სულა
ლუციუს კორნელიუს სულა ფელიქსი (ლათინურად: L·CORNELIVS·L·F·P·N·SVLLA·FELIX) (ძვ. წ. 138 - †ძვ. წ. 78) — რომაელი მხედართმთავარი და დიქტატორი.
ლუციუს კორნელიუს სულა დაიბადა ძვ. წ. 138 წელს. ის ძველ არისტოკრატიულ პატრიციულ ოჯახს ეკუთვნოდა, მაგრამ ბავშვობა სიღარიბეში გაატარა. ახალგაზრდობაში ხელმომჭირნეობის გამო ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, დიდი ხანი კი მიკედლებული იყო ვიღაც მდიდარი როსკიპი ქალის ვილას. სულა ჭაბუკობიდანვე იჩენდა ინტერესს ქალბატონების მიმართ, რასაც ის მშვენივრად იყენებდა გაჭირვების ჟამს. ხშირად ჭორაობდნენ სულას თავშეუკავებელ და სექსუალურ თავგადასავლებზე.ჰყავდა მისთვის შეუფერებელი სამეგობრო წრე, ის მეგობრობდა მეძავებთან, ტაკიმასხარებთან, ჯამბაზებთან და მოცეკვავე ქალებთან, ხშირად თვითონაც ცეკვავდა და ტაკიმასხარობდა. ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია სულას არისტოკრატული ბუნების ჩამოყალიბებაში, ის იყო უაღრესად განათლებული, ბავშვობიდანვე ინტერესს იჩენდა ბერძნული კულტრის მიმართ, უყვარდა პოეზია, ლიტელატურა, ფილოსოფია. მისი კოზირი იყო ადამინების დადებითად განწყობა, მოხიბვლა, რასაც ის მშვენივრად იყენებდა. იყო ჭკვიანი, ცბიერი და ასევე სისასტიკითაც გამოირჩეოდა, ამიტომაც მას ლომ-მელა უწოდეს.
ძალაუფლებისკენ სწრაფვამ და მარიუსთან დაპირისპირებამ ის აიძულა სამოქალაქო ომი ეწარმოებინა, რამაც, საბოლოო ჯამში, მისი გამრაჯვება და „ბედნიერი დიქტატორის“ - „Felix Dictator“ - დაბადება გამოიწვია. აღმოსავლეთიდან დაბრუნების შემდეგ მან გაამძაფრა ტერორი და რეპრესიები, რასაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი და მარიუსთან დაახლოებული პირების სიცოცხლე შეეწირა. ძვ. წ.79 წელს მოულოდნელად გადადგა, რამაც მოსახელობაში სერიოზული დაბნეულობა გამოიწვია. გადადგომის შემდეგ მან სულ დატოვა რომი და ცხოვრობდა მდიდრულ ვილაში, პუტეოლში. გარდაიცვალა ძვ. წ.78 წელს, საშინელი ტკივილებით. ფორუმ რომანუმზე მის ქანდაკებასთან დაწერეს „აქ წევს სულა, რომლის მსგავსად ჯერ არავის მიუზღავს სიკეთე მეგობრებისთვის და ბოროტება მტრებისთვის“.