რაფიკ ჰარირი
რაფიკ ჰარირი (არაბ. رفيق بهاءالدين الحريري დ. 1 ნოემბერი, 1944, საიდა, ლიბანი — გ. 14 თებერვალი, 2005, ბეირუთი, ლიბანი) — ლიბანის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ლიბანელი მილიარდერი, პრემიერ-მინისტრი 1992-1998 და 2000-2004 წლებში. მოკლეს 2005 წელს თავდასხმის შედეგად.
რაფიკ ჰარირი | |
ლიბანის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 ოქტომბერი, 2000 – 6 ნოემბერი, 2004 | |
პრეზიდენტი | ემილ ლაჰუდი |
წინამორბედი | სელიმ აჰმედ ალ-ჰოსი |
მემკვიდრე | ომარ ქარამე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 ოქტომბერი, 1992 – 2 დეკემბერი, 1998 | |
წინამორბედი | რაშიდ სოლჰი |
მემკვიდრე | სელიმ აჰმედ ალ-ჰოსი |
დაბადებული | 1 ნოემბერი, 1944 სიდა, ლიბანი |
გარდაცვლილი | 14 თებერვალი, 2005 (60 წლის) |
მეუღლე | ნიდალ ალ-ბუსტანი, ნაზეკ აიდეჰი |
შვილები | ბაჰაა, საადი, ჰუსამი, აიმანი, ფაჰდი, ჰინდი |
განათლება | ბეირუთის არაბული უნივერსიტეტი |
პროფესია | მენეჯმენტი |
რელიგია | სუნიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1944 წლის 1 ნოემბერს ქალაქ საადაში. 1970 წელს საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა ფაჰდმა იგი დანიშნა სამეფო სასახლის მშენებლობის ზედამხედველად.
1992 წლის ოქტომბერში 46 წლის ბიზნესმენი დანიშნეს ლიბანის პრემიერ-მინისტრად და თავის მოვალეობას ასრულებდა 2004 წლამდე 1998-2000 წლების გამოკლებით.
თავდაპირველად მისი პოლიტიკა სირიის მიმართ იყო კარგი. ფინანსების კარგი ცოდნა და წარმატება დაეხმარა მას ექვსი წლის განმავლობაში აღედგინა ლიბანის ეკონომიკა, რომელიც 1975-1990 წლების სამოქალაქო ომის შედეგად პრაქტიკულად განადგურებული იყო, რამაც ქვეყნის საგარეო ვალი გაზარდა 20 მილიარდ დოლარამდე.
რაფიკ ჰარირიმ რეალური ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, რამაც პრეზიდენტის თანამდებობა გახადა ნომინალური. მისი პრემიერობის დროს ქვეყანამ ურთიერთობები გააღრმავა საუდის არაბეთთან, სირიასთან დამოკიდებულებების ხარჯზე.
1998 წელს სირიამ ლიბანის თავისი გავლენის ქვეშ დაბრუნების მიზნით საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭირა ემილ ლაჰუდს, რომელმაც გაიმარჯვა კიდეც. სასწრაფოდ შეიცვალა მთავრობაც. ძველი მთავრობის მეთაური დაადანაშაულეს წარუმატებელ ეკონომიკურ პოლიტიკაში. 2000 წელს გამართულ არჩევნებში ჰარირის ბლოკმა გაიმარჯვა და ემილ ლაჰუდი იძლებული გახდა დაემტკიცებინა რაფიკ ჰარირი მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე.
2004 წელს რაფიკ ჰარირი გადადგა თანამდებობიდან მთელი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობით. სამთავრობო კრიზისი გამოიწვია ლიბანზე და სირიაზე ამერიკისა და საფრანგეთის გავლენის ზრდამ. მათი ინიციატივით გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ლიბანიდან სირიის ჯარების გაყვანისა და ლიბანში ჰეზბოლას განიარაღების შესახებ, რომელიც აკონტროლებდა ქვეყნის სამხრეთს.
პრეზიდენტმა ემილ ლაჰუდმა ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა ომარ ქარამეს. პოლიტიკდან წასვლის შემდეგ რაფიკ ჰარირი სათვეში ჩაუდგა ოპოზიციას, რომელიც მოითხოვდა სირიის ჯარების გაყვანას ლიბანის ტერიტორიიდან.
მკვლელობა
რედაქტირებარაფიკ ჰარირი მოკლეს 2005 წლის 14 თებერვალს ტეროტისტული აქტის შედეგად. მასთან ერთად დაიღუპა 21 ადამიანი.
დაკრძალეს ბეირუთის ცენტრში 16 თებერვალს მუჰამედ ალ-ამინის მეჩეთის ახლოს, რომელიც ადრე ააგო პრემიერმა თავისი ფინანსებით. მისი დაკრძალვა გადაიქცა მასობრივ ანტისირიულ დემონსტრაციად.
2009 წელს ჰააგაში მუშაობა დაიწყო სპეციალურმა ტრიბუნალმა ჰარირის მკვლელობის გამოსაძიებლად. 2011 წელს ტრიბუნალმა მკვლელობაში დაადანაშაულა ჰეზბოლას დაჯგუფების ოთხი შიიტი აქტივისტი[1][2][3][4].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Rafic Hariri დაარქივებული 2013-04-07 საიტზე Wayback Machine. Official site with news, video, press releases, speeches, statements, government policy, Cabinet decisions and UN resolutions.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Гаагский суд передал Ливану обвинения против убийц Харири. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-16. ციტირების თარიღი: 2017-12-31.
- ↑ Глава контрразведки "Хизбаллы" – убийца Харири. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-16. ციტირების თარიღი: 2017-12-31.
- ↑ Названы 4 подозреваемых в убийстве экс-премьера Ливана. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-16. ციტირების თარიღი: 2017-12-31.
- ↑ Оглашены имена четырех активистов "Хизбаллы", обвиняемых в убийстве экс-премьера Ливана Рафика Харири. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-21. ციტირების თარიღი: 2017-12-31.