ტრიპოლიტანია
ტრიპოლიტანია (არაბ. طرابلس, ბერბერული: Ṭrables, ლათ. Regio Tripolitana) — ლიბიის ყოფილი პროვინცია და ისტორიული რეგიონი.
ისტორიული რეგიონი | |
---|---|
ტრიპოლიტანია طرابلس | |
ლიბიის ისტორიული რეგიონები | |
ქვეყანა | ლიბია |
კოორდინატები | 32°54′00″ ჩ. გ. 13°11′00″ ა. გ. / 32.90000° ჩ. გ. 13.18333° ა. გ. |
ფართობი | 353,000[1] კმ² |
მოსახლეობა | 3,601,853[2] კაცი (2006) |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
ტრიპოლიტანია იყო დამოკიდებელი იტალიური კოლონია 1927-1934 წლებში. 1934-1963 წლებში ის კირენაიკასა და ფეცანთან ერთად იყო იტალიური ლიბიის და ლიბიის სამეფოს ადმინისტრაციული ერთული.
ისტორია
რედაქტირებაძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში მის სანაპირო ზოლში დაარსდა სამი ფინიკიური კოლონია: საბრათა, ლეპტის-მაგნა და ეა (ახლანდელი ტრიპოლი). ძვ. წ. VI საუკუნის დასასრულს, ამ კოლონიებმა შედარებითი დამოუკიდებლობა მოიპოვეს და თავიანთ სამფლობელოებთან ერთად შეადგინეს ტრიპოლიტანიის ოლქი. ძვ. წ. V საუკუნის შუა ხანებიდან III საუკუნის დასასრულამდე ტრიპოლიტანია კართაგენს ემორჩილებოდა. ძვ. წ. III საუკუნის დასასრულიდან - ნუმიდიას, ძვ. წ. II საუკუნის დასასრულიდან - I საუკუნემდე დაიპყრეს რომაელებმა, ახ. წ. V საუკუნეში ვანდალებმა, VI საუკუნეში ბიზანტიამ, V საუკუნის შუა წლებში არაბთა სახალიფოს შემადგენლობაში შევიდა. XVI საუკუნის დასაწყისში ესპანეთმა დაიპყრო. 1551 წლიდან ტრიპოლიტანია ოსმალეთის იმპერიის ვილაიეთი იყო. XIX საუკუნის 40-50-იან წლებში ტრიპოლიტანიაში ეწყობოდა ანტიოსმალური აჯანყებები. იტალია-ოსმალეთის 1911-1912 წლების ომის შემდეგ ტრიპოლიტანიის ტერიტორია ნაწილობრივ დაიკავეს იტალიის ჯარებმა. 1918 წლის ნოემბერში განმათავისუფლებელი მოძრაობის შედეგად ტრიპოლიტანია დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა (იარსება 1919 წლის გავისტომდე). 1951 წლის დეკემბერი-1963 წლის მაისში იყო დამოუკიდებელი ლიბიის ერთ-ერთი პროვინცია; 1963 წელს, როგორც ადმინისტრაციული ერთეული გაუქმდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება