მისრათა
მისრათა (არაბ. مصراتة) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ლიბიაში, თავისივე სახელწოდების რაიონის დედაქალაქი. მდებარეობს ტრიპოლიდან 187 კმ-ით აღმოსავლეთით და ბენღაზიდან 825 კმ-ით დასავლეთით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მისრათის კონცხის სიახლოვეს.
ქალაქი | |
---|---|
მისრათა არაბ. مصراتة | |
მისრათის ცენტრალური პარკი | |
ქვეყანა | ლიბია |
რეგიონი | ტრიპოლიტანია |
რაიონი | მისრათა |
კოორდინატები | 32°22′39″ ჩ. გ. 15°05′31″ ა. გ. / 32.37750° ჩ. გ. 15.09194° ა. გ. |
ფართობი | 2770 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 10 მ |
მოსახლეობა | 281 000 კაცი (2012) |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
სატელეფონო კოდი | 31 |
281 000 მცხოვრებით, მისრათა ლიბიის მესამე უდიდესი ქალაქია, ტრიპოლისა და ბენღაზის შემდეგ. ხშირად მას ლიბიის ბიზნეს-დედაქალაქსაც უწოდებენ. ფუნქციონირებს ნავსადგური.
ისტორია
რედაქტირებასხვადასხვა წყაროების მიუხედავად, დღემდე არაა დაზუსტებული ქალაქი ფინიკიელებმა დააარსეს (3 000 წლის წინ),[1] რომაელებმა[2] თუ მუსლიმანმა დამპყრობლებმა (VII საუკუნეში).[3][4][5], ასევე უცნობია რა იყო მისი ძველი სახელი.
სამოქალაქო ომი
რედაქტირება2011 წლის თებერვალში, ლიბიის სამოქალაქო ომის დროს მისრათა ოპოზიციის ცენტრი გახდა. ქალაქი მასიურად იბომბებოდა მუამარ კადაფის ძალების მიერ, რა დროსაც იგი მძიმედ დაზიანდა.
ეკონომიკა
რედაქტირებამისრათა ლიბიის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრია. ფუნქციონირებს მეტალურგიული საწარმოები, კვების მრეწველობა და მიმდინარეობს გაზის მოპოვება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Misrata Page on Encarta Online (encarta.msn.com).( დაარქივებული 2007-09-07 საიტზე Wayback Machine. 2009-11-01)
- Map of Misrata on the dynamic atlas of Encarta Online (encarta.msn.com). დაარქივებული 2007-09-07 საიტზე Wayback Machine.
- Misurata. Encyclopaedia of the Orient (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-01. ციტირების თარიღი: 2006-12-07.
- Misurata. The Columbia Electronic Encyclopedia, 6th ed. Columbia University Press (2006). ციტირების თარიღი: 2006-12-07.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ مصراته (in Arabic: "Misratah"). Arabic Wikipedia (2006-11-10). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-01. ციტირების თარიღი: 2006-12-07.
- ↑ Misratah. The Columbia Electronic Encyclopedia, 6th ed. Columbia University Press (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-01. ციტირების თარიღი: 2006-12-07.
- ↑ Misratah. Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica, Inc. (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-01. ციტირების თარიღი: 2006-12-07.
- ↑ Misratah, Libya, Pictures. Microsoft Encarta Online Encyclopedia 2001. Microsoft Corporation (2001). ციტირების თარიღი: 2006-12-07.
- ↑ Misurata. Encyclopaedia of the Orient (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-01. ციტირების თარიღი: 2006-12-07.