ემილ ჯამილ ლაჰუდი (არაბ. اميل جميل لحود; დ. 12 იანვარი, 1936) — ლიბანის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. ლიბანის მე-11 პრეზიდენტი 1998-2007 წლებში.1959 წლიდან ლიბანის სამხედრო-საზღვაო ძალებშია. 1989 წელს გახდა ლიბანის არმიის მთავარსარდალი. 1998 წელს ლიბანის პარლამენტმა აირჩია 6 წლის ვადით, მაგრამ 2004 წელს ეს ვადა კიდევ სამი წლით გააგრძელა. თანამდებობიდან გადადგა 2007 წლის ნოემბერში.

ემილ ლაჰუდი
ემილ ლაჰუდი
ლიბანის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 ნოემბერი, 1998 – 23 ნოემბერი, 2007
წინამორბედიილიას ჰრაუი
მემკვიდრეფუად სინიორა (მ/შ),
მიშელ სულეიმანი

დაბადებული12 იანვარი, 1936
ბააბდატი, ლიბანი
მეუღლეანდრე ამადიანი
რელიგიამარონიტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ემილ ლაჰუდი დაიბადა 1936 წლის 12 იანვარს[1][2] (სხვა მონაცემებით 10 იანვარს[3][4]) ქალაქ ბააბდატში, მარონიტის ოჯახში. მამამისი ჯამილ ლაჰუდი მსახურობდა ლიბანის არმიაში და ცნობილი იყო „წითელი გენერლის“ სახელით.

ემილ ლაჰუდმა დაწყებითი განათლება ბეირუთში მიიღო. სწავლა გააგრძელა ბრუმანეს საშუალო სკოალში, რის შემდეგაც გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში საზღვაო საინჟინრო საქმის შესასწავლად ბრიტანეთის სამეფო საზღვაო კოლეჯში. 1959 წელს დაასრულა კოლეჯი, მიიღო მიჩმანის წოდება და მუშაობა დაიწყო ბეირუთის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე. 1962 წლიდან უმცროსი ლეიტენანტია. 1965 წლის ნოემბერშილაჰუდი დანიშნეს სადესანტო გემ „ტირის“ ხელმძღვანელად.

1967 წლის ნოემბერში იგი გააგზავნეს აშშ-ში, სადაც სწავლობდა ქიმიურ ბიოლოგიურ ბაქტერიოლოგიურ კოლეჯში. 1968 წელს ლაჰუდი გახდა ლიბანის სამხედრო საზღვაო ძალების 1-ლი დივიზიის მეთაური. 1969 წლის აპრილში მიიღო ლეიტენანტის წოდება. 1972--1973 წლებში სწავლობდა როდ-აილენდში (აშშ). 1974 წლიდან კომანდორ-ლეიტენანტი, ხოლო 1976წლიდან კომანდორია. 1979-1980 წწ. კვლავ როდ-აილენდში, სადაც მიიღო კაპიტნის წოდება. 1985 წლიდან კონტრ-ადმირალია.

1975-1990 წლების სამოქალაქო ომის დროს ერთი ვერსიით ინარჩუებდა ნეიტრალიტეტს[4], თუმცა სხვა ვერსიით იგი მხარს უჭერდა ლბანის არმიის მხედართმთავარს მიშელ აუნს, თუმცა შემდეგ გახდა სირიელების მოკავშირე და გაათავისუფლეს ჯარიდან[5].

1989 წლის 28 ნოემბრიდან გენერალი ლაჰუდი ლიბანის არმიის მხედართმთავარია[6][1][7][8]. დაიწყო სამოქალაქო ომის შედეგად შესუსტებული არმიის რეფორმირება. მან განაცხადა, რომ საჭირო იყო სხვადასხვა დაჯგუფებების განიარაღება და ჯარის დარჩენა პოლიტიკის მიღმა[1]. ლაჰუდმა დაიწყო არმიის მზადება ისრაელთან, როგორც ქვეყნის „მთავარ მტერთან“ დასაპირისპირებლად. ამავე დროს „მეგობრებად“ მიიჩნევდა ზოგიერთ არაბულ ქვეყანას, მათ შორის სირიას[9].

1998 წელს ქრისტიანი-მარონიტი ლაჰუდი აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად ექვსი წლის ვადით. ამავე წლის 24 ნოემბერს ილიას ჰრაუის ვადის გასვლისთანავე დაიკავა ქვეყნის მეთაურის თანამდებობა. ემილ ლაჰუდმა დაიკავა ქვეყნის სამი ძირითადი თანამდებობიდან ერთ-ერთი ის, რომელიც ხელლმისაწვდომი იყო მარონიტი ქრისტიანისათვის. ჯერ კიდევ 1943 წელს მიღებული „ეროვნული პაქტის“ მიხედვით ქვეყნის პრეზიდენტი შეიძლება გამხდარიიყო მხოლოდ მარონიტი, პრემიერ-მინისტრი - სუნიტი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე - შიიტი[10] [11].

1998 წელს ემილ ლაჰუდთან აზრთა სხვადასხვაობის გამო პრემიერ-მინისტრი ჰარირი თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ 2000 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მიაღწია. გარდა ამისა, მის კანდიდატურას მხარს უჭერდა სირიის ახალი პრეზიდენტი ბაშარ ასადი[12]. რაფიკ ჰარირი კვლავ პრემიერის თანამდებობას უბრუნდება[10].

2004წლის 3 სექტემბერს პარლამენტმა კონსტიტუციის სპეციალური შესწორების შედეგად ლაჰუდის უფლებამოსილება კიდევ სამი წლით გააგრძელა. ამის გამო პრემიერი ჰარირი, პროტესტის ნიშნად კვლავ გადადგა. ყოფილი პრემიერი 2005 წლის 14 თებერვალს ტერორისტმა მოკლა[10] 2005 წლის საპარლამენტო არჩევნებშI გაიმარჯვა ანტისირიულმა პარტიამ და მოიპოვა 72 ადგილი 128 კაციან პარლამენტში[13]. ახალი საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერდა ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას. ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლიდერმა აუნმა განაცხადა, რომ მზად იყო პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად თუკი გადაგდებოდა ემილ ლაჰუდი.

2006 წელს დაიწყო ლიბან-ისრაელის ომი. ლაჰუდმა მხარი დაუჭირა წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელსაც სათავეში შიიტური ორგანიზაცია ჰეზბოლა ედგა.

2007 წელს გადადგა თანამდებობიდან. გადადგომის შემდეგ კვლავ მკაცრად აკრიტიკებდა ისრაელს. 2008 წელს ესტუმრა ირანის პრეზიდენტს და მადლობა გადაუხადა ლიბანის მხარდაჭერისათვის[14] [15].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 The President Biography. Career. — President of the Lebanese Republic (по web.archive.org), 16.02.2005
  2. Ливан: краткая справка. — BBC News, Русская служба, 19.07.2006
  3. Gary C. Gambill; Ziad K. Abdelnour; Bassam Endrawos. Emile Lahoud. — Middle East Intelligence Bulletin. — №11
  4. 4.0 4.1 Все мировые лидеры. Азия. — Коммерсант-Власть, 25.08.2003. — №33 (536)
  5. Zvi Bar'el. Assad's staying power. — Haaretz, 11.03.2005
  6. President Emile Lahoud. — Embassy of Lebanon - Washington, DC
  7. Константин Максимов. Сегодня Ливан проголосует за своего одиннадцатого президента. — РИА Новости, 15.10.1998
  8. Biografías de Líderes Políticos CIDOB: Émile Lahoud (Líbano). — Fundació CIDOB, 20.03.2001
  9. Sixty Years Responsible. — Lebanese Army Official Website, 22.11.2003
  10. 10.0 10.1 10.2 А. А. Волович. "Кедровая революция": миф или реальность? — Институт Ближнего Востока, 06.04.2005
  11. Реувен Эрлих. Таифские Соглашения: их содержание и значение. — Информационный центр изучения терроризма при Центре специальных исследований, 13.03.2005
  12. Марианна Беленькая. Миллиардер победил премьера. — Независимая газета, 07.09.2000. — №168 (2230)
  13. К. А. Капитонов. О политическом кризисе в Ливане. — Институт Ближнего Востока, 02.03.2006
  14. Iran: Lahoud Terms Iran Real Friend of Lebanon. — Thai News Service, 06.11.2008
  15. Lebanon ex-president talks to Iranian TV. — BBC Monitoring Middle East, 28.10.2008