიაზე.[5] 2007 წელს გაზპრომმა სომხეთს 2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა. როგორც სატრანზიტო გადასახადი, სომხეთი უხდის საქართველოს დაახლოებით 10%-ს იმ ბუნებრივი აირისა, რომელიც სომხეთისთვის მისაწოდებლად არის განკუთვნილი. [6]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ministry of Energy and Natural Resources of Armenia
- Renewable Energy Armenia დაარქივებული 2009-02-28 საიტზე Wayback Machine.
- Public Services Regulatory Commission of The Republic of Armenia დაარქივებული 2019-10-12 საიტზე Wayback Machine.
- Hrazdan Energy Company დაარქივებული 2008-06-15 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "New Armenian Power Plant Set For Launch", Armenia Liberty (RFE/RL), December 21, 2010.
- ↑ Energy Charter Treaty Members.
- ↑ INOGATE website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-18. ციტირების თარიღი: 2019-10-12.
- ↑ "Armenian Power Utility Rules Out Price Rise", Armenian Liberty (RFE/RL), July 28, 2008.
- ↑ "ARMENIA: GAS PRICE HIKE POSES CHALLENGE FOR GOVERNMENT", EurasiaNet, April 24, 2008.
- ↑ "Georgia/Russia: Both Sides Move Closer On Gas Issues" დაარქივებული 2007-06-24 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, Armenian Liberty (RFE/RL), December 21, 2005.