ლუციუს ელიუს ავრელიუს კომოდუს ანტონინუსი (ლათ. Lucius Aelius Aurelius Commodus Antoninus; დ. 31 აგვისტო, 161, ლანუვიუმი — გ. 31 დეკემბერი, 192, რომი) — რომის იმპერატორი 180 წლიდან საკუთარ მკვლელობამდე. მარკუს ავრელიუსის ვაჟი და თანამმართველი (177 წლიდან), ანტონინების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. მამის გარდაცვალების შემდეგ ზავი დადო დუნაისპირა ტომებთან და რომში დაბრუნდა. თანამედროვეთა მოწმობით, რომის იმპერატორებიდან ყველაზე ლამაზი და ზარმაცი იყო. იტაცებდა სანახაობები და გართობები, სახელმწიფოს მართვა ფავორიტებს გადასცა. კომოდუსის მმართველობა აღინიშნებოდა სახელმწიფო მმართველობის მოშლით, მფლანგველობისა და კორუფციის პარპაშით, არმიაში არსებული მღელვარებით, აჯანყებებით რომსა და პროვინციებში, სენატსა და იმპერატორს შორის განხეთქილებებით. კომოდუსის მიმართ უკმაყოფილება გაიზარდა მას შემდეგ, რაც იგი ცირკის არენაზე გლადიატორის რანგში გამოვიდა და მმართველობის ბოლოს დიდების მანია გაუმწვავდა (რომს სახელი შეუცვალა და კომოდიანის კოლონია უწოდა, წელიწადის თვეებს თავისი სახელები დაარქვა, საკუთარი თავი იუპიტერის შვილად გამოაცხადა). მოკლეს დაახლოებულმა პირებმა, რომლებმაც შეიტყვეს, რომ კომოდუსი მათთან გასწორებას აპირებდა. სენატმა ეს ფაქტი მოიწონა და კომოდუსი კაცობრიობის მტრად გამოაცხადა.

კომოდუსი

ლიტერატურარედაქტირება


ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: