ალბუს პერსივალ ვულფრიკ ბრაიან დამბლდორი (ინგლ. Albus Percival Wulfric Brian Dumbledore,1881-1997) — „ჰარი პოტერის“ სამყაროს პერსონაჟი. ჰოგვორტსის დირექტორი და უძლიერესი ჯადოქარი. იგი განსაკუთრებულად ცნობილი იყო იმით, რომ 1945 წელს დაამარცხა ბოროტი ჯადოქარი გრინდელვალდი. ალბუსი მასთან თავდაპირველად მეგობრობდა, თუმცა ერთ-ერთი ინციდენტის შემდეგ ისინი დაშორდნენ. გრინდელვალდმა ცხოვრების „ბოროტი“ გზა აირჩია, ხელში ჩაიგდო დიდგულას ჯოხი, სიკვდილის ერთ-ერთი საჩუქარი და თითქმის უძლეველი გახდა, სანამ დამბლდორმა არ დაამარცხა.

ალბუს დამბლდორი
ჰარი პოტერის სამყარო - პერსონაჟი
პირველი გამოჩენა ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
მსახიობი რიჩარდ ჰარისი, მაიკლ გემბონი, ტობი რეგბო (ახალგაზრდა, ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები)
ინფორმაცია
ნამდვილი სახელი ალბუს პერსივალ ვულფრიკ ბრაიან დამბლდორი
სქესი მამრობითი
დაბ. თარიღი 1881
გარდ. თარიღი 30 ივნისი, 1997 (115-116 წლის)
წევრობა ფენიქსის ორდენი, დამბლდორის არმია, ჰოგვორტსი
ოჯახი პერსივალ და კენდრა დამბლდორები (მშობლები)
აბერფორტი (ძმა)
არიანა (და)

დამბლდორი ცნობილია დრაკონის სისხლის გამოყენების 12 ხერხის აღმოჩენით და ალქიმიური ნაშრომების გამოქვეყნებით ნიკოლას ფლამელთან ერთად. როდესაც ალბუსი ჰოგვორტსში სწავლობდა, მამამისი აზკაბანში, ჯადოქრების ციხეში ჩასვეს სამ მაგლზე თავდასხმის გამო. ლორდ ვოლდემორს მხოლოდ დამბლდორის ეშინოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ალბუსი ყოველთვის უარს ამბობდა მაგიის მინისტრობაზე, იცოდა რომ მის ხელში ძალაუფლება არ უნდა ყოფილიყო და ყველა სხვა თანამდებობას ჰოგვორტსის დირექტორობა ერჩივნა. თუმცა იგი ყოველთვის იდეალურად აკონტროლებდა სიტუაციას და გარშემომყოფებს — იმდენად, რომ საკუთარი მკვლელობაც თვითონ მოაწყო.

 
 
პერსივალ დამბლდორი
 
კენდრა დამბლდორი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ალბუს დამბლდორი
 
აბერფორტ დამბლდორი
 
არიანა დამბლდორი


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება