ეს სტატია ლიბიის ქალაქის შესახებაა. ქალაქისთვის ლიბანში, იხილეთ ტრიპოლი (ლიბანი). სხვა მნიშვნელობებისთვის, იხილეთ ტრიპოლი (მრავალმნიშვნელოვანი)

ტრიპოლი (არაბ. طرابلس — ტარაბულუსი, ასევე طرابلس الغرب‎ — ტარაბულუს-ელ-ღარბი) — ლიბიის დედაქალაქი და ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი. ასევე ცნობილია, როგორც დასავლეთი ტრიპოლი, რათა განსხვავდეს ლიბანის ქალაქ ტრიპოლისგან.

დედაქალაქი
ტრიპოლი
طرابلس
გერბი

ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
კოორდინატები 32°54′00″ ჩ. გ. 13°11′00″ ა. გ. / 32.90000° ჩ. გ. 13.18333° ა. გ. / 32.90000; 13.18333
დაარსდა ძვ. წ. VII საუკუნე
ფართობი 400 კმ²
ცენტრის სიმაღლე 81
ოფიციალური ენა არაბული ენა
მოსახლეობა 1 065 405 კაცი (2006)
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი 21
ოფიციალური საიტი tripoli.info
ტრიპოლი — ლიბია
ტრიპოლი

ტრიპოლი ბერძნული სახელია და „სამ ქალაქს" ნიშნავს.

2006 წლის აღწერის მონაცემებით, ტრიპოლის მეტროპოლიური არეალის მოსახლეობა 1 065 405 ადამიანს შეადგენს. ქალაქი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს კიდეზე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ტრიპოლი ლიბიის უმთავრესი ნავსადგური, კომერციული და საწარმოო ცენტრია. ქალაქში მდებარეობს ალ-ფატეჰის უნივერსიტეტი.

ტრიპოლი დაარსდა ძვ. წ. VII საუკუნეში ფინიკიელების მიერ, რომლებიც მას ოეას ეძახდნენ.[1] არსებობის ხანგრძლივი ისტორიის წყალობით, ქალაქში მრავლადაა არქეოლოგიური მნიშვნელობის ძეგლი.

კლიმატი ტიპური ხმელთაშუაზღვიურია — ცხელი, მშრალი ზაფხულითა და ცივი, მწირნალექიანი ზამთრით.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Hopkins, Daniel J (1997). Merriam-Webster's Geographical Dictionary (Index). Merriam-Webster. ISBN 0-8777-9546-0.