მინგეჩაურის წყალსაცავი

წყალსაცავი აზერბაიჯანში

მინგეჩაურის წყალსაცავი (აზერ. Mingəçevir su anbarı) — წყალსაცავი აზერბაიჯანის მინგეჩაურის რაიონში, მდინარე მტკვარზე. ზღვის დონიდან 71 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე — 70 კილომეტრი, სიგანე — 18 კილომეტრი. ზედაპირის ფართობი — 605 კმ². მოცულობა — 16,1 კმ³. უდიდესი სიღრმე — 75 მეტრი, საშუალო სიღრმე — 27 მეტრი. შეიქმნა ენერგეტიკული მიზნებისათვის, ასევე მდინარე მტკვრის ქვემო დინებაში წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად. გამოიყენებენ სარწყავად. მისგან სათავეს იღებს ზემოყარაბაღისა (172 კმ.) და ზემოშირვანის (123 კმ.) სარწყავი არხები.

მინგეჩაურის წყალსაცავი
აზერ. Mingəçevir su anbarı

მინგეჩაურის წყალსაცავის ხედი ორბიტიდან
კოორდინატები: 40°47′20″ ჩ. გ. 47°01′40″ ა. გ. / 40.78889° ჩ. გ. 47.02778° ა. გ. / 40.78889; 47.02778
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ზღვის დონიდან 71
სიგრძე 70 კმ
სიგანე 18 კმ
ფართობი 605 კმ²
მოცულობა 16,1 კმ³
უდიდესი სიღრმე 75
საშუალო სიღრმე 27
ჩაედინება მტკვარი, იორი, ალაზანი
გამოედინება მტკვარი
მინგეჩაურის წყალსაცავი — აზერბაიჯანი
მინგეჩაურის წყალსაცავი

ლიტერატურა

რედაქტირება