ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი

ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი (მრავალმნიშვნელოვანი).

ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი (ინგლ. Harry Potter and the Goblet of Fire) — მეოთხე წიგნი ჰარი პოტერის რომანების სერიაში, რომლის ავტორიც არის ჯოან როულინგი.

„ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი“
წიგნი ჰარი პოტერის სერიიდან

ორიგინალური ბრიტანული გამოცემის გარეკანი
ავტორი ჯოან როულინგი
ილუსტრატორები ჯაილზ გრინფილდი (ბრიტანეთი)
მერი გრანპრე (აშშ)
ჟანრი ფენტეზი
გამომცემლები Bloomsbury (ინგლისი)
Scholastic (აშშ)
Raincoast (კანადა)
გამოიცა 8 ივლისი 2000
ქართული გამოცემა 2005
მთარგმნელი ქეთევან ყანჩაშვილი
ნომერი 4
ქრონოლოგია 1942
4 აგვისტო 1994–25 ივნისი, 1995
გვერდი 636 (ბრიტანეთი)
734 (აშშ)
ISBN 074754624X
წინა ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე
შემდეგი ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი

ჰოგვორტსში სწავლის მეოთხე წელიწადი აღსანიშნავია სამი ჯადოქრის შეჯიბრით, რომელშიც ჰარისაც მოუწია მონაწილეობის მიღება. მაგრამ ამ შეჯიბრს მსხვერპლიც მოაქვს. მოქმედებაში ბრუნდება ვოლდემორი.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

წიგნი იწყება ფრენკ ბრაისის ამბით, რომელიც შეესწრება ვოლდემორის დაბრუნებას, ერთ-ერთ ძველ სახლში თავის მახლობლად. ფრენკს კლავენ. იმავე ზაფხულს ჰარი, ჰერმიონი და რონის ოჯახი ერთად მიემგზავრებიან ქვიდიჩის თასზე. იქ ვოლდემორის მსახურები, სიკვდილის მხვრელები აწიოკებენ ჩამოსულ სტუმრებს და ცაში ტოვებენ თავად ვოლდემორის სპეციალურ ნიშანს.

ჰოგვორტსში ალბუს დამბლდორი აცხადებს, რომ ამ სასწავლო წელს ადგილი ექნება სამი ჯადოქრის შეჯიბრს, რომელიც რამდენიმე სკოლის შორის შედგება. მალე ჰოგვორტს სტუმრად ეწვევიან ორი სკოლის, ბობატონისა და დურმსტრანგის წარმომადგენლები. ცეცხლოვანი თასი, რომლის დანიშნულებაც მონაწილის შერჩევაა, ირჩევს ვიქტორ კრამს (დურმსტრანგი), ფლერ დელაკურს (ბობატონი) და სედრიკ დიგორის (ჰოგვორტსი). მაგრამ, უცნაურ გარემოებაში, იგი მეოთხე კანდიდატად ასახელებს ჰარი პოტერსაც, რაც კიდევ უფრო უცნაურია, რადგან ჰარი ჯერ არ არის სრულწლოვანი და არც ჩაუგდია თავისი სახელი.

სკოლაში ასევე ჩნდება ბნელი ძალებისგან თავდაცვის ახალი მასწავლებელი, ალესტორ მრისხანეთვალა მუდი, ყოფილი ავრორი და დამბლდორის მეგობარი. თავის გაკვეთილზე იგი რამდენიმე სპეციალურ შელოცვის დემონსტრირებას ახდენს, რომელთა შორის ასევე არის 'ავადა კედავრა', რომლითაც ვოლდემორმა ჰარის მშობლები მოკლა.

შეჯიბრის პირველ ეტაპზე ჰარიმ უნდა მოიპოვოს ოქროს გვერცხი, რომელსაც დარაჯობს დრაკონი. რუბეუს ჰაგრიდი წინა დღით მას საიდუმლო ვითარებაში უჩვენებს დრაკონს, რათა ჰარის უკვე ჰქონდეს წარმოდგენა მომავალ ამოცანაზე. მეორე დღეს ის წარმატებით ასრულებს ამოცანას.

მეორე შეჯიბრის წინ ჰარის ელფი სახელად დობი აწვდის სპეციალურ მცენარეს, რათა მან შესძლოს წყალქვეშ სუნთქვა. მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ რონი, ჰერმიონთან, ჩო ჩენგთან და ფლერის პატარა დასთან ერთად, დაბმულია წყალქვეშ. შეჯიბრის ყველა მონაწილე ინაწილებს მათ, მაგრამ ფლერი ვერ ასწრებს ამოყვინთვას. ასევე ირკვევა, რომ ბავშვებს ნებისმიერ შემთხვევაში გადაარჩენდნენ, ჰარი კი ამ ტურში მხოლოდ მეორე ადგილზე გადის.

ამასობაში უცნაური ამბები მოსდის ბარტი კრაუჩს, მაგიის სამინისტროს მაღალჩინოსანს. მას, ჭკუადაკარგულს აღმოაჩენენ კრამი და ჰარი, მაგრამ მაშინ, როდესაც ჰარი თან მოიყვანს დამბლდორს, კრამი უგონოდ გდია, ხოლო კრაუჩი გამქრალია. მოგვიანებით ჰარი იხედება დამბლდორის პირად, თასის მსგავს ნივთ საფიქრელაში, რომელშიც ადამიანთა მოგონებები ინახება. იქიდან ჰარი შეიტყობს ბარტი კრაუჩის წარსულზე, ესწრება რა თავად კრაუჩის შვილის სასამართლო პროცესზე, სადაც ამ უკანასკნელს მამამისი ფრენკ და ელის ლონგბოტომების გონების შეშლაში ბრალდებით აზკბანის ტყვეში აგზავნის.

უკანასკნელი შეჯიბრი უნდა გაიმართოს ხელოვნურად მოწყობილი ლაბირინთში. ამ შეჯიბრისას ჰარიც და სედრიკიც ერთდროულად აღწევენ თასამდე, რომელიც მიზანს წარმოადგენს. როგორც კი ორივე მას ეხება, აღმოჩნდება, რომ თასი პორტალია. ჰარი სედრიკთან ერთად თავს ამოყოფს სრულიად სხვა ადგილზე - მცირე ჰენგლტონის სასაფლაოზე, სადაც თავს იყრიან ვოლდემორი, პეტიგრიუ და სიკვდილის მხვრელები. პეტიგრიუ კლავს სედრიკს, ხოლო ჰარისგან იღებს მცირე რაოდენობის სისხლს, რათა სპეციალური რიტუალის დროს ვოლდემორს ახალი სხეული გაუჩნდეს. გაცოცხლებული ვოლდემორი ცდილობს ჰარის მოკვლას, მაგრამ ჰარი მას ეწინააღმდეგება თავისი ჯადოსნური ჯოხით. ბრძოლის დროს ასევე ჩნდებიან ვოლდემორის მიერ მოკლული უკანასკნელ ადამიანთა სულები. ისინი აკავებენ შავ მბრძანებელს, ამასობაში კი ჰარი, სედრიკის გვამთან ერთად ბრუნდება ლაბირინთიდან.

უკან დაბრუნებულ ჰარის იჭერს მუდი, რომელსაც ის მიჰყავს თავის კაბინეტში. მუდი გამოუტყდება, რომ თავად არის ვოლდემორის მსახური და ცდილობს ჰარის მოკვლავს. მას აჩერებენ დამბლდორი, სნეიპი და მაკგონაგელი. აღმოჩნდება, რომ მუდი სინამდვილეში არის ბარტი კრაუჩ უმცროსი, რომელიც გაიქცა აზკაბანიდან და უკუღმართ სასმელს იყენებდა, რათა სხვა ადამიანად გადაქცეულიყო. ჰოგვორტსში ასევე მოდის კორნელიუს ფაჯიც, მაგიის მთავარი მინისტრი. მას თან ახლავს დემენტორიც, რომელიც კრაუჩის შვილს სჯის 'დემენტორის კოცნით' (წოვს მის სულს). ფაჯს არ სჯერავს დამბლდორის და ჰარის მონათხრობის, თითქოს ვოლდემორი დაბრუნდა.

ჰარის ასახელებენ წლის ჩემპიონად და აჯილდოვებენ 1000 გალეონით. ამ თანხას ის, შინ გამგზავრების წინ გადასცემს ფრედ და ჯორჯ უისლებს, რათა მათ სახუმარო ნივთების საკუთარი მაღაზია გახსნან.

ქვესიუჟეტი: რიტა სკიტერი

რედაქტირება

წიგნში ასევე ფიგურირებს რიტა სკიტერი - თანამედროვე სამყაროს ჭორების მოყვარული/გამომგონებელი ჟურნალისტის პერსონიფიცირება. თავდაპირველად ის ჩნდება ჰოგვორტსში და აგროვებს ინფორმაციას სტუდენტებზე, განსაკუთრებულ ყურადღებას კი აქცევს ჰარის. შემდგომ, გაზეთ 'დილის მისანში' ის ყველა მიღებულ ინფორმაციას დამახინჯებულად წარადგენს. ამავე დროს მან უწყის ისეთ ამბებზე, რომლებსაც ჰარი, რონი და ჰერმიონი ხოლმე საიდუმლოდ ინახავენ და ჰარი მიიჩნევს, რომ მას ალბათ უჩინმაჩინის მოსასხამი აქვს. მაგრამ ჰერმიონი ამას გამორიცხავს, რადგან მუდი უჩინმაჩინის მოსასხამის ქვეშ მყოფს ყოველთვის ხედავს. საბოლოოდ ჰერმიონი ხვდება, რომ სკიტერი არარეგისტრირებული ანიმაგუსია, რომელსაც შეუძლია ხოჭოდ გადაქცევა. ის იჭერს სკიტერს ქილაში და არ უშვებს მას, სანამ ჰოგვორტსის მატარებელი არ მიაღწევს ლონდონამდე (წიგნის დასასრულს).

წინასწარი მინიშნებები

რედაქტირება

წიგნში რამდენიმე ეპიზოდს პირდაპირი კავშირი აქვს შემდეგ ნაწილებში განვითარებულ მოვლენებთან:

  • რონი ნაწყენია ჰარიზე, რადგან თვლის, რომ მან თავად ჩააგდო თავისი სახელი თასში და იტყუება ამის შესახებ. წიგნში რონი ასევე იჩენს განსხვავებულ ყურადღებას ჰერმიონის მიმართ, რაც უკანასკნელ ნაწილში, ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები მთავრდება მათი პირველი კოცნით.
  • ფლერ დე ლა კური დაინტერესებულია ბილ უისლით. წიგნის მეექვსე ნაწილში ის დანიშნულია ბილზე, ხოლო მეშვიდე წიგნში ბილი და ფლერი ქორწინდებიან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება