მთავარი მენიუს გახსნა


ლიბიის გაერთიანებული სამეფო (არაბ. المملكة الليبية) შეიქმნა 1951 წლის 4 დეკემბერს და არსებობა შეწყვიტა 1969 წლის 1 სექტემბერს, როდესაც მონარქია შეიცვალა რესპუბლიკით.

ლიბიის გაერთიანებული სამეფო
არაბ. المملكة الليبية

Flag of the United Kingdom.svg
 
Flag of France.svg
1951 — 1969 Flag of Libya (1969–1972).svg
Flag of Libya (1951–1969).svg Coat of arms of the Kingdom of Libya.svg
ლიბიის გაერთიანებული სამეფოს დროშა გერბი
დედაქალაქი ტრიპოლი, ბენღაზი, ელ-ბაიდა
ენა არაბული
რელიგია ისლამი
ფულის ერთეული ლიბიური ფუნტი
ფართობი 1 759 530 კმ² (1954)
მოსახლეობა 1 091 830 (1954)
მმართველობის ფორმა კონსტიტუციური მონარქია
დინასტია სენუსი
 - 1951—1969 იდრის I

სექციების სია

კონსტიტუციარედაქტირება

სამეფო იყო კონსტიტუციური მონარქია, რომლის სათავეში იდგა სუფიების ორდენი სენუსი იდრის I-ს სახით. მართვის სადავეები ხელთ ეპყრა მეფეს. პარლამენტი შედგებოდა ორი პალატისაგან (სენატი და წარმომადგენელთა პალატა). პრემიერ- მინისტრს ნიშნავდა და ათავისუფლებდა მეფე.

ისტორიარედაქტირება

1949 წლის 21 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც ლიბიას უნდა მიეღო დამოუკიდებლობა 1952 წლის 1 იანვრამდე. მიმდინარე მოლაპარაკებებზე ლიბიას წარმოადგენდა იდრის I. 1951 წლის 4 დეკემბერს ლიბიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და გახდა პირველი არაბული რესპუბლიკა, რომელმაც დამოუკიდებლობა მიიღო გაეროს გადაწყვეტილებით, და ასევე ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი აფრიკული სახელმწიფო. ლიბია გამოცხადდა კონსტიტუციურ მონარქიად, ხოლო იდრისი გახდა ლობიის მეფე.

1959 წელს ლიბიაში აღმოაჩინეს ნავთობის საბადოები და მისი მოპოვებიდან მიღებული შემოსავლებით ლიბია ერთ-ერთი ღარიბი ქვეყნიდან იქცა ერთ-ერთ მდიდარ ქვეყანად მსოფლიოში. თუმცა ნავთობმა მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა, მისი მოპოვებიდან მიღებული შემოსავლები კონცენტრირებული იყო ხელისუფლების ვიწრო ფენის ხელში, რამაც საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.

1969 წლის 1 სექტემბერს ოფიცრების მცირე ჯგუფმა მუამარ კადაფის მეთაურობით მოაწყვეს უსისხლო სამხედრო გადატრიალება მეფე იდრის I-ის წინააღმდეგ, რომელიც იმყოფებოდა კამენა გურლაში, საბერძნეთის მიპატიჟებით სამედიცინო გამოკვლევასა და მკურნალობისთვის. მისი ძმისწული სამეფო ტახტის პრინცი საიდ ჰასან არ რიდა ალ მაჰდი ას სანუსი გახდა მეფე. 1 სექტემბრის გადატრიალების შემდეგ საიდ ჰასანს მიუსაჯეს შინა პატიმრობა. რევოლუციური არმიის ოფიცრებმა გააუქმეს მონარქია და გამოაცხადეს ახალი არაბული რესპუბლიკა.

ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება

სამი პროვინცია (1951—1963)რედაქტირება

 
ლიბიის პროვინციები 1963 წლამდე
პროვინცია დედაქალაქი ფართობი კმ²
კირენაიკა ბენღაზი 855,370
ფეცანი საბჰა 551,170
ტრიპოლიტანია ტრიპოლი 353,000