ოლივერ კრომველი

ინგლისელი პოლიტიკოსი

ოლივერ კრომველი (ინგლ. Oliver Cromwell; დ. 25 აპრილი, 1599 — გ. 3 სექტემბერი, 1658) — ინგლისელი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი. მოგვიანებით იყო ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის ლორდ-პროტექტორი. კრომველი დაიბადა ჰენრი VIII-ს მინისტრის ტომას კრომველის დის ოჯახში. ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი ოლივერ კრომველის ცხოვრების პირველი 40 წლის შესახებ. მხოლოდ 4 პირადი წერილი არის შემორჩენილი და 1628 წლის გამოსვლის ტექსტი.[10] იგი გახდა დამოუკიდებელი პურიტანი, მას შემდეგ რაც რელიგიური ცვლილებების შედეგად უფრო შემწყნარებლური დამოკიდებულებით განეწყო პროტესტანტების მიმართ 1630-იან წლებში.[11] ის გამოირჩეოდა რელიგიურობით და ღრმად სწამდა, რომ ყველა მისი გამარჯვება ღმერთის დამსახურება იყო. ოლივერი პარლამენტის წევრად აირჩიეს 1628 წელს და პარლამენტარებმა მას ზედმეტსახელად, მისი ხასიათისა და დამსახურებების გამო ,რკინისგვერდიანი (Ironside) უწოდეს. მან სწრაფად და ოსტატურად მოახერხა მისი, როგორც სარდალის, საოცარი შესაძლებლობების დემონსტრირება და ბრწყინვალედ უძღვებოდა კავალერიის შეიარაღებულ ძალებს, გამოირჩეოდა პრინციპული მმართველობით ახალი მოდელის არმიაში. ასევე, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სერ თომას ფეარფაქსის წინამძღოლობით წარმოებულ სამეფო კავალერიის ბრძოლებში.

ოლივერ კრომველი
ინგლ. Oliver Cromwell
დაბადების თარიღი 25 აპრილი (5 მაისი), 1599[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი Huntingdon, Huntingdonshire, ინგლისის სამეფო[5] [2] [1]
გარდაცვალების თარიღი 3 (13) სექტემბერი, 1658[1] [6] [3] [4] (59 წლის)
გარდაცვალების ადგილი უაიტჰოლის სასახლე, ინგლისის თანამეგობრობა[7]
მოქალაქეობა ინგლისის სამეფო
ინგლისის თანამეგობრობა
The Protectorate
განათლება სიდნი სასექსის კოლეჯი
მამა Robert Cromwell[8]
დედა Elizabeth Steward[9] [8]
მეუღლე/ები Elizabeth Cromwell[8]
შვილ(ებ)ი რიჩარდ კრომველი[8] , Bridget Cromwell[9] [8] , Mary Cromwell, Countess Fauconberg[9] , Elizabeth Claypole, Henry Cromwell, Frances Cromwell[8] , Robert Cromwell[9] და Oliver Cromwell[9]

კრომველი იყო მეფე ჩარლზ I-ის სიკვდილით დასჯის ერთ-ერთი ხელმომწერი 1649 წელს და იგი მართავდა ინგლისის თანამეგობრობას, როგორც რამპის პარლამენტის წევრი (1649–1653), თუმცა ამ თანამეგობრობამ ხანმოკლე დროით იარსება. ამის შემდეგ ის შეარჩიეს ირლანდიაში ინგლისური კამპანიის სამართავად 16491650 წლებში. კრომველის ძალებმა დაამარცხეს კონფედერატისა და როალისტების კოალიცია ირლანდიაში და დაიკავეს ქვეყანა. ამ გამარჯვებით დასრულდა ირლანდიის კონფედერატთა ომები. ამ პერიოდის განმავლობაში მიიღეს სისხლის სამართლის კანონების სერია კათოლიკეების წინააღმდეგ (მნიშვნელოვანი უმცირესობაა ინგლისსა და შოტლანდიაში, მაგრამ დიდი უმრავლესობაა ირლანდიაში) და მათ მიწის დიდი ნაწილი ჩამოართვეს. კრომველი ასევე უძღვებოდა კამპანის შოტლანდიის არმიის წინააღმდეგ 1650 და 1651 წლებში.

1653 წლის 20 აპრილს მან ძალის გამოყენებით თანამდებობიდან გაათავისუფლა რამპის პარლამენტი, დააარსა მოკლევადიანი ასამბლეა, რომელიც ცნობილია როგორც ბარებონის პარლამენტი, ამასთანავე, იგი მიწვეული იყო ინგლისის, შოტლანდიის და ირლანდიის ლორდ პროტექტორად 1653 წლის 16 დეკემბრიდან.[12] როგორც მმართველი, იგი გამოირჩეოდა აგრესიული და ეფექტიანიი საგარეო პოლიტიკით. იგი ბუნებრივი მიზეზების შედეგად გარდაიცვალა 1658 წელს და დაკრძალეს უესტმინსტერის სააბატოში. როიალისტები ხელისუფლებაში დაბრუნდნენ 1660 წელს მეფე ჩარლზ II-სთან ერთად და ამოთხარეს კრომველის გვამი, დაკიდეს ჯაჭვებით და თავი მოკვეთეს.

კრომველის ფიგურა ერთ-ერთ ყველაზე ურთიერთსაპირისპირო და სადავო პიროვნებას წარმოადგენს ბრიტანული კუნძულების ისტორიაში. ისტორიკოსთა ნაწილი, როგორიცაა მაგალითად დევიდ შარფი, მას მიიჩნევს როგორც მკვლელ დიქტატორს. [13] სამხედრო დიქტატორი უწოდა მას უინსტონ ჩერჩილმა,[14] თავისუფლების გმირი - ჯონ მილტონმა და ტომას კარლაილმა. მისი შემწყნარებლური დამოკიდებულება პროტესტანთა მიმართ არ მოიწონეს კათოლიკეებმა. მის მიერ გატარებული ზომები ირლანდიაში, ხშირად აღქმულია როგორც გენოციდთან მიახლოებული ან გენოციდის მსგავსი.[15] ის მკვეთრად გაკრიტიკებული და არაპოპულარული პიროვნებაა ირლანდიაში.[16] ის აირჩიეს 100 უდიდეს ბრიტანელთა რიცხვში BBC-ის 2002 წლის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.[17]

ადრეული წლები რედაქტირება

კრომველი დაიბადა ჰანტინგდონში 1599 წლის 25 აპრილს[18] რობერტ კრომველისა და ელიზაბეტ სტიუარტის ოჯახში. ოჯახს ქონება მემკვიდრეობით გადმოეცათ ოლივერის დიდი ბაბუისგან, მორგან აპ უილიამისგან, რომელმაც იქორწინა ქეთრინ კრომველზე (დ. 1482 წ.), ტომას კრომველის დაზე, რომელიც იყო ჰენრი VIII-ს მინისტრი. კრომველის ოჯახმა, როგორც ბენეფიციარებმა, დიდი სიმდიდრე შეიძინეს მონასტრების დაშლის პერიოდში.[19] რობერტსა და ელიზაბეტს ჰყავდათ ათი შვილი, მაგრამ ოლივერი, მეხუთე შვილი, იყო ერთადერთი ბიჭი, რომელიც გადარჩა.[20]

კრომველის პაპა, სერ ჰენრი უილიამსი, იყო ერთ-ერთი ორი ყველაზე მდიდარი მიწათმფლობელი ჰანტინგდონშირში. კრომველის მამა, რობერტი, შედარებით უფრო მოკრძალებული პიროვნება იყო, მაგრამ მაინც ირიცხებოდა მიწის ნაკვეთების მფლობელთა რიცხვში. როგორც მრავალ ძმებში უმცროსმა, რობერტმა მემკვიდრეობით მიიღო მხოლოდ სახლი ჰანტინგდონში და მცირე რაოდენობით მიწა. ამ მიწას ექნებოდა შემოსავალი 300 ფუნტამდე წელიწადში.[21] თავად კრომველმა 1654 წელს თქვა:

 
„მე ვიყავი ჯენტლმენი, რომელიც არც მნიშვნელოვან სიმაღლეზე ცხოვრობდა და არც სრულ წყვდიადში.[22]

კრომველი მოინათლა 1599 წლის 29 აპრილს, წმინდა იოანეს ეკლესიაში,[23] და ესწრებოდა ჰანტინგდონის გრამატიკის სკოლას. მან სწავლა განაგრძო სიდნეის სასექსის კოლეჯში, კემბრიჯში, შემდეგ ახლად დაარსებულ კოლეჯში განაგრძო სწავლა, ძლიერი პურიტანული ეთიკით. მან დატოვა კოლეჯი 1617 წლის ივნისში, წოდების მიღების გარეშე, მამის გარდაცვალებისთანავე. ბიოგრაფები ირწმუნებიან, რომ ის შემდეგ ესწრებოდა ლინკოლნის საზოგადოებას (Lincoln Inn), მაგრამ ლინკოლნის საზოგადოების არქივი მასზე ჩანაწერს არ ინახავს. ანტონია ფრეიზერის დასკვნით, სავარაუდოდ, მან ამ დროს ტრენინგი გაიარა ლონდონის ერთ – ერთ სასამართლო დარბაზში. მისი ბაბუა, მამა და ორი ბიძა ესწრებოდნენ ლინკოლნის სასწავლო საზოგადოებას, ხოლო კრომველმა თავისი ვაჟი რიჩარდიც იქ გაგზავნა განათლების მისაღებად 1647 წელს.[24]

კრომველი მამის გარდაცვალების შემდეგ სახლში დაბრუნდა ჰანტინგდონში. დედა დაქვრივდა და მისი შვიდი და დასაოჯახებელი იყო. იმ დროისათვის ოლივერი საჭირო იქნებოდა სახლში ოჯახის დასახმარებლად.[25]

ქორწინება და ოჯახი რედაქტირება

 
ოლივერ კრომველის მეუღლის - ელიზაბეტ ბურჩიერის პორტრეტი. მხატვარი: რობერტ უოლკერი

კრომველმა ცოლად შეირთო ელიზაბეტ ბურჩიერი (15981665) 1620 წლის 22 აგვისტოს, ლონდონში. ელიზაბეტის მამა, სერ ჯეიმზ ბურჩიერი, ლონდონელი ტყავის ვაჭარი იყო, რომელიც ესექსში მდებარე ფართო მიწებს ფლობდა და მძლავრი კავშირი ჰქონდა იქ მცხოვრებ პურიტან ოჯახებთან. ქორწინებამ კრომველი დაუკავშირა ლონდონის სავაჭრო საზოგადოების წამყვან წევრებს, რომლებიც დიდი გავლენით გამოირჩეოდნენ ჰოლანდიაში. ამ გავლენიან ქსელში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა კრომველის სამხედრო და პოლიტიკურ კარიერას. წყვილს ცხრა ბავშვი შეეძინათ.[26]

კრომველის სამხედრო სტილი რედაქტირება

კრომველს არ ჰქონდა გავლილი ოფიციალური წვრთნა სამხედრო ტაქტიკაში და მიჰყვებოდა მის ზოგად პრაქტიკას: სამ რიგში ჩაწყობილი კავალერია, რომელიც მიიწევდა წინ და ჰქონდა უფრო მეტი გავლენა შედეგზე, ვიდრე ცეცხლის გამხსნელებს. მის ძლიერ მხარეებს წარმოადგენდა: კარგი ინსტინქტები წინამძღოლობისას და მორალური ავტორიტეტი. ომში, რომელშიც ძირითადად მოყვარულები იბრძოდნენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს ძლიერი თვისებები, რამაც, სავარაუდოდ, დიდი წვლილი შეიტანა მისი კავალერიის დისციპლინაში.[27]

ოლივერ კრომველის მხედართმთავრული ნიჭი პირველივე ბრძოლებში გამოჩნდა, განსაკუთრებით კი მარსტონ-მურთან (2 ივლისი, 1644 წ. ). მისი ჯარი მეფის არმიისთვის ნამდვილ რისხვად იქცა. სწორედ კრომველის არმიამ შეასრულა უმთავრესი როლი ნასების გადამწყვეტ ბრძოლაში ჩარლზ I-ს წინააღმდეგ (14 ივნისი, 1645 წ. ). როგორც პარლამენტის პურიტანული კოალიციის ლიდერმა (ასევე ცნობილი, როგორც „მრგვალთავიანები“ – მოკლედ შეჭრილი თმის გამო) და ახალი მოდელის არმიის მეთაურმა, საბოლოოდ დაამარცხა მეფე ჩარლზ I და აბსოლუტურ ძალაუფლებაზე მონარქთა მოთხოვნას ბოლო მოუღო. ოლივერ კრომველმა განსაკუთრებული ძალაუფლება მოიპოვა, როდესაც სათავეში ჩაუდგა პარლამენტის უმაღლეს პალატას და მრჩევლებად თავისი პროტესტანტ-პურიტანი თანამებრძოლები აირჩია. მის დროს გამოიცა კანონები: არმიაში დუელების ჩატარების აკრძალვის, სამოქალაქო ქორწინების იურიდიული სტატუსისა და მთელი სამეფო ქონების სახელმწიფო ხაზინაში ჩარიცხვის შესახებ. ჩაიგდო თუ არა ძალაუფლება ხელში, კრომველმა მაშინვე „რკინის“ დისციპლინის დამყარება დაიწყო. მან სასტიკად ჩაახშო აჯანყებები ირლანდიასა და შოტლანდიაში. მან დაყო ქვეყანა თორმეტ სამხედრო გუბერნიად და თითოეულს სათავეში გენერალ-მაიორი ჩაუყენა. მისი რაზმები მუდმივად იცავდნენ სახელმწიფო გზებს, დააწესა გადასახადების აკრეფის ახალი სისტემა. რეფორმებისთვის საჭირო ხარჯები მეფის მომხრეების ქონებით დაფარა.[28] კრომველმა შემოიტანა ახლომდებარე საკავალერიო წარმონაქმნები, რომელშიც სამხედრო ნაწილები მუხლებზე იდგნენ. ეს ყველაფერი ინგლისში სიახლე იყო და მისი წარმატების მთავარ ფაქტორს წარმოადგენდა. ის ინარჩუნებდა თავისი ჯარების სიახლოვეს შეტაკებების შემდეგაც კი. ბრძოლაში უპირატესობის მოიპოვების შემდეგ საშუალებას აძლევდა მოწინააღმდეგეებს დაეტოვებინათ ბრძოლის ველი. ეს ყველაფერი ეხმარებოდა ოლივერ კრომველს და საშუალებას აძლევდა სწრაფი რეაგირება მოეხდინა საბრძოლო მოვლენების განვითარებაზე. ბრძანების გაცემის წესი იყო მტკიცე და გადამწყვეტი იყო როგორც მარსტონ მურის, ასევე ნასების ბრძოლაში. ამ ყველაფრის შედეგად, მან ჩამოაყალიბა რკინის დისციპლინა მის სამხედრო შენაერთებში და მათ „რკინისგვერდებიანი მხედრების“ სახელითაც კი იცნობდნენ.[29]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Davis, J. C. Oliver Cromwell (2001). 243 pp; a biographical study that covers sources and historiography
  • Gaunt, Peter. „The Reputation of Oliver Cromwell in the 19th century“, Parliamentary History, Oct 2009, Vol. 28 Issue 3, pp 425–428
  • Hardacre, Paul H. „Writings on Oliver Cromwell since 1929“, in Elizabeth Chapin Furber, ed. Changing views on British history: essays on historical writing since 1939 (Harvard University Press, 1966), pp 141–59
  • Lunger Knoppers, Laura. Constructing Cromwell: Ceremony, Portrait and Print, 1645–1661 (2000), shows how people compared Cromwell to King Ahab, King David, Elijah, Gideon and Moses, as well as Brutus and Julius Caesar.
  • Mills, Jane, ed. Cromwell's Legacy (Manchester University Press, 2012) online review by Timothy Cooke

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 http://www.olivercromwellshouse.co.uk/index.php?page=oliver_cromwell
  2. 2.0 2.1 https://books.google.ca/books?id=bveSSImAmSIC&pg=PA369
  3. 3.0 3.1 Morrill J. S., Ashley M. Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. http://news.bbc.co.uk/local/cambridgeshire/hi/people_and_places/history/newsid_8998000/8998465.stm
  6. https://books.google.ca/books?id=bveSSImAmSIC&pg=PA374
  7. https://www.olivercromwellshouse.co.uk/history/
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 Kindred Britain
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 Lundy D. R. The Peerage
  10. Morrill, John. (2004) Cromwell, Oliver (1599–1658). Oxford Dictionary of National Biography. Oxford University Press. ციტირების თარიღი: 23 April 2017.
  11. "The survival of English nonconformity and the reputation of the English for tolerance is part of his abiding legacy," says David Sharp, (Sharp 2003, p. 68)
  12. Oliver Cromwell (1599–1658). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-18. ციტირების თარიღი: 2020-05-10.
  13. Sharp 2003, p. 60.
  14. Churchill 1956, p. 314.
  15. Genocidal or near-genocidal: Brendan O'Leary and John McGarry, "Regulating nations and ethnic communities", in Breton Albert (ed.) (1995). Nationalism and Rationality, Cambridge University Press. p. 248.
  16. Ó Siochrú, Micheál (2009). God's Executioner: Oliver Cromwell and the Conquest of Ireland. Faber and Faber. ISBN 978-0-571-21846-2. 
  17. „Ten greatest Britons chosen“. BBC. 20 October 2002. ციტირების თარიღი: 27 November 2008.
  18. Plant, David. Oliver Cromwell 1599–1658. British-civil-wars.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 27 November 2008.
  19. Morill, John. Cromwell, Oliver in Oxford Dictionary of National Biography, online article, 17 September 2015. (Requires library access or subscription)
  20. (1887) Oliver Cromwell's letters and speeches, გვ. 17. 
  21. Gaunt, p. 31.
  22. Speech to the First Protectorate Parliament, 4 September 1654, (Roots 1989, p. 42).
  23. British Civil Wars, Commonwealth and Proctectorate 1638–1660
  24. Antonia Fraser, Cromwell: Our Chief of Men (1973), ISBN 0-297-76556-6, p. 24.
  25. John Morrill, (1990). "The Making of Oliver Cromwell", in Morrill, ed., Oliver Cromwell and the English Revolution (Longman), ISBN 0-582-01675-4, p. 24.
  26. Cromwell's family. The Cromwell Association. ციტირების თარიღი: 6 August 2017.
  27. Woolrych, Austin (1990). Cromwell as a soldier, in Morrill, pp.117–118.
  28. სამხედრო ისტორიის ბლოგი, http://samxedro-istoria.blogspot.com/2011/12/blog-post_5.html
  29. Cromwell: Our Chief of Men, by Antonia Fraser, London 1973, Weidenfeld and Nicolson, ISBN 0-297-76556-6, pp. 154–161