ახურიანის წყალსაცავი

ახურიანის წყალსაცავი (სომხ. Ախուրյանի ջրամբար; თურქ. Arpaçay Barajı) — წყალსაცავი სომხეთისა და თურქეთის ტერიტორიებზე. მდებარეობს მდინარე ახურიანზე[2][3]. წყალსაცავის ზედაპირის ფართობი 54 კმ²-ია, ხოლო მოცულობა 525 მილიონი მ³[2][3]. ის ერთ-ერთი უდიდესი წყალსაცავია კავკასიის რეგიონში და ფართობით მხოლოდ მინგეჩაურისა და შამქორის წყალსაცავებს ჩამორჩება.

ახურიანის წყალსაცავი
სომხ. Ախուրյանի ջրամբար
თურქ. Arpaçay Barajı

ახურიანის წყალსაცავი სომხეთის მხრიდან
კოორდინატები: 40°33′47″ ჩ. გ. 43°39′16″ ა. გ. / 40.5632417° ჩ. გ. 43.6545167° ა. გ. / 40.5632417; 43.6545167
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
თურქეთის დროშა თურქეთი
ტერიტორიული ერთეული შირაკის პროვინცია
ყარსის პროვინცია
ზღვის დონიდან 1600
სიგრძე 20 კმ
ფართობი 54 კმ²
მოცულობა 0,525 კმ³
უდიდესი სიღრმე 59(კაშხალი)[1]
მდინარე ახურიანი
შევსების წელი 1980
ახურიანის წყალსაცავი — სომხეთი
ახურიანის წყალსაცავი
ახურიანის წყალსაცავი — თურქეთი
ახურიანის წყალსაცავი

სომხეთში წყალსაცავის წყალს სარწყავად იყენებს არაგაწოტნის, არმავირისა და შირაკის პროვინციები[3]. ასევე სარწყავად გამოიყენება წყალი თურქეთშიც. ყარსისა და არტაანის პროვინციებში ყოველწლიურად 70 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწები ირწყვება[4].

1963 წლის 25 აპრილს, თურქეთსა და საბჭოთა კავშირს (ვისი ნაწილიც იმ დროს იყო სომხეთი) შორის ხელი მოეწერა მდინარე ახურიანზე კაშხლის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც წყალსაცავში ოთხი მდინარის ჩამონადენი უნდა დაერეგულირებინა[2][5]. მისი მშენებლობა 1975 წელს დაიწყო და 1980 წელს დასრულდა[6], ექსპლუატაციაში გაეშვა ამავე წელს[2].

დაბინძურება

რედაქტირება

სომეხი მკვლევარების აზრით „წყლის სისტემა მძიმე მეტალებითა და სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებებით არის დაბინძურებული“[2].

  1. ARPAÇAY BARAJI tr. Devlet Su İşleri Genel Müdürlüğü. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 30 August 2013.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Soghoian, Yeranuhi (8 May 2009). „Pollution in Border Reservoir Worries Armenia“. Institute for War & Peace Reporting. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 1 August 2013.
  3. 3.0 3.1 3.2 (2007) Հայաստանի Հանրապետության Ֆիզիկաաշխարհագրական օբյեկտների համառոտ տեղեկատու-բառարան (hy). State Committee of the Real Estate Cadastre, გვ. 7. ციტირების თარიღი: 2015-10-03.  დაარქივებული 2018-05-17 საიტზე Wayback Machine.
  4. DSİ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2015-10-03.
  5. Sedat Laçiner, Mehmet Özcan, İhsan Bal (2010). USAK Yearbook of International Politics and Law 2010, Vol. 3, გვ. 232. ISBN 9786054030262. 
  6. Շիրակի մարզի ջրային ռեսուրսների գյուղատնտեսական արդյունավետ օգտագործումը բերքատվության բարձրացման նպատակով hy. AgroWeb Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 9 August 2013.