ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი
„ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი“ (ინგლ. Harry Potter and the Order of the Phoenix) — მეხუთე წიგნი ჰარი პოტერის რომანების სერიაში, რომლის ავტორიც არის ჯოან როულინგი.
„ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი“ წიგნი ჰარი პოტერის სერიიდან | |
---|---|
ორიგინალური ბრიტანული გამოცემის გარეკანი | |
ავტორი | ჯოან როულინგი |
ილუსტრატორები |
ჯაილზ გრინფილდი (ბრიტანეთი) მერი გრანპრე (აშშ) |
ჟანრი | ფენტეზი |
გამომცემლები |
Bloomsbury (ინგლისი) Scholastic (აშშ) Raincoast (კანადა) |
გამოიცა | 21 ივნისი, 2003 |
ქართული გამოცემა | 2005 |
მთარგმნელი | ირაკლი ბერიაშვილი |
ნომერი | 5 |
ქრონოლოგია | 2 აგვისტო 1995–17 ივნისი,1996 |
გვერდი |
766 (ბრიტანეთი) 870 (აშშ) |
ISBN | 0747551006 |
წინა | ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი |
შემდეგი | ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი |
ჰარი მოუთმენლად ელის არდადეგების დასრულებას და ჰოგვორტსში მეხუთე სასწავლო წლის დაწყებას. იგი დარწმუნებულია, რომ ვოლდემორი საბოლოოდ დაბრუნდა, სკოლაში კი ბევრ მოულოდნელ რეფორმას აქვს ადგილი.
სიუჟეტი
რედაქტირებაწიგნის მოვლენების განვითარება იწყება 1995 წლის ზაფხულში. ჰარი პოტერი კვლავ დერსლებთან არის. მას შემდეგ, რაც დადლი მას დასცინის, გვირაბში ჩნდებიან დემენტორები. ჰარი იყენებს პატრონუსის შელოცვას, რის გამოც იღებს წერილს, სადაც მაგლების თანდასწრებით ჯადოქრობის გამო ჰოგვორტსიდან მისი გარიცხვის შესახებ წერია. დამბლდორის ძალისხმევით, მაგიის სამინისტროს გადაწყვეტილება გაუქმებულია, მაგრამ ჰარი უნდა დაესწროს დისციპლინარულ მოსმენას.
ლონდონში, გრიმოს მოედანზე არის დამალული სახლი #12. იქ იკრიბება დამბლდორის მიერ ჩამოყალიბებული ფენიქსის ორდენი. ჰარი შეიტყობს, რომ ვოლდემორის დაბრუნების არავის სჯერა და მას და ალბუსს შეშლილებად თვლიან. მოსმენის შემდეგ ჰარის ამართლებენ.
მეხუთე კურსი დაკავშირებულია ბეჯითობის უმაღლესი აღიარების (ბუა) გამოცდებთან. გარდა ამისა, ვინაიდან ბნელი ძალებისგან დაცვის ლექტორის პოზიცია კვლავ ვაკანტურია, სკოლაში ამ ადგილს იკავებს დოლორეს ამბრიჯი, მინისტრ ფაჯის თანაშემწე, რომელიც დაინტერესებული ამ საგნის მხოლოდ თეორიული ნაწილით. მასსა და ჰარის შორის კონფლიქტი იჩენს თავს მაშინ, როდესაც ჰარი ამტკიცებს, რომ ბნელი მბრძანებელი დაბრუნდა. სასჯელის მოხდის სახით მან ამბრიჯის მიერ მოცემულ ქაღალდზე უნდა დაწეროს ფრაზა „მე არ უნდა მოვიტყუო“ - თუმცა ამ ფრაზის რამდენიმეჯერ დაწერასთან ერთად მის ხელზე იგივე ფრაზა იკაწრება.
ვინაიდან ამბრიჯს არ სურს, რომ ბავშვებმა პრაქტიკული მეცადინეობა გაიარონ, მოსწავლეები საიდუმლოდ აყალიბებენ ორგანიზაციას „დამბლდორის არმია“. თუმცა, ამბრიჯის განკარგულებით, ყველა სტუდენტურმა გაერთიანებამ უნდა გაიაროს მისი აკრედიტაცია - შესაბამისად, „და“ (როგორც მას უწოდებენ) უკანონოდ ითვლება.
შობის წინ ჰარის ესიზმრება, თითქოს იგი გველია. აღმოჩნდება, რომ იგი ყველაფერს გველის თვალით ხედავს. სწორედ მისი ძალისხმევით გადაარჩენენ ართურ უისლის, რომელსაც გველი ესხმის. დამბლდორის მოთხოვნით სევერუს სნეიპი ჰარის ასწავლის ოკლუმენციის, ფიქრებში შეღწევისგან თავდაცვის ხელოვნებას. პოტერისათვის ეს რთული გაკვეთილებია. ერთ-ერთი ხილვისას იგი ყველაფერს ვოლდემორის თვალით ხედავს და ესიზმრება მაგიის სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილება.
ამბრიჯი შეიტყობს „და-ს“ შესახებ და დამბლდორი იბრალებს ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბების ინიციატივას. იგი ქრება ჰოგვორტსიდან და მის ადგილს სკოლაში ამბრიჯი იკავებს. ოკლუმენციის ერთ-ერთი გაკვეთილის დროს სნეიპი ტოვებს თავის კაბინეტს და ჰარი იხედება მისი ყმაწვილობის მოგონებებში, სადაც იხილავს მამამისს, პიტერ პეტიგრიუსა და სირიუს ბლექს, რომლებიც სნეიპს დასცინიან.
ამბრიჯის კაბინეტიდან ჰარი ცდილობს, ბუხრით დაუკავშირდეს გრიმოს მოედანს (ვინაიდან ხილვებში ხედავდა, თუ როგორ აწამებდა სირიუსს ვოლდემორი), მაგრამ მას თავად დოლორესი შეუსწრებს. იგი აღიარებს, რომ დადლისა და ჰარიზე სპეციალურად გამოუშვა დემენტორები. ჰერმიონი არწმუნებს ამბრიჯს, თითქოს აკრძალულ ტყეში არის მათი საიდუმლო იარაღი. იქ მისულ ამბრიჯს იჭერენ კენტავრები.
რონი, ჯინი, ლუნა ლავგუდი და ნევილ ლონგბოტომი, ჰარისთან და ჰერმიონთან ერთად მიფრინავენ ლონდონში, მაგიის სამინისტროში. სირიუსს ვერ პოულობენ, თუმცა წინასწარმეტყველებათა დარბაზში პოულობენ ბურთულას ჰარისა და ვოლდემორის სახელებით. ამ დროს ჩნდებიან სიკვდილის მხვრელები. წინასწარმეტყველებას შემთხვევით ნევილი ამსხვრევს. ბავშვებს ეხმარებიან რიმუს ლუპინი, ნიმფადორა ტონკსი, კინგსლი შეკლბოტი, ალასტორ მუდი და სირიუსი. ბელატრისა ლესტრეინჯი კლავს სირიუსს.
პოტერი განრისხებული მისდევს ბელატრისას, მაგრამ ამ დროს ჩნდება თავად ვოლდემორი. გარდაუვალი ბრძოლისგან ჰარის გადაარჩენს უეცრად მოსული დამბლდორი. დარბაზში შემოდიან სამინისტროს წარმომადგენლები ფაჯთან ერთად. ამის გამო, მინისტრი იძულებულია, აღიაროს ვოლდემორის დაბრუნება და გადააყენოს ამბრიჯი ჰოგვორტსის დირექტორის თანამდებობიდან.
დამბლდორი აღიარებს ჰარის წინაშე, რომ ბლექის სიკვდილში თავად არის დამნაშავე, ვინაიდან მთელი წლის მანძილზე ერიდებოდა ჰარისთან საუბარს. ალბუსს იმედი ჰქონდა, რომ ვოლდემორი ასე შეწყვეტდა მის ძიებას. მაგრამ ბნელმა მბრძანებელმა შესძლო ჰარის სამინისტროში შეტყუება. წინასწარმეტყველებაში კი საუბარი იყო ვოლდემორზე, რომლის ბედსაც უკავშირდება სხვა ადამიანის ბედი - ისეთი ადამიანის, რომელიც ვოლდემორის ნიშნით იქნა აღნიშნული და მანამდე იცოცხლებს, სანამ ვოლდემორი ცოცხალი იქნება (და პირიქით).
დემენტორები ვოლდემორის მხარეს გადადიან. ლუციუს მალფოი, რომელიც სიკვდილის მხვრელებთან ერთად არის, აზკაბანის პატიმარი ხდება. ამის გამო დრაკო მალფოის ჰარი უფრო მეტად ეზიზღება.
კინგს კროსის სადგურზე დაბრუნებული ჰარი, გარდა დერსლების ოჯახისა, აღმოაჩენს მუდის, ლუპინს, ტონკსს, ფრედ და ჯორჯ უისლებსა და მათ მშობლებს. ჯადოქრები აფრთხილებენ ძია ვერნონს, რომ ჰარიზე შემდგომში ზეწოლის შემთხვევაში, ისინი მას თავად მიხედავენ.
გამოცემა
რედაქტირებაპოტერის მოყვარულები ახალი წიგნის გამოცემას 3 წლის მანძილზე ელოდნენ.[1][2] მეხუთე წიგნის გამოცემამდე უკვე გაყიდული იყო პირველი ოთხი წიგნის 200 მილიონი ასლი. წიგნები ნათარგმნი იყო 55 ენაზე და გამოცემული იქნა 200 ქვეყანაში[3] წინა ტომების ფენომენალურ წარმატებასთან ერთად, ახალმა წიგნმა დაამყარა რეკორდები. 2003 წლის 20 ივნისს მას მაღაზიებთან ელოდა ათასობით მკითხველი. მიუხედავად უსაფრთხოების ნორმების დაცვისა, მერსისაიდის ერთ-ერთი მაღაზიიდან 2003 წლის 15 ივნისს მოპარული იქნა წიგნის ათასობით ასლი.[4]
კრიტიკოსთა შეფასება
რედაქტირებაჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი ძირითადად დადებითად იქნა შეფასებული და რამდენიმე ჯილდოც მიიღო. 2004 წელს ამერიკის ბიბლიოთეკების ასოციაციამ მას უწოდა „საუკეთესო წიგნი ახალგაზრდა მოზრდილთათვის“ და „აღსანიშნავი წიგნი“.[5] სხვადასხვა ჯილდოსთან ერთად მას ერგო ოპენჰაიმის ოქროს მედალი (2004).[6]
რომანმა დაიმსახურა კრიტიკოსთა დადებითი შეფასებებიც. როულინგის ფანტაზიის ნიჭი შეაქო გამოცემის USA Today მიმოხილველმა დეირდრა დონაჰიუმ.[7] უარყოფითი შეფასებების ძირითადი ნაწილი უკავშირდებოდა რომანში აღწერილი ძალადობის სცენებსა და მორალურ პრობლემებს. თავისი პოზიცია რელიგიურმა კონფესიებმაც გამოხატეს.
გამოცემის The New York Times ჟურნალისტ ჯონ ლეონარდის თქმით, „„ფენიქსის ორდენი“ ნელი ტემპით იწყება, შემდგომ მატულობს სიჩქარე და მისრიალებს, ყირამალა სვლით, გააფთრებული დაბოლოებისაკენ... ჰარის ასაკთან ერთად, როულინგიც უკეთესი ხდება.“[8] თუმცა, იგი ასევე აკრიკისებს დრაკო მალფოისა და ლორდ ვოლდემორის პერსონაჟებს. ქრისტიანული მემარჯვენე ორგანიზაციის Focus on the Family წევრ ჯული სმითჰაუზერის თქმით, „ეს წიგნი უნდა ჩაითვალოს სერიაში ყველაზე სუსტ წიგნად, ვინაიდან როულინგი ნაკლებად უმოწყალოა, ვიდრე წინა ორი რომანის შემთხვევაში“[9]. სმითჰაუზერის კრიტიკის ძირითადი ობიექტი იყო ის, რომ წიგნი არ ატარებდა მორალებს. ჰარი, მისი აზრით, იტყუება, რათა გაექცეს სასჯელს და ძალადობა არის „საზარელი და სურათოვანი“.
სხვადასხვა ქრისტიანულმა ჯგუფმა გამოთქვა გულის ტკენა, რომ ამ და სერიის სხვა წიგნებში არის ნახსენები ჯადოსნობა და ოკულტიზმი. სხვადასხვა რელიგიურმა ჯგუფმა, მათგან განსხვავებით, გამოხატა მხარდაჭერა ამ წიგნებისადმი. გამოცემამ Christianity Today რედაქტორის სვეტში გამოხატა მოსაზრება, რომ „მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ჯადოსნობა დაკავშირებულია მატყუარა, მაცდურ, არასწორ რელიგიასთან, რომლისგანაც უნდა დავიცვათ შვილები, ეს არ არის წიგნების მთავარი იდეა, სადაც მოცემულია თანაგრძნობის, ერთგულების, მამაცობის, მეგობრობისა და ასევე თვითგაწირვის მაგალითები“.[10]
პრიკველები და სიკველები
რედაქტირებაჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი არის ჰარი პოტერის წიგნების სერიაში რიგით მეხუთე. პირველი გამოქვეყნდა 1997 წელს, სათაურით ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა. „ფენიქსის ორდენი“ ითვლება მთელ სერიაში ყველაზე ხანგრძლივ წიგნად, თუმცა მისი ეკრანიზაცია მხოლოდ 2 საათსა და 18 წუთს გრძელდება.[11] 1997 წლის ბოლოს წიგნის ბრიტანულ გამოცემას მიენიჭა წიგნის ეროვნული ჯილდო და ოქროს მედალი 9-10 წლის ბავშვებისათვის განკუთვნილი წიგნების კატეგორიაში.[12] მეორე წიგნი, ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი გამოიცა ბრიტანეთში, 1998 წლის 2 ივლისს და აშშ-ში, 1999 წლის 2 ივნისს.[13][14] ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე არის მესამე წიგნი, გამოცემული 1999 წლის 8 ივლისს (ბრიტანეთი) და 8 სექტემბერს (აშშ). ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი გამოვიდა 2000 წლის 8 ივლისს, ორივე ქვეყანაში.[15]
„ფენიქსის ორდენის“ გამოცემის შემდეგ, მეექვსე წიგნი, ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი გამოვიდა 2005 წლის 16 ივლისს და გამოცემიდან 24 საათის მანძილზე 9 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა.[16][17] სერიის მეშვიდე და საბოლოო წიგნი, ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები გამოჩნდა 2007 წლის 21 ივლისს.[18] გამოცემიდან 24 საათის მანძილზე იგი 11 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა - 2.7 მილიონი აქედან გაიყიდა ბრიტანეთში, ხოლო 8.3 მილიონი - აშშ-ში.
ადაპტაციები
რედაქტირებაფილმი
რედაქტირება2007 წელს გამოვიდა წიგნის ეკრანიზაცია. მისი რეჟისორია დევიდ იეიტსი, ხოლო სცენარის ავტორი - მაიკლ გოლდენბერგი. ფილმი გადაიღო დევიდ ჰეიმენის კომპანიამ Heyday Films, დევიდ ბერონის თანაშემწეობით. ფილმის ბიუჯეტმა შეადგინა 200 მილიონ აშშ დოლარამდე.[19][20] კრიტიკული და კომერციული კუთხით მას წარმატება ხვდა წილად.[21] გამოსვლიდან ხუთი დღის მანძილზე მან შემქმნელებს 938.377.000 აშშ დოლარი მოუტანა.[22][23]
ვიდეო თამაშები
რედაქტირებაწიგნისა და ფილმის მიხედვით გამოვიდა თამაში. იგი შეიქმნა პლატფორმებისათვის Microsoft Windows, PlayStation 2, PlayStation 3, Xbox 360, PSP, Nintendo DS, Wii, Game Boy Advance და Mac OS X.[24] თამაში გაყიდვაში გამოჩნდა 2007 წლის 25 (აშშ), 27 (ავსტრალია) და 29 (ბრიტანეთი და ევროპა, PlayStation 3, PSP, PlayStation 2, Windows) ივნისსა და 3 ივლისს (სხვა პლატფორმები).[25] თამაშები გამოსცა Electronic Arts-მა.[26]
შეფასება
რედაქტირებარელიგიური შეფასება
რედაქტირებარელიგიური წრეების მიერ ამ და სხვა ნაწარმოების შეფასებებს შორის ყურადღება გამახვილებულია მათში ოკულტურ ან სატანისტურ ქვეტექსტებზე. თუმცა, რელიგიური კუთხით რომანების შეფასება არა მხოლოდ უარყოფითია. როულინგი: „რამდენადაც მათ აკრიტიკებდნენ თეოლოგიური თვალსაზრისით, იმდენადვე აქებდნენ სხვადასხვა მქადაგებლები, თანაც სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლები“.[27]
წინააღმდეგობა
რედაქტირებააშშ-ში ხშირად ისმოდა მოწოდებები, აეკრძალათ ჰარი პოტერის წიგნები სკოლებში, რასაც არაერთი სასამართლო პროცესი ახლდა. ძირითადად, თვლიდნენ, რომ მთავრობა აღიარებს ჯადოსნობას, როგორც რელიგიას და წიგნების არსებობა სკოლებში ეკლესიასა და საზოგადოებას შორის ნაპრალს ქმნის.[28][29][30]
რელიგიური წინააღმდეგობა წიგნს სხვა ქვეყნებშიც გაუწიეს. საბერძნეთისა და ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიები გაერთიანდნენ ჰარი პოტერის სერიის წინააღმდეგ.[31][32] წიგნები აიკრძალა არაბთა გაერთიანებული საამიროების სკოლებში და გაკრიტიკებული იქნა ირანულ გამოცემებში.[33][34]
რომის კათოლიკური წრეების აზრი სერიის შესახებ არაერთგვაროვანია. 2003 წელს გამოცემამ Catholic World Report გააკრიტიკა ჰარის მხრიდან წესებისა და უფროსების მიმართ პატივისცემის არარსებობა და აღნიშნა, რომ „ჯადოსნური და ამქვეყნიური სამყაროების აღრევით ხდება ღვთაებრივი უზენასოების ფუნდამენტური უარყოფა“.[35] 2005 წელს კარდინალმა იოზეფ რაცინგერმა, რომელიც მოგვიანებით პაპად აკურთხეს, სერიას უწოდა „შეუმჩნეველი ცდუნება, რომელიც ქრისტიანობის გულს ურტყამს“.[36] მისი ნებართვით, გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც იგი გამოხატავდა საკუთარ აზრს ნაწარმოებზე.[37] თუმცა, ვესტმინსტერის სააბატოს წარმომადგებლის თქმით, კარდინალ რაცინგერის სიტყვები არ იყო მნიშვნელოვანი, ვიანიდან არ წარმოადგენდა სარწმუნოებრივი დოქტრინის ჯგუფის (რომლის წევრიც რაცინგერი იყო) ოფიციალურ პოზიციას.
დადებითი შეფასება
რედაქტირებასხვადასხვა რელიგიური წრის პოზიცია იყო დადებითი. ემილი გრინსინგერის აზრით, ფენტეზის ჟანრის ლიტერატურა ეხმარება ბავშვებს, გადაურჩნენ თანამედროვე რეალობას, ვინაიდან მათ უკვე იციან, როგორც მოიქცნენ. მან სცენა პლატფორმა 9¾-ზე აღწერა, როგორც რწმენისა და იმედის ნიმუში. ჰარის ცხოვრებაში პირველი დიდი არჩევანის სცენა, მისი აზრით, არის გამანაწილებელი ქუდის სცენა ჰოგვორტსის მთავარ დარბაზში. იგი აღნიშნავს ჰარის დედის თვითგაწირვას, რომელმაც დაიცვა ბიჭუნა და იცავდა მას მთელი სერიის მანძილზე. ეს მისი აზრით, არის ყველაზე დიდი მაგია, რომელიც აღემატება მაგების ჯადოსნურ ტექნოლოგიებს და სწორედ ეს არ ესმის ძალაუფლებას მოწყურებულ ვოლდემორს.[38]
რომაული ეკლესიის წარმომადგენლებს შორის რომანის შესახებ ბევრი გამოთქვამდა დადებით აზრებსაც. 2003 წელს პიტერ ფლიტვუდი, ეკლესიის მიერ ჩამოყალიბებული პარტიის წარმომადგენელი ამბობდა, რომ „ჰარი პოტერის სერია არ არის ცუდი ან არ წარმოადგენს ანტი-ქრისტიანული თეოლოგიის ალამს. მათი დახმარებით ბავშვები ხედავენ განსხვავებას სიკეთესა და ბოროტს შორის“. როულინგის მიდგომა, მისი აზრით, არის ქრისტიანული და ამ ისტორიებში ილუსტრირებულია მსხვერპლშეწირვის აუცილებლობა, რომელიც ბოროტების დასამარცხებლად არის აუცილებელი.[36][39]
თარგმანები
რედაქტირებაწიგნის პირველი ოფიციალური უცხოენოვანი თარგმანი გამოვიდა ვიეტნამურ ენაზე, 2003 წლის 21 ივლისს. სერბულ ენაზე გამოცემული ვერსია იყო შემდეგი, რომელიც 2003 წლის სექტემბერში გამოჩნდა. მოგვიანებით გამოვიდა სხვა თარგმანებიც, მაგალითად, ნოემბერში - ჰოლანდიური და გერმანული. საგულისხმოა, რომ საფრანგეთში გაყიდვებით ლიდერობდა ინგლისურენოვანი ვერსია, ხოლო გერმანიასა და ნიდერლანდებში ოფიციალურ გამოცემამდე დიდი ინტერესის გამო ინტერნეტ-სივრცეში ვრცელდებოდა არაოფიციალური თარგმანები.[40]
ფაქტები
რედაქტირება- როდესაც ართურ უისლი და ჰარი მიდიან მაგიის სამინისტროში, ისინი შედიან სატელეფონო ჯიხურში. ტელეფონის ღილაკების პანელზე უნდა აიკრიფოს კოდი 62442. ასოები ამ ციფრების ქვეშ ჩვეულებრივ კლავიატურაზე შეადგენენ სიტყვას magic (მაგია).
- გამოცემამდე ცნობილი იყო წიგნის ალტერნატიული სათაურები „მწვანე ალიანი ჩირაღდანი“ და „საოცნებო მთა“.
- დემენტორებთან შეხვედრისას სცენაში ჰარი იყენებს ლუმოსის შელოცვას, მაგრამ მისი მოსმენის დროს ამ შელოცვის ხსენება არ არის.
- წიგნში ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე ლუპინი ახსენებს, რომ არავინ იცის, თუ როგორ გამოიყურება ბოგარტი. მიუხედავად ამისა, ამ წიგნში მას კარგად ხედავს მუდი. აღნიშნულია, რომ ლუპინის კომენტარი გაკეთდა დიდი ხნით ადრე, ვიდრე წარდგენილი იქნა მუდის პერსონაჟი.
- ჰოგსმიდში ბავშვების შეხვედრაზე მოდის დენის კრივი. თუმცა, როდესაც ჰარი მეხუთე კურსზე იყო, დენი იყო მხოლოდ მეორეზე და ამიტომ არ ჰქონდა ჰოგსმიდის მონახულების უფლება.
- ჰარი და ჩო ერთმანეთს ხვდებიან ჰოგსმიდში, ვალენტინობის დღესასწაულზე. სტუდენტებს ამ სოფელში ჩასვლა მხოლოდ გარკვეულ დღეებში შეუძლიათ. 1996 წლის 14 თებერვალი იყო ოთხშაბათი - ანუ სასწავლო დღე, როდესაც ჰოგსმიდის მონახულება არ შეიძლებოდა.
- როდესაც ჰარი მიჰყავთ დერსლებისგან, გამოყენებულია რამდენიმე შელოცვა და არც სამინისტრო აგზავნის გაფრთხილებებს. მეექვსე წიგნში, ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი ალბუს დამბლდორი უამბობს ჰარის, რომ სამინისტრო თვალს ადევნებს ჯადოქრის სახლს, მაგრამ არ შეუძლია გააკონტროლოს, თუ ვინ წარმოთქვა შელოცვა.
- როდესაც ჩო ესაუბრება ჰარის ქვიდიჩის შესახებ, იგი წარმოთქვამს დაახლოებით ასეთ ფრაზას: „გახსოვს, პირველად ერთად რომ ვითამაშეთ, მესამე კურსზე?“. თუმცა, ჩო ჰარიზე ერთი წლით უფროსია და ერთ კურსზე ვერ იქნებოდნენ.
- როდესაც ამბრიჯი იხილავს, რომ სნეიპისა და ჰარის შხამ-წამალი არ მოიხარშა, სნეიპი ჰარის 0-ს უწერს და აძლევს დავალებას, დაწეროს, თუ რა გააკეთა არასწორად. ჰარი თავს იმართლებს იმით, რომ ქვიდიჩში ვარჯიშობდა. თუმცა, იმ დღეს გამოიცა ამბრიჯის მორიგი კანონი, რომლის მიხედვით ქვიდიჩის გუნდს ჯერჯერობით თამაშის უფლება არ ჰქონდა.
- როდესაც ჰერმიონის ინიციატივით ბავშვები ჰოგსმიდში გროვდებიან, არავინ ცნობს აბერფორთ დამბლდორს, რომელიც ძალიან ჰგავს თავის ძმას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Ross, Shmuel. ; Mark Zurlo (2000-2009) Harry Potter Timeline: 2000 to the Present. Pearson Education, publishing as Infoplease. ციტირების თარიღი: 11 July 2009.
- ↑ Harry Potter Books. MuggleNet.com (1999–2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივნისი 2009. ციტირების თარიღი: 29 May 2009.
- ↑ „Potter-mania sweeps bookstores“. CNN. 30 June 2003. ციტირების თარიღი: 29 May 2009.
- ↑ „Thousands of Potter books stolen“. BBC. 17 June 2003. ციტირების თარიღი: 29 May 2009.
- ↑ Best Books for Young Adults Annotated List 2004. American Library Association (2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აპრილი 2009. ციტირების თარიღი: 30 May 2009.
- ↑ Levine, Arthur. (2001 - 2005) Awards. Arthur A. Levine Books. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 აპრილი 2006. ციტირების თარიღი: 30 May 2009.
- ↑ Donahue, Deirdre (25 June 2003). „Rich characters, magical prose elevate 'Phoenix'“. USA Today. ციტირების თარიღი: 31 May 2009.
- ↑ Leonard, John (13 July 2003). „Nobody Expects the Inquisition“. The New York Times. ციტირების თარიღი: 31 May 2009.
- ↑ Smithouser, Julie. (2009)Harry Potter and the Order of the Phoenix. Focus on the Family. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მაისი 2006. ციტირების თარიღი: 31 May 2009.
- ↑ Editorial (10 January 2000). "Why We Like Harry Potter" დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. . Christianity Today.
- ↑ Elisco, Lester. (2000-2009) The Phenomenon of Harry Potter. TomFolio.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აპრილი 2009. ციტირების თარიღი: 22 January 2009.
- ↑ Knapp, N.F. (2003). „In Defense of Harry Potter: An Apologia“ (PDF). School Libraries Worldwide. International Association of School Librarianship. 9 (1): 78–91. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 9 მარტი 2011. ციტირების თარიღი: 14 May 2009.
- ↑ „A Potter timeline for muggles“. Toronto Star. 14 July 2007. ციტირების თარიღი: 27 September 2008.
- ↑ Harry Potter: Meet J.K. Rowling. Scholastic Inc. ციტირების თარიღი: 27 September 2008.
- ↑ „Speed-reading after lights out“. London: Guardian News and Media Limited. 19 July 2000. ციტირების თარიღი: 27 September 2008.
- ↑ „July date for Harry Potter book“. BBC. 21 December 2004. ციტირების თარიღი: 27 September 2008.
- ↑ „Harry Potter finale sales hit 11 m“. BBC News. 23 July 2007. ციტირების თარიღი: 21 August 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ „Rowling unveils last Potter date“. BBC. 1 February 2007. ციტირების თარიღი: 27 September 2008.
- ↑ Cornwell, Tim (24 January 2007). „Oscars signal boom (except for Scots)“. The Scotsman. ციტირების თარიღი: 24 January 2007.
- ↑ Haun, Harry (20 June 2007). „Harry the Fifth“. Film Journal International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივნისი 2007. ციტირების თარიღი: 26 June 2007.
- ↑ Harry Potter and the Order of the Phoenix (2007). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 5 February 2009.
- ↑ Worldwide Openings. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 6 March 2008.
- ↑ 2007 Worldwide Grosses. Box Office Mojo (6 March 2008).
- ↑ Harry Potter and the Order of the Phoenix: The Videogame. Electronic Arts Inc. (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 11 July 2009.
- ↑ Harry Potter: Phoenix. CBS Interactive Inc. (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივნისი 2009. ციტირების თარიღი: 10 June 2009.
- ↑ Harry Potter and the Half Blood Prince: The Video Game. Electronic Arts Inc. (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მაისი 2009. ციტირების თარიღი: 30 May 2009.
- ↑ „Time Person of the Year Runner Up: JK Rowling“. 19 December 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 23 December 2007.
- ↑ Ben Smith. (2007)Next installment of mom vs. Potter set for Gwinnett court. Atlanta Journal-Constitution. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივნისი 2007. ციტირების თარიღი: 8 June 2007.
- ↑ „Georgia mom seeks Harry Potter ban“. msnbc.com. Associated Press. 4 October 2006.
- ↑ Laura Mallory. (2007)Harry Potter Appeal Update. HisVoiceToday.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-04. ციტირების თარიღი: 16 May 2007.
- ↑ Clive Leviev-Sawyer. (2004)Bulgarian church warns against the spell of Harry Potter. Ecumenica News International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 15 June 2007.
- ↑ Church: Harry Potter film a font of evil. Kathimerini (2003). ციტირების თარიღი: 15 June 2007.
- ↑ „Emirates ban Potter book“. BBC News. 12 February 2002. ციტირების თარიღი: 10 July 2007.
- ↑ Iranian Daily: Harry Potter, Billion-Dollar Zionist Project. The Mimri blog. ციტირების თარიღი: 10 September 2007.
- ↑ O'Brien, M. (21 April 2003). „Harry Potter — Paganization of Children“ (PDF). Catholic World Report. ციტირების თარიღი: 15 May 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 36.0 36.1 Malvern, J. (14 July 2005). „Harry Potter and the Vatican enforcer“. The Times. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მაისი 2009. ციტირების თარიღი: 15 May 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Pope Opposes Harry Potter Novels — Signed Letters from Cardinal Ratzinger Now Online“. LifeSite News. 13 July 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-04-28. ციტირების თარიღი: 13 March 2007. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Griesinger, E. (2002). „Harry Potter and the "deeper magic": narrating hope in children's literature“. Christianity and Literature. 51 (3): 455–480. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 Jun 2012. ციტირების თარიღი: 15 May 2009.
- ↑ Fields, J.W. (2007). „Harry Potter, Benjamin Bloom, and the Sociological Imagination“ (PDF). International Journal of Teaching and Learning in Higher Education. 19 (2). ციტირების თარიღი: 15 May 2009.
- ↑ Harry auf Deutsch: Projekt-Übersicht der Harry Potter Übersetzung(en). ციტირების თარიღი: 10 July 2011.