რიჩარდ ჰარისი (ინგლ. Richard Harris, დაბ. სახელი Richard St John Francis Harris; დ. 1 ოქტომბერი, 1930, ლიმერიკი — გ. 25 ოქტომბერი, 2002, ლონდონი)[1]ირლანდიელი მსახიობი და მომღერალი, გრემის და ოქროს გლობუსის პრემიების ლაურეატი.

რიჩარდ ჰარისი

Richard Harris
დაბადების სახელი Richard St John Francis Harris
დაბადების თარიღი 1 ოქტომბერი, 1930
ლიმერიკი
გარდაცვალების თარიღი 25 ოქტომბერი, 2002 (72 წლის)
ლონდონი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1956-2002

ბიოგრაფია

რედაქტირება

რიჩარდ ჰარისი დაიბადა 1930 წლის 1 ოქტომბერს ირლანდიის ქალაქ ლიმერიკში. 1955 წელს ჰარისი შევიდა ლონდონის მუსიკისა და დრამატული ხელოვნების აკადემიაში სამსახიობო ხელოვნების შესასწავლად. მისი დამთავრების შემდეგ შეუერთდა ჯოანა ლიტვუდის თეატრალურ სახელოსნოს.

ჰარისის კინოდებიუტი შედგა 1959 წელს მეორეხარისხოვანი როლით ბრიტანულ კომედიაში „ცოცხალ-მკვდარი“. 4 წლის შემდეგ კი ცნობილი გახდა მთელი მსოფლიოსთვის სპორტსმენ ფრენკ მეჩინის როლით რეჟ. ლინდზი ანდერსონის ფილმის — „ასეთია სპორტული ცხოვრება“ გამოსვლის შემდეგ. წარმატებული გამოდგა მიუზიკლი „კამელოტი“, სადაც ჰარისი მეფე არტურს განასახიერებდა და „კრომველი“, სადაც მთავარი როლი შეასრულა.

1971 წელს ჰარისი გადაიღეს BBC-ის ტელევერსიაში „თოვლის ბატი“. ფილმმა მიიღო „ოქროს გლობუსი საუკეთესო სატელევიზიო ფილმის“ ნომინაციაში და იყო ნომინირებული როგორც BAFTA-ს, ასევე „ემის“ ჯილდოზე.

ჰარისის დებიუტი, როგორც რეჟისორის და სცენარის ავტორის, შედგა ფილმში „ბლუმფილდი“ (1971).

2002 წლის აგვისტოში მსახიობი ჰოსპიტალიზირებულ იქნა პნევმონიით და დაუდგინდა დიაგნოზი — ხოჯკინის ლიმფომა. მისი მდგომარეობა ორი თვის შემდეგ დამძიმდა და 25 ოქტომბერს გარდაიცვალა.

მუსიკალური კარიერა

რედაქტირება

ჰარისმა ჩაწერა რამდენიმე მუსიკალური ალბომი. ერთ-ერთში შედიოდა ჯიმი ვების(ინგლისური)ქართ. სიმღერა „MacArthur Park“, რომელიც ამერიკულ ჩარტებში „ბილბორდის ცხელი ასეული“ მე-2 ადგილზე გავიდა. 1968 წლის ზაფხულში ევროპის მუსიკალურ ჩარტების გაყიდვების სათავეში იყო. სიმღერის მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა და მოიპოვა „ოქროს დისკი“. 1968-73 წლებში მსახიობმა კიდევ 5 სტუდიური ალბომი გამოუშვა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1963 ასეთია სპორტული ცხოვრება This Sporting Life ფრენკ მეჩინი
1964 წითელი უდაბნო Il deserto rosso კორადო ზელერი
1965 მაიორი დანდი Major Dundee კაპიტანი ბენჯამინ ტაირინი
1966 ბიბლია The Bible კაენი
1967 კამელოტი Camelot მეფე ართური
1970 ადამიანი სახელად ცხენი A Man Called Horse ჯონ მორგანი
1970 კრომველი Cromwell ოლივერ კრომველი
1976 კასანდრას უღელტეხილი The Cassandra Crossing ჯონათან ჩემბერლენი
1977 სიკვდილი აისბერგებში Orca, the Killer Whale კაპიტანი ნოლანი
1981 ტარზანი, ადამიანი-მაიმუნი Tarzan, the Ape Man ჯეიმზ პარკერი
1992 მიუტევებელი“ Unforgiven ინგლისელი ბობი
1993 მე ვებრძოდი ერნესტ ჰემინგუეის Wrestling Ernest Hemingway ფრენკი
1993 აბრაამი Abraham აბრაამი
2000 გლადიატორი Gladiator მარკუს ავრელიუსი
2001 მარგალიტი The Pearl კარლი
2001 ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა Harry Potter and the Philosopher’s Stone ალბუს დამბლდორი
2002 ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი Harry Potter and the Chamber of Secrets ალბუს დამბლდორი
2002 გრაფი მონტე-კრისტო The Count of Monte Cristo აბატი ფარია
2002 იულიუს კეისარი Julius Caesar ლუციუს კორნელიუსი

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება
  • 1963 — კანის კინოფესტივალის პრემია საუკეთესო მამაკაცის როლისთვის („ასეთია სპორტული ცხოვრება“)
  • 1967 — ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლისთვის (მიუზიკლი „კამელოტი“ )
  • 1971 — მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლისთვის („კრომველი“)
  • 1971 — პრიზი „ბრინჯაოს მხედარი“ (ადამიანი სახელად „ცხენი“)
  • 1973 — გრემის ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო ხმოვანი ალბომი“ აუდიო წიგნისთვის „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“)[2]
  • 1990 — Evening Standard Theatre Awards საუკეთესო მსახიობისთვის („ჰენრი IV“)
  • 1993 — პრიზი „ბრინჯაოს მხედარი“ („მიუტევებელი“)
  • 2000 — European Film Awards პრემია კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის
  • 2000 — Wine Country Film Festival-ზე პრემია კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის
  • 2001 — Empire Awards პრემია კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის
  • 2001 — London Critics Circle Film Awards პრემია
  • 2002 — რიჩარდ ჰარისის პრემია (BIFA-ს პრემიის ფარგლებში, გარდაცვალების შემდეგ)

2006 წლის 30 სექტემბერს რიჩარდ ჰარისის მეგობარმა, მანუელ დი ლუსიამ ირლანდიის პატარა ქალაქ კილკიში მსახიობის ბრინჯაოს ქანდაკების დადგმას გაუკეთა ორგანიზაცია. სკულპტურის ავტორია შეიმუს კონოლი. ქანდაკება წარმოადგენს 18 წლის ასაკის რიჩარდ ჰარისის ნატურალური ზომის სკულპტურას, რომელიც თამაშობს სკვოშს. ძეგლი გახსნა რასელ კროუმ, რომელიც ჰარისთან ერთად თამაშობდა ფილმში „გლადიატორი“.

 
ჰარისის ქანდაკება. კილკი (ირლანდია)

2007 წლის შემოდგომაზე მსახიობის მშობლიური ქალაქის — ლიმერიკის ცენტრში დაიდგა მისი მეორე ქანდაკება მეფე არტურის როლში ფილმიდან „კამელოტი“. სკულპტურის ავტორია ჯიმ კონოლი.[3]

2009 წელს BIFA-ს დაჯილდოებაზე, მიკი რურკმა თავისი „ჯილდო საუკეთესო მსახიობისთვის“ მიუძღვნა რიჩარდ ჰარისს, რომელსაც „კარგი მეგობარი და უდიდესი მსახიობი“ უწოდა.

2013 წელს დაწესდა რიჩარდ ჰარისის სახელობის ყოველწლიური საერთაშორისო კინოფესტივალი,[4] რომელიც ერთ-ერთი სწრაფად მზარდი კონოფესტივალია ირლანდიაში. ყოველწლიურად მას ჰარისის ერთ-ერთი ვაჟი ესწრება.

2015 წელს ლიმერიკში, ჰარისის საყვარელ ადგილზე, მწერალთა ცენტრის ინიციატივით გაიხსნა მემორიალური დაფა. რომელიც მსახიობის ვაჟმა — ჯარედ ჰარისმა გახსნა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება