სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთი

სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთი — ვულკანური მთიანეთი ამიერკავკასიაში. მოიცავს სომხეთს, საქართველოს სამხრეთ ნაწილს და აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილს. წარმოადგენს მაღალი ვულკანური პლატოების,მთის მასივების, ქედებისა და ქვაბულების ერთობლიობას, ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოფარგლულია მცირე კავკასიონით, სამხრეთიდან — არაქსის შუა დინების ტექტონიკური ქვაბულით, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით სომხეთის მთიანეთში გადადის. მაქსიმალური სიმაღლე 4090 მ (მწვერვალი არაგაწი).

სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთის საფუძველი აგებულია პალეოზოური, მეზოზოური და პალეოგენური ასაკის ქანებითა და ინტრუზივებით, რომლებიც დაფარულია ნეოგენ-მეოთხეული ბაზალტებით, ანდეზიტებით, დაციტებითა და ტუფეები. მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. არის სპილენძის, თუთიის, ტყვიის საბადოები, საშენი ტუფი, მარმარილო და სხვა. ახასიათებს მაღალი სეიემურობა. ჰავა სუბტროპიკული კონტინენტურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა -6, -12 °C, ივლისის 15-იდან 25°C-მდე. ნალექები 200-იდან 800 მმ-მდე წელიწადში. პლატოებსა და მთის კალთებზე მთის სტეპი და მდელოსტეპია, უფრო მაღალა — სუბალპური ნაირბალახიანი მდელოები და ალპური ხალები. ტყე (ფიჭვნარი, მუხნარი) იშვიათია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

საქართველოს სამხრეთ მთიანეთი

ლიტერატურა

რედაქტირება