კასანდრას უღელტეხილი
კასანდრას უღელტეხილი (ინგლ. The Cassandra Crossing) — რეჟისორ ჯორჯ კოსმატოსის 1976 წლის სათავგადასავლო ფილმი-კატასტროფა.
„კასანდრას უღელტეხილი“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
ჟანრი | ფილმი-კატასტროფა |
დამდგმელი რეჟისორი | ჯორჯ კოსმატოსი |
როლებში |
რიჩარდ ჰარისი სოფი ლორენი ბერტ ლანკასტერი |
კომპოზიტორი | ჯერი გოლდსმითი |
გამოსვლის თარიღი | 1976 |
ხანგრძლივობა | 127 წთ. |
ქვეყანა | ბრიტანეთი, აშშ |
ენა | ინგლისური |
სიუჟეტი
რედაქტირებაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ტერორისტები შეაღწევენ. მცველებთან შეტაკებისას შემთხვევით გაუტყდებათ კონტეინერი, რომელშიც სასიკვდილო ვირუსია. ერთ-ერთი დამნაშავე გაქცევას და ჟენევა-სტოკჰოლმის ჩქაროსნულ მატარებელში ასვლას მოახერხებს. ის მატარებელში სასიკვდილო ინფექციას შეიტანს, რომელიც მალე მგზავრებს დააინფიცირებს.
მატარებელში იმყოფება ექიმი-ნეიროქირურგი ჩემბერლენი, რომელიც კონფერენციაზე მიემგზავრება. მისი დამსახურებით მგზავრები ვირუსთან ბრძოლას წარმატებით უმკლავდებიან, მაგრამ ამასობაში ახალი საშიშროება ჩნდება.
ამერიკის არმიის პოლკოვნიკი, რომელსაც სიტუაციის კონტროლი ევალება, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მატარებელი კარანტინისთვის მიტოვებული სადგურისკენ წაიყვანოს, რომლის ახლოს მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკი იყო. მაგრამ სადგურისკენ მიმავალ გზაზე კასანდრას უღელტეხილია გასავლელი, სადაც ძველი, სანახევროდ ჩანგრეული ხიდია, რომლის გავლისას მატარებელი შესაძლებელია ღრმა ხეობაში ჩავარდეს და მგზავრები განწირულნი არიან დასაღუპად. პოლკოვნიკს ასეთი დასასრული აწყობს კიდეც. მაშინ აღარ გამომჟღავნდება, რომ მატარებლის მგზავრები ვირუსით დაინფიცირდნენ, რომელსაც ამერიკელები ჯანდაცვის ცენტრში ინახავდნენ.
როლებში
რედაქტირება- რიჩარდ ჰარისი — ექიმი ჩემბერლენი
- სოფი ლორენი — ჯენიფერ რისპოლი, ექიმის ყოფილი ცოლი
- ბერტ ლანკასტერი — პოლკოვნიკი მაკკენზი
- ავა გარდნერი — მადამ ნიკოლ დრესლერი
- მარტინ შინი — რობი ნავარო
- ალიდა ვალი — მისის ჩედვიკი
- ლი სტრასბერგი — ჰერმან კაპლანი
- ინგრიდ ტულინი — ელენა სტრადნერი
- ჯეიმზ სიმპსონი — ჰალი
- ლუ კასტელი — ეკლუნდი
- რეი ლოველოკი — ტომი
- თომას ჰანტერი — კაპიტანი სკოტი