ინგრიდ ტულინი (შვედ. Ingrid Thulin; დ.27 იანვარი, 1926, სოლეფტეა — გ. 7 იანვარი, 2004, სტოკჰოლმი) — თეატრისა და კინოს შვედი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი.

ინგრიდ ტულინი
დაბადების თარიღი 27 იანვარი, 1926
სოლეფტეა, შვედეთი
გარდაცვალების თარიღი 7 იანვარი, 2004
სტოკჰოლმი, შვედეთი
საქმიანობა მსახიობი
მშობლები მამა: ადამ ტულინი
დედა: ნანა ლარსონი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა მეთევზის ოჯახში, ქალაქ სოლეფტეაში. 1948 წელს დაამთავრა სტოკჰოლმის სამეფო დრამატული თეატრი.

50-იან წლებში თამაშობდა თეატრში, სადაც შეასრულა მრავალი განსხვავებული კლასიკური, თუ თანამედროვე რეპერტუარის როლი. აღსანიშნავია ტულინის როლი ინგმარ ბერგმანის მიერ სტოკჰოლმის „დრამატინში“ დადგმულ ჰენრიკ იბსენის „პერ გიუნტში“. ასევე, მათ ერთობლივ ნამუშევრებში ქალაქ მალმიოს თეატრში.

კინოში ტულინის დებიუტი შედგა 1948 წელს. ადრეული როლებიდან აღსანიშნავია ალფ სიობერგის ფილმში „მოსამართლე (ფილმი)“, რომელიც შვედურ კინოკლასიკას წარმოადგენს. 1950-1980 წლებში ინგრიდმა ითამაშა დაახლოებით 70-მდე სხვადასხვა ჟანრის ფილმში. 1958 წელს ფილმში „ცხოვრების ზღვარზე“ შესრულებული როლისთვის მიიღო კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ამავე ფილმის მონაწილე სხვა მსახიობ ქალებთან ერთად.

მუშაობდა რეჟისორებთან: ლუკინო ვისკონტი, ალფ სიობერგი, ჰანს აბრამსონი, ჯულიანო მონტალდო, ოკე ობერგემი, როლფომ ხასბერგომი, შელდონ რეინოლდსი, ინვე ჰამლინი, ტონი დე გრეგორიო, მაურო ბოლონინი, ალენ რენე, ვილგოტ შელმან, პიერ გრან-დეფერა, მარკო ფერარი, ფრანკო ჯერალდი, ნიკოლ ჰესრენომი.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1948 საით ქრის ქარი Dit vindarna bär გოგონა
1949 ზღვის შვილი Havets son გუდრუნი
1950 გულთამპყრობელნი Hjärter knekt გუნვორ რანტერუდი
1952 შეხვედრა ბედთან Möte med livet ვიოლა
1957 მარწყვის მდელო Smultronstället მარიან ბორგი
1958 ცხოვრების ზღვარზე Nära livet სესილია ელიუსი
1958 სახე Ansiktet მანდა ვოგლერი
1960 მოსამართლე Domaren ბრიტა რანდელი
1962 აპოკალიფსის ოთხი მხედარი The Four Horsemen of the Apocalypse მარგერიტი
1962 საიდუმლო Nattvardsgästerna მართა ლუნდბერგი
1963 დუმილი Tystnaden ესტერი
1965 ვედრება Hängivelse რეჟისორი
1966 ომი დასრულდა La Guerre est finie მარიანა
1966 ღამის თამაშები Nattlek ირენი
1968 მგლის ჟამი Vimmenargt ვერონიკა ვოგლერი
1969 რიტუალი Riten თეა
1969 ღმერთების დაღუპვა La Caduta degli dei სოფი ფონ ესენბეკი
1971 პატარა ღამე ფაიფურის თოჯინებისთვის La Corta notte delle bambole di vetro ჯესიკა
1972 ჩურჩული და კივილი Viskningar och rop კარინი
1975 გალია La Cage ელენე
1976 კიტის სალონი Salon Kitty კიტი კელერმანი
1976 კასანდრას გზაჯვარედინი The Cassandra Crossing ელენა სტრანდერი
1976 აგნესა მიდის სიკვდილზე L' Agnese va a morire აგნესა
1978 ერთი და ერთი En och en რეჟისორი
1982 გახლეჩილი ცა Brusten himmel რეჟისორი და სცენარისტი
1984 რეპეტიციის შემდგომ Efter repetitionen რაკელ ეგერმანი
1985 დღე ახლიდან Il Giorno prima მისის ჰავემაიერ კოპკაპი
1987 დედის გული Il Cuore di mamma ელოიზა ორნი
1988 ღიმილის სახლი La Casa del sorriso ადელინა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: