ლიბანის მეორე ომი

ქალაქი ჰაიფა ჰეზბოლას სარაკეტო დარტყმის შემდეგ.
თარიღი 12 ივლისი - 14 აგვისტო 2006
მდებარეობა ლიბანი, ჩრდილოეთ ისრაელი
შედეგი

ლიბანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მძიმე დაზიანება.
ჰეზბოლას მიერ ჩრდილო ისრაელის ქალაქებისა და ახალშენების დაბომბვა.

ცაჰალის ნაწილების გასვლა ლიბანიდან.
მხარეები
ჰეზბოლა.

ამალი
ლიბანის კომუნისტური პარტია
ჯაბჰათ ალ-შა`აბი

ისრაელი;
მეთაურები
სეიდი ჰასან ნასრულა;

სეიდი ჰაშიმ საფი ად-დინი;
შაიხი ნაბილ ყაუქი;
ჰაჯი იმად მუღნია;
ნაბი ბერი;
ჟორჟ ჰავი;
აჰმად ჯაბრილი.

ეჰუდ ოლმერტი
ამირ პერეცი;
დან ჰალუცი;
უდი ადამი;
გალ ჰირში.
დანაკარგები
250 ჰეზბოლას მებრძოლი;
13 ამალის მებრძოლი
121 ისრაელის სამხედრო მოსამსახურე.
900–მდე ლიბანის მოქალაქე;
48 ისრაელის მოქალაქე;
28 ლიბანის სამხედრო მოსამსახურე;
5 გაეროს თანამშრომელი;
53 უცხოელი მოქალაქე.
ლიბანის მეორე ომი ვიკისაწყობში

ლიბანის ომი (არაბ. حرب تموز - ჰარბ თამმუზ, ივლისის ომი; ივრ. მილხემეთ ლივანონ ჰა-შნია, ლიბანის მეორე ომი) იყო 33 დღიანი დაპირისპირება ლიბანურ წინააღმდეგობის მოძრაობა ჰეზბოლასა და ისრაელის არმიას შორის სამხრეთ ლიბანისა და ჩრდილოეთ ისრაელის ტერიტორიაზე. დაპირისპირება დაიწყო 12 ივლისს სასაზღვრო ზონიდან ისრაელის პატრულზე თავდასხმით და დასრულდა გაეროს მიერ დადგენილი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით 14 აგვისტოს. ბრიტანულ გაზეთ "Guardian-ის" ინფორმაციის მიხედვით, ომს შეეწირა 1200 ლიბანისა და 158 ისრაელის მოქალაქე, საიდანაც შესაბამისად 1000 და 41 იყვნენ სამოქალაქო პირები. ისრაელის ხელისუფლება უარყოფს ამას და ამტკიცებს რომ დაღუპულებიდან 700 იყო კომბატანტი. ჰეზბოლა უჩვენებს 184 გარდაცვლილს დამოუკიდებელი წყაროები აჩვენებენ 250 გარდაცვლილს ჰეზბოლას მხრიდან და 13 ტყვეს. ისრაელის დანაკარგები შეადგენს 119 მებრძოლს ომის პერიოდში, 2 ტყვესა და ათამდე მებრძოლს ომის წინა დღეს.

წინაპერიოდი და მიმოხილვა რედაქტირება

ახლო აღმოსავლეთი ტრადიციულად მუდმივი დაძაბულობის სავანეა. მათ შორის ერთ-ერთია ლიბან-ისრაელის საზღვარი. ამას თან ერთვის ლიბანში მცხოვრები პალესტინელი ლტოლვილები, რომელიც მხარს უჭერდნენ პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციას და სამხრეთ ლიბანიდან პალესტინელები თავს ესხმოდნენ ისრაელს. 1978 და 1982 წელს ისრაელი ორჯერ შეიჭრა ლიბანში. ისრაელის არმიამ აიღო ბეირუთი, ქათაიბისა და ყუვათ ალ-ლუბნანიას მეომრებთან ერთად მოაწყო საშინელი ხოცვა-ჟლეტა საბრისა და შატილას ბანაკებში. მას შემდეგ ისრაელის ხელისუფლებამ დააწესა საოკუპაციო ზონა სამხრეთ ლიბანში, სადაც შექმნეს "ლიბანის კანონიერი მთავრობა" ლიბანის არმიის ყოფილი მაიორის, საად ჰადადის მეთაურობით. სამხრეთ ლიბანის შიიტურმა მოსახლეობამ ჩამოაყალიბა წინააღმდეგობის რაზმები - აფვაჯან ალ-მუყავამათ აშ-ში`ათ ალ-ჯანუბი ალ-ლუბნანია, რომლებიც საკმაოდ არაორგანიზებული იყო. შიიტური წინააღმდეგობის თვალსაჩინო წარმომადგენლებია შაიხი რაღიბ ჰარუბი, აჰმად ჯა`ფარ ყასარი, ჰაშიმ აჰმად ჯავადი და სხვები. შემდეგში მათ მიიღეს დახმარება ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან და ჩამოყალიბდა ჰეზბოლა. მას შემდეგ ვიდრე 2000 წლამდე ერთი მხრივ, ჰეზბოლასა და მეორის მხრივ - ისრაელის საოკუპაციო ნაწილებსა და სამხრეთ ლიბანის არმიას შორის მიმდინარეობდა მუდმივი შეტაკებები. ისრაელმა ორი ომი წამოიწყო ჰეზბოლას წინააღმდეგ - 1993 და 1996 წლებში. 2000 წლის მაისში ეჰუდ ოლმერტმა განაცხადა საოკუპაციო ზონის დატოვების შესახებ. ისრაელის მთავრობა იმედოვნებდა, რომ სამხრეთ ლიბანის არმია შეძლებდა მოეგერიებინა ჰეზბოლასა და ლიბანის არმიის შემოტევები და ე.წ. "უსაფრთხოების ზონა" არსებობას გააგრძელებდა. მაგრამ 2000 წლის 25 მაისს ჰეზბოლამ დაიკავა ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ადგილი სამხრეთ ლიბანში, სამხრეთ ლიბანის არმია დაიშალა და ნაწილმა ისრაელს შეაფარა თავი, ნაწილიც შეპყრობილ იქნა და წარდგენილი ლიბანის სასამართლოს წინაშე სამშობლოს ღალატისთვის. ჰეზბოლას პრეტენზიებს ისრაელის მიმართ ამჯერად წარმოადგენდა შაბა`ას სავარგული - მცირე ხმელეთის ნაწილი ისრაელის, ლიბანისა და სირიის საზღვარზე, დაახლოებით 22 კვ. კმ, და ლიბანის მოქალაქეები ისრაელის ციხეში. ისრაელი უარს აცხადებდა მათ განთავისუფლებაზე. ამიტომაც 2006 წლის ივლისში სეიდი ჰასან ნასრულა საჯარო გამოსვლისას ისრაელს დაჰპირდა "ქმედით ზომებს" ამ საკითხთა გადასაწყვეტად.

ლიბანის მეორე ომი რედაქტირება

თავდასხმა სასაზღვრო პატრულზე რედაქტირება

2006 წლის 12 ივლისს წინააღმდეგობის მოძრაობის მეომრებმა ჩაატარეს სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანი იყო ისრაელის არმიის მებრძოლების გატაცება, ტყვეთა გაცვლის დაჩქარების მიზნით. ჰეზბოლას მეომრები თავს დაესხნენ ისრაელის სასაზღვრო პატრულს, ხალათ ვარდათის ველობთან, დაბა `აითა 'ლ-შა`აბის ახლოს. განადგურდა ორი საპატრულო ყველგანმავალი და ტყვედ ჩავარდა ორი ისრაელის სამხედრო მოსამსახურე, რამდენიმე კი დაიღუპა. ამის საპასუხოდ ცაჰალის ადგილობრივმა მეთაურობამ გამოგზავნა ტანკი, რომელიც ჰეზბოლას მებრძოლებმა წინასწარმომზადებულ ფუგასზე ააფეთქეს, მისი თანმხლები მებრძოლები და სადაზვერვო მანქანა მცირე შეტაკების შემდეგ უკუიქცნენ. სულ ამ დღეს დაიღუპა 10 ისრაელის სამხედრო მოსამსახურე, ორი (ეჰუდ გოლდვასერი და ელდად რეგევი) ტყვედ ჩავარდა.
ამის საპასუხოდ ისრაელის მთავრობამ წამოიწყო ოპერაცია ოპერაცია "ღირსეული პასუხი" და განაცხადა, რომ ტერორისტებთან მოლაპარაკება არ იქნება. ოპერაცია "ღირსეული პასუხი" ითვალისწინებდა შეექმნა ლიბანის მოსახლეობში უკმაყოფილება ჰეზბოლას მიმართ და ამით საფუძველი გამოეცალათ მისთვის. დაიწყო ლიბანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მასირებული დაბომბვა. დაიბომბა გზატკეცილები, ხიდები, ბეირუთის აეროპორტი. სატრანპორტო ინფრასტრუქტურა განადგურებული იქნა. ასევე დაიწყო ლიბანის საზღვაო ბლოკადა.

უკონტაქტო ფაზა რედაქტირება

14 ივლისს კორვეტ ჰანითზე (სა`ირის კლასის ხომალდი) , რომელიც ახორციელებდა ბეირუთის პორტის თვალთვალსა და ბლოკადას, იქნა მიტანილი იერიში ნავსაწინაღო ფრთოსანი რაკეტით. ხომალდი მძიმედ დაზიანდა, თუმცა თავდაპირველად ისრაელის მთავრობამ უარყო ხომალდზე თავდასხმა, მაგრამ ამის შემდეგ გამოჩნდა ვიდეორგოლი ზედ აღბეჭდილი თავდასხმით, რის შემდეგაც ისრაელმა დაადასტურა თავდასხმა ხომალდზე და რამდენიმე მეზღვაურის დაღუპვა. სამხრეთში მცირე შეტაკებები გრძელდებოდა საზღვრის გასწვრივ, რადგან ისრაელის მთავრობა ჯერ კიდევ იმედოვნებდა ლიბანის საზოგადოების გახლეჩის გზით მიეღწია საწადელისთვის.

15 ივლისს ჰეზბოლამ პირველად მიიტანა იერიში ისრაელის სახმელეთო მიზნებზე სარაკეტო დანადგარებით. დაიბომბა ქალაქი ტიბერიასი, ასევე საფიდი, ნაჰარია და ქარმალი. ისრაელის ავიაციამ და არტილერიამ მარვაჰინთან დაბომბა ლტოლვილთა კოლონა.

ისრაელმა მეორე დღეს მიიტანა იერიშები სამოქალაქო ობიექტებზე საჰაერო და საზღვაო ძალების გამოყენებით. სრულად დაანგრიეს ალ-მანარის შენობა. დაიბომბა ჰარით ჰურაიქი, სამხრეთ ბიყაა, დაჰიათ ალ-ჯანუბიათი. სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლმა მიაღწია 60-ს.

16 ივლისიდან იწყება საერთაშორისო ყურადღების ფოკუსირება ამ კონფლიქტზე. რაჰბარმა სეიედ ალი ხამენეიმ განაცხადა რომ ასეთი სისასტიკე დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ლიბანის მიმართ მიმართული იქნება ირანული დახმარების ხელი.

ლიბანის პარლამენტის თავმჯდომარე ნაბი ბერიმ მოითხოვა საერთაშორისო ზეწოლა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მისაღებად.

ამავე დღეს, პირველად მთელი არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის განმავლობაში, ჰაიფა პირველადაა ცეცხლის ქვეშ. დაჰიათ ალ-ჯანუბიათზე თავდასხმის საპასუხოდ ჰეზბოლას მებრძოლებმა გამოიყენეს რა`ად (მეხი, სახელი აღებულია წმიდა ყურანის მეცამეტე სურის სათაურიდან) კლასის რაკეტები, რომლითაც დაიბომბა ჰაიფა. შემდეგ დღეებში ისევ დაიბომბა ჰაიფა, ტიბერიასი, საფიდი, ბაით ჰალალი, დანი, რამუთ ნაფთალი, სნერი, იასუდი, ამილა, გოინი, დელტონი, სიფსაფი, ქარმალი, იაფთა, ნაჰარია, სიდი ელიეზერი, ხუტორები საულდი, ბალომი, და დორიმი. - საზღვრიდან 50 კმ დაშორებით.

ბრძოლა სამხრეთ ლიბანისათვის რედაქტირება

19 ივლისს, ისრაელის მთავრობამ დაინახა რომ მისი იმედი ლიბანის საზოგადოების გახლეჩასა და მათში დაპირისპირების გამოწვევაზე ცრუვდება და დაიწყო სახმელეთო მოქმედება. ისრაელის სახმელეთო ნაწილები, ტანკებისა და შეჯავშნული ბულდოზერების თანხლებით შეეცადა `აითარუნისა და მარუნ ალ-რასისკენ გაჭრას. აითარუნის მიმართულებაზე ისინი მოყვნენ ჩასაფრებაში, სადაც შეტაკებებში დაიღუპა 8 ისრაელის სამხედრო მოსამსახურე და 2 ჰეზბოლას მებრძოლი. სამი მერკავა მძიმედ დაზიანდა, რამდენიმე ნაგმახონი და შეჯავშნული ბულდოზერი განადგურებული იქნა. ასევე ჰეზბოლამ შეძლო ჩამოეგდო ისრაელის შვეულმფრენი.

მარუნ ალ-რასის მიმართულებაზე ასევე დიდი შეტაკებები გაიმართა. წინააღმდეგობის მოძრაობის მებრძოლებმა მოიგერიეს ოთხი შეტევა, დაიღუპა რვა მებრძოლი და 14-ზე მეტი ისრაელის სამხედრო მოსამსახურე. ასევე წინააღმდეგობის მოძრაობამ აღმოაჩინა ისრაელის სადაზვერვო ჯგუფი ოთხი კომანდოს შემადგენლობით და გაანადგურა. მათ შორის ერთ-ერთი საკმაოდ მაღალი რანგის ოფიცერი. მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ ისრაელის ჯავშანსატანკო ნაწილებმა, ქვეითებისა და ავიაციის მხარდაჭერით შეძლო გაჭრილიყო ბინთ ჯუბაილისკენ.

ბრძოლა ბინთ ჯუბაილისათვის რედაქტირება

24 ივლისს ბინთ ჯუბაილი, ქალაქი სამხრეთ ლიბანში, სადაც მდებარეობდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი, ცნობილ როგორც წინააღმდეგობის დედაქალაქი, აღმოჩდა ისრაელის ჯავშანსატანკო ნაწილების დარტყმის ქვეშ. ჰეზბოლას მებრძოლებმა შეძლეს დაეზიანებინათ ხუთი ტანკი, ერთი შვეულმფრენი და სხვა საბრძოლო მექანიზმები. ბრძოლა მალევე გადაიზარდა ასიმეტრიულში ისრაელის დიდი რიცხობრივი, ტექნოლოგიური და საჰაერო უპირატესობის გამო. სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლის ასაცილებლად ჰეზბოლას მეომრებმა დატოვეს ბინთ ჯუბაილი და წინააღმდეგობის ძირითადი კვანძი განთავსდა მარუნ ალ-რასში. თუმცა ისრაელის მთავრობამ 24 ივლისსვე აღნიშნა ბინთ ჯუბაილის სრული კონტროლი, მოგვიანებით მოულოდნელმა თავდასხმამ ბინთ ჯუბაილში განთავსებულ საბრძოლო მანქანებზე გაფანტა ეს მითი. თავდასხმისას განადგურდა თორმეტზე მეტი ახზარითი, რამდენიმე შეჯავშნული ბულდოზერი და ნაგმახონი. ფაქტობრივად ჰეზბოლა მთელი ომის განმავლობაში აკონტროლებდა მთელ ქალაქს სუყის ნაწილისა და ლაზარეთის მიმდებარე ტერიტორიის გარდა. სამდღიან შეტაკებებში დაიღუპა 14 ჰეზბოლას მებრძოლი და ათამდე ისრაელისა, მათ შორის რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცერი.

შემდგომი შეტაკებები რედაქტირება

28 ივლისს ჰეზბოლამ დაბომბა აფულა, ჰაიფის სამხრეთით. 30 ივლისს სახმელეთო შეტაკებებმა ისევ აქტიურ ფაზაში გადაინაცვლა. ქფარ ქილასთან ჩასაფრებაში ჰეზბოლას მებრძოლებმა დააზიანეს ტანკი. ასევე ტაიბათთან გოლანის ბრიგადის სადაზვერვო ნაწილებს გადააწყდნენ და შეტაკებისას ისრაელის სამხედრო მოსამსახურეები უკუიქცნენ ერთ-ერთი შენობისკენ, ბრძოლებს მოჰყვა ამ სახლის განადგურება.

ამავე დღეს ისრაელის ავიაციამ დაბომბა დაბა ყანა სამხრეთ ლიბანში. დაიღუპა 30 სამოქალაქო პირი, მათ შორის 16 ბავშვი. ისრაელის შესაბამისი სამსახურები შეეცადნენ აერიდებინათ პასუხისმგებლობა და ყველაფერი გადააბრალეს ჰეზბოლას, რომლის სარაკეტო დანადგარმაც თითქოს ორი დღის წინ სწორედ ამ ადგილიდან მოახდინა რაკეტების გაშვება. საინტერესოა რომ ისრაელის მიერ შემდგომში გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერი თითქოსდა რაკეტების გაშვებით, უთითებს დაბის მეორე ბოლოს და არა იმას, სადაც მოხდა საჰაერო დარტყმა.

2 აგვისტოს `აითა 'ლ-შა`აბთან შეტაკებებისას ჰეზბოლას მებრძოლებმა მოსპეს ისრაელის ტანკი და ორი ბულდოზერი. ამავე დღეს საიერეთ მატკალისა და გოლანის ბრიგადის ნაწილებმა მოახდინეს დესანტირება ბა`ალბექთან. თავდასხმა მოხდა ბა`ალბექის ლაზარეთზე. ისრაელის განცხადებით, იქ იმყოფებოდა ორასზე მეტი ჰეზბოლას მებრძოლი, რომლიდანაც ოცზე მეტი მოჰკლეს და ორი ტყვედ ჩაიგდეს. სინამდვილეში ლაზარეთში იმყოფებოდნენ მხოლოდ ხუთი ჰეზბოლას წევრი და სამოქალაქო პირები, ბრძოლას შეეწირა ხუთივე ჰეზბოლას მებრძოლი და ათამდე სამოქალაქო პირი. რამდენიმე ისრაელის სამხედრო დაიჭრა.

5 აგვისტოს ისრაელმა ისევ გადაწყვიტა ასეთი ოპერაციის ჩატარება ამჯერად ტვიროსში. ქვედანაყოფი "შაიეთეთი", რომელიც 1997 წლის 5 სექტემბერს ანსარიათთან მოჰყვა ხაფანგში, ამჯერადაც გადმოსხდომისთანავე წინააღმდეგობას წააწყდა. თუმცა შვეულმფრენების მხარდაჭერით მათ შეძლეს უკუექციათ ჰეზბოლას მებრძოლები, თუმცა შაბრიხასკენ გაჭრა ვერ მოახერხეს. 14 ჰეზბოლას მებრძოლი დაიღუპა ამ შეტაკებაში. შეტაკებები გრძელდებოდა `აითარუნსა და ტაიბათთან. ამ შეტაკებებში სამი ისრაელის სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ოცამდე დაიჭრა. ასევე 6 ჰეზბოლას მებრძოლი დაიღუპა.

6 აგვისტოს ქფარ გილადში ჰეზბოლას რაკეტა ჩამოვარდა რეზერვისტთა თავმოყრის ადგილას, 12 რეზერვისტი დაიღუპა და ოცზე მეტი დაიჭრა.

ოპერაცია "მიმართულების ცვლა" რედაქტირება

9 აგვისტოს ისრაელმა გადაწყვიტა შეტევა განეახლებინა და 11 აგვისტოს წარმართა შეტევა მდინარე ლითანისკენ, მისი ფორსირებისათვის. მძიმე ბრძოლები გაიმართა ხიამის მისადგომებთან. საბოლოოდ ისრაელმა გადალახა ეს წინააღმდეგობა და დაიკავა ხიამი, შემდეგ კი შეუტია მარჯაიუნს, საიდანაც ასევე მძიმე ბრძოლებით განაგრძო სვლა ლითანისაკენ, მაგრამ ჰუჯაირის ვიწრობში ჯავშანსატანკო ძალებითვის მოუხერხებელი რელიეფის გამო მათ საბოლოოდ შეაჩერეს ისრაელის წინსვლა, გაანადგურეს და დააზიანეს ოცამდე ტანკი.

14 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება ძალაში შევიდა და ისრაელის შეტევა შეწყდა მიზნის მიუღწევლად.

სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლი რედაქტირება

ორივე მხარე იყენებდა ერთმანეთის წინააღმდეგ უმართავ რაკეტებსა და საავიაციო ბომბებს დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა სამწუხარო შედეგები. 48 ისრაელის მოქალაქე და ასეულობით ლიბანის მოქალაქე დაიღუპა.

მათ შორის აღსანიშნავია მარვაჰინის კოლონის დაბომბვა, სურაიფას დაბომბვა, ჰაიფის დაბომბვა, ყა`ას დაბომბვა, დაბომბვები ტვიროსში, ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში, ყანას დაბომბვა.

სამხედრო მსხვერპლი რედაქტირება

ისრაელის დანაკარგმა მიაღწია 119 სამხედრო მოსამსახურეს 13 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით. ჰეზბოლას დანაკარგებზე ინფორმაცია სერიოზულად ვარირებს. ჰეზბოლა აცხადებს 184 დაღუპულს, მაშინ როცა ისრაელი ამტკიცებს რომ დაღუპულ ჰეზბოლას კომბატანტთა რიცხვი 500 ან 700-ს აღწევს. საერთო დაღუპულთა რიცხვმა ლიბანში 1191 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ლიბანის მთავრობა არ ასხვავებს ჰეზბოლას კომბატანტებსა და მშვიდობიან მოსახლეობას. ამიტომაც ზუსტი ციფრის დადგენა შეუძლებელია. მაიკლ დანი, სამხედრო მკვლევარი ასახელებს 250 დაღუპულ ჰეზბოლას კომბატანტს.

სხვა საგულისხმო ფაქტები რედაქტირება

ჰეზბოლას რიცხოვნობა რედაქტირება

ისრაელის განცხადებით, ჰეზბოლას მებრძოლების რაოდენობა 12 ათასს აჭარბებდა. რეალურად ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებდა ჰეზბოლას პირველი ბრიგადა (არაბ. كتئب نصر, ქათა'იბ ნასრ) და განსაკუთრებული დანიშნულების დანაყოფი (არაბ. القوة الخصة, ალ-ყუვათ ალ-ხასსათ) საერთო რიცხოვნებით არა უმეტეს 3 500 მებრძოლისა.

ჰეზბოლას იარაღი და ტექნოლოგიები რედაქტირება

ისრაელის განცხადებით, მათი მაღალი დანაკარგები გამოწვეული იყო ჰეზბოლას არსენალში მყოფი უახლესი იარაღით. სინამდვილეში ჰეზბოლას ყველაზე უახლესი იარაღი, მიწა-მიწა კლასის ბალისტიკური რაკეტა ზილზალი (მიწისძვრა, სახელი აღებულია წმიდა ყურანის 99-ე სურის სათაურიდან) დაახლოებით 16 წელს ითვლიდა 2006 წლისათვის. სხვა შეიარაღება - რა`ადი (როგორც ბალისტიკური, ასევე ტანკსაწინაღო მართვადი რაკეტა ) ექვსი წლით უფრო ძველია. სხვა უფრო მცირე კალიბრის რაკეტები კიდევ უფრო ადრინდელია. 1960-იანი წლებით თარიღდება ჰეზბოლას ძირითადი ტანკსაწინაღო საშუალებების, მავთულით მართვადი რაკეტების - 9К11 Малютка (იგივე AT-3 Sagger, მისი გაუმჯობესებული ვერსიაა ტანკსაწინაღო რა`ადი); 9K111 Фагот (იგივე AT-4 Spigot); 9М113 Конкурс (იგივე AT-5 Spandrel) შექმნის პერიოდი. ხელის ყუმბარმტყორცნი РПГ-29 1980-იანებს განეკუთვნება.

ჰადისი რედაქტირება

ჰადისთა კრებულებში დაცულია გადმოცემა - ღვთის მაცნემ (ღვთის კურთხევა მას და მის სახლეულს) თქვა - არ მოვა დღე განკითხვისა მანამ, სანამ ჩემი უმათი არ შეებრძოლება ებრაელებს. მაშინ ხეები და ქვებიც უმათის მხარეს დადგება და მათი ხმა მიუთითებს უმათის მეომრებს. (ალ-ქულაინი, ქაფი, 45/355, მსგავსი ჰადისებია საჰიჰ ბუხარი 4:52:177, საჰიჰ მუსლიმი 41:6985). ისრაელის ტელევიზიის პირველ არხზე ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლი ისრაელის სამხედრო მოსამსახურეთა შთაბეჭდილებებისა და განცდების შესახებ. დაახლოებით სამი წუთის სიგრძის ვიდეორგოლში ერთ-ერთი ჯარისკაცი ამბობს - ძალიან ძნელი იყო. თითქოს მოჩვენებებს ვებრძოდით, თითქოს ყოველი ხე, და ყოველი ქვა მათ მხარეს იყო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება