მკითხაობაოკულტური მეთოდიკა, ხშირი წესი, რომელიც არსებობს მრავალი ხალხის კულტურაში და აძლევს საშუალებას ადამიანს გაიგოს თავისი მომავალი ან უბრალოდ რაიმე უცნობი ფაქტი. მკითხაობას პოლითეისტური ფესვები აქვს. ცრუმორწმუნე ხალხი თვლის, რომ მკითხაობით მართლაც ბევრის გაგებაა შესაძლებელი, დანარჩენები მას ხალხურ გართობას უწოდებენ.

კ. მაკოვსკის სურათი

პრეისტორია

რედაქტირება

მკითხაობის ფესვები ძველი მსოფლიოდან მოდის. ეს ხელობა გავრცელებული იყო ასურეთსა და ბაბილონში, ეგვიპტეში, ძვ. საბერძნეთსა და რომში. ბერძნულ და რომაულ წყაროებში მკითხავები მოიხსენებიან, როგორც ორაკულები; ასურეთსა და ეგვიპტეში მკითხაობდნენ მხოლოდ ქურუმები.

მკითხაობა იკრძალება ყველა აბრაამისეულ რელიგიაში (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი). ასევე იკრძალება ეზიდიზმსა და სხვა იაზდანისტურ რელიგიებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება