იმპერატორი კეისარი მარკუს ავრელიუს ანტონინუს ავგუსტუსი (ლათ. MARCVS ANNIVS VERVS AVRELIVS CAESAR AVGVSTI PII FILIVS) (დ. 26 აპრილი, 121 — გ. 17 მარტი, 180) — რომის იმპერატორი 161 წლიდან თავის გარდაცვალებამდე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარკუს ავრელიუსი ისტორიაში დამკვიდრდა, როგორც დასავლური ცივილიზაციის განათლებული მონარქი და მოაზროვნე. იგი დაიბადა 121 წლის 26 აპრილს რომში, წარჩინებულთა მდიდარ ოჯახში, რომლის წარმომადგენლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ იმპერიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი იყო შვილობილი იმპერატორ ანტონინუს პიუსისა (ანტონინუსთა დინასტიის ეპოქაში ასეთი ტრადიცია იყო დამკვიდრებული: რომის იმპერატორები ჩვეულებრივ, მემკვიდრეობით კი არ ცვლიდნენ ერთმანეთს, არამედ ყოველ მათგანს, როგორც შვილობილს, წინამორბედი ასახელებდა ტახტის მემკვიდრედ და სიცოცხლეშივე თანამმართველად ნიშნავდა). მისი პაპა, ანიუს ვერუსი, სენატორთა წრეს განეკუთვნებოდა და მუდამ ეკავა პრეტორისა თუ კონსულის (სამგზის) საპატიო თანამდებობები. სამი წლის იქნებოდა მარკუსი როდესაც მამა გარდაეცვალა და შემდგომ მისი აღზრდა პაპამ ითავა. მარკუსის დედა-დომიტია ლუკილა, ასევე წარჩინებულთა ოჯახიდან იყო მის პაპას, კატილიუს სევერუსს, რომის პრეფექტის, ხოლო მამას, კალვისიუს ტულიუსს, კონსულის(ორგზის) თანამდებობები ეკავათ.

მარკუს ავრელიუსს ეკუთვნის ფილოსოფიური დღიური „ფიქრები“, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ, საიმპერატორო კარავში იპოვეს.

მემკვიდრეობა და რეპუტაცია

რედაქტირება
 
ანტონინუს პიუსის (მარცხნივ), მარკუს ავრელიუსის (ცენტრში) და კლოდიუს ალბინუსის (მარჯვნივ) ბიუსტები, პუშკინის მუზეუმი, მოსკოვი

მარკუს ავრელიუსის სახელს მის სიცოცხლეშივე დაუკავშირეს „მეფე-ფილოსოსფოსის“ ცნება. იმპერატორს ეს სახელი სიკვდილის შემდეგაც შემორჩა. კასიუს დიონ კოქცეიანუსი იმპერატორს მოიხსენიებს, როგორც ფილოსოფოსს.[1] ქრისტიანები, მათ შორის: წმინდა იუსტინე, ათენაგორასი და მელიტო იმპერატორს მსგავსად იხსენიებენ.[2] უკანასკნელი უფრო შორს წავიდა - იმპერატორს ანტონინუს პიუსსა და ადრიანეზე მეტად „ფილანტროპად და ფილოსოფოსად“ მიიჩნევს და უფრო დიდი კონტრასტულობის საჩვენებლად ნერონსა და —ომიციანეს ადარებს.[3] „იმპერატორთა შორის,—წერს ჰეროდიანე,—მან მოგვცა საკუთარი სწავლებისა ნათელი საბუთი, არა უბრალო სიტყვებით ან ფილოსოფიური დოქტრინების ცოდნით, არამედ თავისი უმანკო ბუნებითა და ცხოვრების ზომიერი წესით“.[4]

ბრიტანელი მწერალი, ლეინ კინგი მარკუს ავრელიუსის მემკვიდრეობას მოიხსენიებს როგორც ტრაგიკულს, რადგანაც იმპერატორის „სტოიცისტური ფილოსოფია, რომელიც თავშეკავებულობას, მოვალეობის პირნათლად შესრულებასა და სხვებისადმი პატივისცემას ქადაგებს, ავრელიუსის გარდაცვალების შემდეგ საიმპერატორო ხაზმა საერთოდ უარყო“.[5]

1964 წლის ფილმში რომის იმპერიის დაცემა მარკუს ავრელიუსს ალეკ გინესი განასახიერებს. 2000 წლის ფილმში გლადიატორი კი, — რიჩარდ ჰარისი. 1964 წლის ფილმში მარკუს ავრელიუსს კომოდუსის დამქაშები წამლავენ, რათა იმპერატორმა თავის მემკვიდრედ გაიუს ლივიუსი არ გამოაცხადოს. 2000 წლის ფილმში კი მარკუსს ავრელიუსს თავისი ვაჟი, კომოდუსი კლავს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Astarita, Maria L. Avidio Cassio (in Italian). Rome: Edizione di Storia e Letteratura, 1983.
  • Barnes, Timothy D. "Hadrian and Lucius Verus." Journal of Roman Studies 57:1–2 (1967): 65–79.
  • Birley, Anthony R. Marcus Aurelius: A Biography. New York: Routledge, 1966, rev. 1987. ISBN 0-415-17125-3
  • Birley, Anthony R. "Hadrian to the Antonines." In The Cambridge Ancient History Volume XI: The High Empire, A.D. 70–192, edited by Alan Bowman, Peter Garnsey, and Dominic Rathbone, 132–94. New York: Cambridge University Press, 2000. ISBN 978-0-521-26335-1
  • Champlin, Edward. "The Chronology of Fronto." Journal of Roman Studies 64 (1974): 136–59.
  • Champlin, Edward. Fronto and Antonine Rome. Cambridge, MA: Harvard University Press, 1980. ISBN 0-674-32668-7
  • Millar, Fergus. The Roman Near East: 31 BC – AD 337. Cambridge, MA: Harvard University Press, 1993. ISBN 0-674-77886-3
  • McLynn, Frank. Marcus Aurelius: Warrior, Philosopher, Emperor. London: Bodley Head, 2009. ISBN 978-0-224-07292-2 online review
  • Stephens, William O. Marcus Aurelius: A Guide for the Perplexed დაარქივებული 2013-01-19 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. London: Continuum, 2012. ISBN 978-1-4411-2561-3
  • Stertz, Stephen A. "Marcus Aurelius as Ideal Emperor in Late-Antique Greek Thought." The Classical World 70:7 (1977): 433–39.
  • Syme, Ronald. "The Ummidii." Historia 17:1 (1968): 72–105.
  1. HA Marcus 1.1, 27.7; Dio 71.1.1; James Francis, Subversive Virtue: Asceticism and Authority in the Second-Century Pagan World (University Park: Pennsylvania State University Press, 1995), 21 n. 1.
  2. Francis, 21 n.1, citing Justin, 1 Apologia 1; Athenagoras, Leg. 1; Eusebius, Historia Ecclesiastica 4.26.9–11.
  3. Eusebius, Historia Ecclesiastica 4.26.9–11, qtd. and tr. Francis, 21 n. 1.
  4. Herodian, Ab Excessu Divi Marci 1.2.4, tr. Echols.
  5. This is the conclusion of King's biography of Aurelius, Thinker at War, published August 2014, accessed November 2014.