რაფიკ ჰარირი (არაბ. سعد الدين رفيق حريري‎ დ. 18 აპრილი, 1970, ერ-რიადი, საუდის არაბეთი) — ლიბანის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ლიბანელი მილიარდერი, პრემიერ-მინისტრი 2009-2011 წლებში და 2016-2020 წლებში. არის ლიბანის მოკლული პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის შვილი. მამის მკვლელობის შემდეგ სათავეში ჩაუდგა მამამისის დაარსებულ პოლიტიკურ პარტიას მოძრაობა მომავლისათვის და ასევე 14 მარტის მოძრაობას. რამდენიმე წელი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, 2014 წლის 8 აგვისტოს დაბრუნდა ლიბანში და უკვე 3 ნოემბერს დანიშნეს პრემიერ-მინისტრად.

საად ჰარირი
საად ჰარირი
ლიბანის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 დეკემბერი, 2016 – 21 იანვარი, 2020
წინამორბედითამამ სალამი
მემკვიდრეჰასან დიაბი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 ნოემბერი, 2009 – 13 ივნისი, 2011
წინამორბედიფუად სინიორა
მემკვიდრენაჯიბ მიკატი

დაბადებული18 აპრილი, 1970 (1970-04-18) (54 წლის)
ერ-რიადი, საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი
პოლიტიკური პარტიამოძრაობა მომავლისათვის
მამარაფიკ ჰარირი
დედანიდალ ალ-ბუსტანი
განათლებაჯორჯტაუნის უნივერსიტეტი
რელიგიასუნიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

საად ჰარირი არის რაფიკ ჰარირისა და მისი პირველი ცოლის ნიდალ ალ-ბუსტანის (წარმოშობით ერაყელი) შვილი. დაიბადა და გაიზარდა ერ-რიადში. არაბულის გარდა საუბრობს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. დაასრულა ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი ბიზნესის მართვის სპეციალობით, შემდეგ დაბრუნდა ლიბანში და მამამისის ბიზნესში ჩაერთო. მამის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება 4,1 მლრდ დოლარს შეადგენდა. ჟურნალ Forbes-ის მიხედვით მილიარდერთა სიაში იგი 522-ე ადგილზეა.

2005 წლის 20 აპრილს იგი სათავეში ჩაუდგა სუნიტურ პოლიტიკურ პარტიას „მოძრაობა მომავლისათვის“. 2009-2011 წლებში ეკავა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

2016 წლის 18 დეკემბრიდან მეორე ვადით დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. გადადგა 2020 წლის 21 იანვარს მასობრივი პროტესტების ფონზე.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Lebanon protests: New government ends months of deadlock. BBC News (2020-01-21). ციტირების თარიღი: 2020-01-22.