ოკულტიზმი (ლათ. occultus — საიდუმლო, ფარული) — მისტიკურ მოძღვრებათა საერთო სახელწოდება. ოკულტიზმის მიხედვით ბუნებაში არსებობენ იდუმალი ზებუნებრივი ძალები, რომლებთანაც ადამიანებს შეუძლიათ დაამყარონ ურთიერთობა მაგიური მოქმედებით, ჯადოსნობით და მისნობით.

ოკულტიზმის განუყოფელ ნაწილებად ითვლება მაგია, ექსტრასენსორიკა, ასტროლოგია, ნუმეროლოგია, ქირომანტია, გააზრებული სიზმრები, შელოცვა, მკითხაობა და ა.შ.

რელიგია და ოკულტიზმი

რედაქტირება

ბევრ რელიგიაში პარანორმალურ და ზებუნებრივ მოვლენებს აღიქვამენ, როგორც შეუძლებელს ჩვეულებრივი ადამიანისთვის; ამიტომ ოკულტიზმი მიღებულია, როგორც ეშმაკის ცდუნება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება