ვაიოცძორის პროვინცია
ვაიოცძორის პროვინცია (სომხ. Վայոց Ձոր, ყოფილი თურქ. Daralagez) — სომხეთის პროვინცია (მარზი). ის ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და მას დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი ესაზღვრება. მოსახლეობის რაოდენობით 53,230 ადამიანი (2002 წლის აღწერით), ვაიოც ძორი ყველაზე მეჩხრად დასახლებული პროვინციაა ქვეყანაში. მისი დედაქალაქია ეღეგნაძორი (ყოფილი ქეშიშქენთი, Keşişkent).
ვაიოცძორის პროვინცია Վայոց Ձոր | |
---|---|
მდებარეობა | |
ინფორმაცია | |
დედაქალაქი | ეღეგნაძორი |
გუბერნატორი | სამველ სარქსიანი |
ფართობი მთლიანი - წყალი (%) |
ადგილი მე-7 2,308 კმ² უმნიშვნელო |
მოსახლეობა - მთლიანად (2002) - სიმჭიდროვე |
ადგილი მე-11 53,230 22.1/კმ² |
კოდები - საფოსტო კოდი - ISO 3166-2 - FIPS 10-4 |
3601-3810 AM-VD AM10 |
საიტი | vdzor.gov.am |
შუა საუკუნეების პერიოდში ვაიოცძორი სიუნიკის სამეფოს სამთავრო იყო. სახელი ითარგმნება როგორც „მწუხარების ველი“, რადგან ეს ადგილი რამდენიმეჯერ იქნა განადგურებული მიწისძვრისგან ისტორიის განმავლობაში. პროვინციაში მრავლადაა ისტორიული და არქიტექტორული ძეგლები, როგორიცაა ნორავანქის მონასტერი, სმბატაბერდის ციხესიმაგრე, და წახაც კარის მონასტერი. ვაიოცძორში მდებარეობს სპა დაბა ჯერმუკი, რომელიც საბჭოთა დროში სომხეთის მოწინავე ტურისტული ცენტრი იყო.
ვაიოცძორს ესაზღვრება შემდეგი მარზები:
- არარატი - ჩრდილო-დასავლეთით
- გეღარქუნიქი - ჩრდილოეთით
- სიუნიქი - სამხრეთ-აღმოსავლეთით
გალერეა
რედაქტირება-
ნორავანქის სამონასტრო კომპლექსი და კანიონი ვაიოც ძორში
-
მთები ნორავანქთან ახლოს
-
გზა ნორავანქისკენ
-
ნორავანქი
-
ნორავანქი წინიდან
-
ხაჩკარები ნორავანქში
-
წმ. კარაპეტის სახელობის ეკლესია, ნორავანქის მონასტერი
-
წმ. ასთვაწაცინის (ღვთისმწობლის) ტაძარი და წმ. კარაპეტის ტაძარი