ფენიქსის ორდენი — ორგანიზაცია ჯოან როულინგის მიერ შექმნილი „ჰარი პოტერის“ რომანების სერიიდან. მისი დამაარსებელი იყო ალბუს დამბლდორი. ორგანიზაციის მიზანი იყო ლორდ ვოლდემორთან ბრძოლა. ორგანიზაცია პირველად ნახსენებია სერიის რომანში „ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი“.

ფენიქსის ორდენი
პირველად ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი
დაარსდა 1970-იანი წლები
დაიხურა 2 მაისი, 1998
ადგილმდებარეობა გრიმოს მოედანი, უისლების სახლი
ლიდერი ალბუს დამბლდორი (1970-იანი წლები – 1981, 1995–1997)
ალასტორ მუდი (1997)
კინგსლი შეკლიბოლტი (1997–1998)
წამყვანი პიროვნებები ალბუს დამბლდორი
მიზანი ლორდ ვოლდემორთან ბრძოლა
მტრები ლორდი ვოლდემორი, სიკვდილის მხვრელები, მაგიის სამინისტრო (1995-1996)

ორდენის წევრები

რედაქტირება

სირიუს ბლეკი

რედაქტირება

სირიუს ბლეკი იყო ჰარი პოტერის ნათლია და მისი მშობლების მეგობარი.

სირიუსის ამბავი თავდაპირველად ბნელით მოცულია. როგორც ცნობილია, წიგნში მოთხრობილ მოვლენებამდე 13 წლით ადრე მოკლეს ჰარის მშობლები, ლილი და ჯეიმზ პოტერები. მათმა მკვლელმა, ლორდმა ვოლდემორმა არ იცოდა მათი ადგილსამყოფელი, თუმცა მისთვის იოლი აღმოჩნდა ამ ინფორმაციის მოპოვება ჯეიმზის მეგობრისგან, პიტერ პეტიგრიუსგან, რომელიც სუსტი ნებისყოფის იყო და ვერ შეძლო, გამკლავებოდა ვოლდემორის ზეწოლას. მათი დასმენის შემდეგ პეტიგრიუმ სიკვდილი გაითამაშა და ამის შემდეგ მისი სახელი ყველამ იცოდა როგორც გმირის, რომელმაც სცადა მეგობრების გადარჩენა. ხოლო ის დანაშაული, რომელიც მან თავისი მეგობრების წინაშე ჩაიდინა, გადააბრალეს სირიუს ბლეკს, ჯეიმზ პოტერის საუკეთესო მეგობარს — რადგან ის მკვლელობის ადგილას შემთხვევით აღმოჩნდა.. ამას გარდა, იმ დღეს იმავე სოფელში ასევე 11 კაცი მოკვდა, რაშიც ასევე დაადანაშაულეს სირიუს ბლეკი და ამ ყველაფრის გამო ჩასვეს ჯადოქრების ციხე აზკაბანში.

აზკაბანი გამოირჩეოდა იმით, რომ იქიდან გაქცევა სრულიად შეუძლებელი იყო, ხალხი გიჟდებოდა იქ ყოფნის გამო. სირიუს ბლეკი იყო პირველი აზკაბანის არსებობის ისტორიაში, ვინც შეძლო იქიდან თავის დაღწევა. ეს მან თავისი მაგიური თვისებით, ანიმაგუსობით მოახერხა. ამ უნარის წყალობით მან შეძლო გადაქცეულიყო გრიმად და ისე გასულიყო ციხიდან. რომ მისი ზედამხედველები, დემენტორები ვერაფერს მიხვდნენ. აღსანიშნავია, რომ სირიუს ბლეკი ჰარი პოტერის ნათლიაც იყო. როდესაც ჰარი ამის შესახებ შეიტყობს, იგი ჰოგვორტსის სკოლის გრიფინდორის ფაკულტეტის მესამე კურსზეა და წარმოდგენაც არ აქვს ბლეკის არსებობის შესახებ, თუმცა მისი გაქცევის შემდეგ ის თავისთავად იგებს „სიმართლეს“. როდესაც ჰარი მას ხვდება, იგი ცდილობს სირიუსის მოკვლას, თუმცა ბლეკი უმტკიცებს მას, რომ ის არ არის დამნაშავე, რადგან იგი იპოვის „მკვდარ“ პეტიგრიუს და ათქმევინებს სიმართლეს. ამის შემდეგ სირიუსი ხდება ყველაზე ახლობელი ჰარისთვის, ისინი მეგობრდებიან და ჰარის მიაჩნია, რომ მას მის გარდა არავინ ჰყავს. თუმცა, როდესაც ჰარი მეხუთე კურსზეა, სირიუს ბლეკს კლავს ბელატრისა ლესტრეინჯი, პირდაპირ ჰარის თვალწინ, იმ დროს როდესაც სირიუსი ჰარის დაცვას სცდილობს.

ფლერ დელაკური

რედაქტირება

ფლერი პირველად გამოჩნდა რომანში „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი“. იგი იყო სამი ჯადოქრის ტურნირის მონაწილე, ბობატონის სკოლის წარმომადგენელი. ამ სკოლის დირექტორია მადამ მაქსიმი. ფლერი ყველა შეჯიბრში მეოთხე ადგილზე გავიდა. ვოლდემორის დაბრუნების შემდეგ დელაკური ფენიქსის ორდენის წევრი გახდა.

ედგარ ბონსი

რედაქტირება

ის იქნა მოკლული მის ოჯახთან ერთად ჯადოქართა პირველი ომის დროს სიკვდილის მხვრელების მიერ. ედგარი იყო ჯადოქრული ძალოვანი სტრუქტურების უფროსის, ამელია ბონსის ძმა. მისი ძმისშვილი, სუზენ ბონსი იყო ჰაპლეპაფის ფაკულტეტის მოსწავლე ჰარი პოტერის დროს.

კარადოკ დიერბორნი

რედაქტირება

ჯადოქართა პირველი ომის დროს დაიკარგა, დიდი ალბათობით ის მოკლული იქნა სიკვდილის მხვრელების მიერ.

დედალუს დიგლი

რედაქტირება

ჰარის შეხვდა რამდენიმეჯერ მის ბავშვობაში. ის იყო დაცვის წევრი, რომლებმაც ჰარი გრიმოს მოედანში გადაიყვანეს წიგნში „ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი“. დაეხმარა დერსლებს დაცულ ადგილზე გადაადგილებაში. მისი პერსონაჟის როლს ფილმებში ასრულებს დეივიდ ბრეტი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება