ლორდი ვოლდემორი

(გადამისამართდა გვერდიდან ვოლდემორი)

ლორდი ვოლდემორი„ჰარი პოტერის“ სამყაროს მთავარი უარყოფითი პერსონაჟი. პირველად გამოჩნდა წიგნში „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, რომელიც გამოიცა 1997 წელს.

ლორდი ვოლდემორი
ჰარი პოტერის სამყარო - პერსონაჟი
პირველი გამოჩენა „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“
ბოლო გამოჩენა „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“
შემქმნელი ჯ.კ. როულინგი
მსახიობი რეიფ ფაინზი
ინფორმაცია
ზედმეტსახელ(ებ)ი ჩვენ-რომ-ვიცით
სქესი მამრობითი
დაბ. თარიღი 31 დეკემბერი, 1926
გარდ. თარიღი 2 მაისი, 1998 (71 წლის)
საქმიანობა სიკვდილის მხვრელი
ეროვნება ინგლისელი

ვოლდემორი მიუხედავად ყველაფრისა იყო ერთ-ერთი უნიჭიერესი და უძლიერესი ჯადოქარი, ვინც კი გაჩენილა ქვეყანაზე. მისი ხასიათი უბრალოდ მემკვიდრეობით ერგო, გონტებისა და რიდლების შთამომავალი სხვანაირი ვერ იქნებოდა. რისიც არაფერი გაეგებოდა, იმას არც აფასებდა და ეს იყო მისი უდიდესი ნაკლი, არ იცოდა რა არის სიყვარული, არაფერი გაეგებოდა საბავშვო ზღაპებისა და ელფების... ლორდის მთავარი მისია იყო მოეკლა ჰარი პოტერი, რადგან წინასწარმეტყველებასი ნათქვამია: „ვერ იცხოვრებს ერთი, სანამ ცოცხალია მეორე“. ტომმა სიკვდილის დროს მისი სული ექვს ჰორკრუქსად, ანუ ნაწილად დაყო. სწორედ ჰორკრუქსის დახმარებით „ბრუნდებოდა ჯოჯოხეთიდან“. ჰარი პოტერის დასკვნით ნაწილში რომელსაც „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“ ეწოდება, ხდება დასკვნითი ბრძოლა ორ რჩეულს შორის.

პერსონაჟი

რედაქტირება

დაბადება და პატარაობა

რედაქტირება

ვოლდემორის ნამდვილი სახელია „ტომ მარვოლო რიდლი“ - ტომი მამის, მარვოლო კი პაპამისის პატივსაცემად. იგი იყო სალაზარ სლიზერინის წმინდასისხლიანი შთამომავლის მეროუპ გონტისა და მაგლი ტომ რიდლის შვილი. დედამისი მამამისმა მაშინვე მიატოვა რაც ამორტენტიას ზემოქმედება მოუხსნა მეროუპმა. ამ დროს იგი ორსულად იყო, მას ჯადოქრობისთვის აღარ მიუმართავს და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, ისე რომ გასაყიდად გაიმეტა სლიზერინის მედალიონიც კი. მან იმშობიარა მაგლთა ობოლთა თავშესაფარში, 1926 წლის 31 დეკემბერს, საშინელ ცივ ღამეში. მანვე დაიბარა ბავშვის სახელი და გარდაიცვალა. ტომი თავშესაფარში გაიზარდა, იგი თავიდავე ძალიან უცნაური ბავშვი იყო, თითქმის არ უტირია. სხვა ბავშვებს მისი ეშინოდათ. მისი იქ ყოფნის დროს უცნაური და საზარელი მოვლენები მოხდა თავშესაფარში, მაგრამ ის ფაქტზე ვერც ერთხელ ვერ გამოიჭირეს. ტომმა ჰოგვორტსის სახელის გაგებამდე უფრო ადრე აღმოაჩინა თავისი ნიჭი და შეძლო მისი გაკონტროლება, შეგნებულად გამოყენება. იგი იმორჩილებდა ცხოველებს, ლაპარაკობდა გველებთან, იყენებდა ლევიტაციას, შეეძლო სხვების გათვალვა და ტკივილის მიყენება. მან სამაგიერო გადაუხადა ბილი სტაბს, რომელთანაც ჩხუბი ჰქონდა და მისი ბაჭია აიძულა თავი ჩამოეხრჩო. დენის ბიშოპი და ემა ბენსონი კი საშინლად შეაშინა ზღვისპირა გამოქვაბულში.

დამბლდორი და ჰოგვორტსი

რედაქტირება

11 წლის ტომ რიდლთან დამბლდორი მივიდა და შესთავაზა ჰოგვორტსში სწავლა, ტომმა მაშინვე დაიჯერა რომ ჯადოქარი იყო, დამბლდორს კი დამტკიცება მოსთხოვა. დამბლდორთან საუბარში გამოიკვეთა ტომის ამპარტავნობა და მიდრეკილება მბრძანებლობისადმი, ასევე მისი უნარი ადვილად შეეცვალა ტონი როცა ამას საჭიროება მოითხოვდა. ტომს თავიდან მიჩნდა რომ მისი ჯადოქარი მშობელი მამა უნდა ყოფილიყო, რადგან ჯადოქარი დედამისივით იოლად არ უნდა მომკვდარიყო.დამბლდორმა შეამჩნია ტომის თვისებები და ასევე მისი მიდრეკილება უმეგობრობისა და გულჩათხრობილობისაკენ, მას სკოლაში ყოველთვის თვალი ეჭირა მასზე. ტომი 11 წლის ასაკშიც არჩევდა მარტო, დამოუკიდებლად მოქმედებას. ის მარტო წავიდა მრუდე ქუჩაზე და იქ შეიძინა 13.5 ინჩი სიგრძის ურთხელის ჯოხი, ფოუკსის კუდის ბუმბულით. ეს ჯოხი ოლივანდერმა შეაფასა როგორც ძალიან ძლიერი. ჰოგვორტსში იგი მოხვდა სლიზერინის კლუბში. კლუბში მან მალე მოიპოვა ავტორიტეტი, ის სავარაუდოდ პარსულად ლაპარაკობდა სლიზერინელების დაშინების მიზნით, მას მალე გამოუჩნდნენ ერთგული მიმდევრები, მომავალი სიკვდილის მხვრელი უმეტესობა. მან ჩამოაყალიბა საკუთარი ბანდა რომლის ფაქტზე გამოჭერაც ძალიან ძნელი იყო რადგან ტომი მკაცრად აკონტროლებდა. მასწავლებელების თვალში კი ის უწყინარი, ზრდილობიანი და ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო, მხოლოდ დამბლდორი არ ენდობოდა მას. ტომი იყო პრეფექტი. ტომი ავადმყოფურად აღიქვამდა თავისი წარმომავლობის საკითხს, მან რიდლის გვარი ჯადოქრულ წყაროებში ვერ აღმოაჩინა, მაშინ სამუდამოდ უარი თქვა მასზე და ახლაღა მიაქცია დედის ხაზს ყურადღება.

ვოლდემორი

რედაქტირება

ჰარი პოტერის გამოჩენამდე

რედაქტირება

ტომმა შექმნა ლორდი ვოლდემორის სახელი, რომლისაც ყველას უნდა შინებოდა და მისი წარმოთქმაც ვერ უნდა გაებედათ. მას არ უყვარა სხვა ადამიანებთან საერთოს ქონა, მაგალითად სახელი ტომი ბევრს ერქვა. ვოლდემორმა გაარკვია სლიზერინის გადარჩენილი შტოს არსებობა და 16 წლისა ბიძას ესტუმრა, მან გააარკვია სიმართლე მამამისის ოჯახის შესახებ და 3ვე რიდლი_მამა, პაპა და ბებია დახოცა. შემდეგ მორფინს მეხსიერება შეუცვალა, ეს დანაშაული მორფინს დაბრალდა. ტომმა მისგან წაიღო სიკვდილის ქვიანი საგვარეულო ბეჭედი. ამ პერიოდში იგი უკვე ეძებდა უკვდავების გზებს. მას სძულდა ადამინთა მოდგმის სამარცხვინო სისუსტე — სიკვდილი. ტომმა გადაწყვიტა ჰორკრუქსების შექმნა. მან ამის შესახებ ჰკითხა პროფესორ სლაგჰორნს, რომლის ფავორიტიც იყო სკოლაში, თუმცა მხოლოდ ის აინტერესებდა შექმნიდა თუ არა 7 ჰორკრუქსს. 16 წლისამ გააღო საიდუმლო ოთახი, ამ ამბავს 1 გოგონა შეეწირა, თუმცა ტომმა ისე მოაწყო რომ ჰაგრიდი დაადანაშაულეს. იმისათვის რომ არ დაკარგულიყო მისი სლიზერინის მემკვიდრეობის ამბავი მან 1-ლ ჰორკრუქსად დღიური აირჩია და შესანახად მიაბარა ლუციუს მალფოის, თუმცა მის ნამდვილ მნიშვნელობაზე არაფერი უთქვამს. ტომმა სკოლაში გაარკვია რეივენქლოს დაკარგული დიადემის ადგილსამყოფელიც. სკოლის დამთავრების შემდეგ მან პროფესორ დიპეტს სთხოვა მასწავლებლის ადგილი, თუმცა დირექტორმა დამბლდორის რჩევითუარი უთხრა. ტომმა ყველას გასაოცრად მუშაობა დაიწყო ბორჯინ ენდ ბერკსში. მას ადვილად შეეძლო ხალხის მოხიბვლა და თავის ჭკუაზე ტარება, მან თავბრუ დაახვია მოხუც ჰეპბიზა სმითს და აჩვენებინა ჰოგვორტსის ორი დამაარსებლის რელიკვია — სლიზერინის მედალიონი და ჰაფლეპაფის თასი. მან მოხუცი მოკლა და ეს ნივთები გაიტაცა. დანაშაული ელფმა ჰოკიმ აიღო თავის თავზე. ტომი ამის შემდეგ გაუჩინარდა.

დანამდვილებითის ვიცით რომ ეწვია ალბანეთის ტყეს და აიღო რეივენქლოს დიადემა, სხვა არაფერია ცნობილი. კარგა ხნის შემდეგ ის დაბრუნდა ლორდი ვოლდემორის სახელით, ის უკვე აღარ იყო სიმპათიური და მომხიბლავი ბიჭი, მის სხეულს ტრანსფორმაცია ეტყყობოდა სულის დახლეჩის გამო. დაბრუნების შემდეგ იგი ეწვია დამბლდორს და კვლავ ითხოვა ბნელი ძალებისაგან თავდაცვის მასწავლებელის ადგილი, დამბლდორმა უარი უთხრა, რადგან იცოდა ტომს სკოლაში სულ სხვა რამ უნდოდა. უარის შემდეგ ვოლდემორმა დაწყევლა ეს ადგილი და ვერცერთი მასწავლებელი 1 წელზე მეტხანს ვერ ჩერდებოდა ამ პოსტზე. ჰოგვორსტში ამ ვიზიტისას ვოლდემორმა მიშველე-ოთახში დამალა ჰორკრუქსად ქცეული დიადემა. მას არაფერი და არავინ არ უყვარდა ისე, როგორც ეს სკოლა და დარწმუნებული იყო რომ მხოლოდ მან აღმოაჩინა მისი საიდუმლოებანი. 1970-ებში მან დაიწყო პირველი ჯადოქრების ომი, იგი იყო ძალიან ჭკვიანი და ძლიერი და ჰყავდა ბევრი მიმდევარი, ტომი ჭკვიანურად წარმართავდა თავის ძალებს, მან გადაიბირა გოლიათები და მაქციები, დაიწყო საშინელი წლები, ხალხს მისი სახელის ხსენებისაც კი ეშინოდა, ვეღარავის ენდობოდი. ერთადერთი დაცული ადგილი ჰოგვორტსი იყო, სადაც დამბლდორი იყო, ამ პერიოდში შეიქმნა ფენიქსის ორდენი. იხოცებოდა ძალიან ბევრი საუკეთესო ჯადოქარი, ვოლდემორის მთავარი სამიზნეები კი მაგლები და მათი ნაშობი ჯადოქრები იყვნენ, იგი ავადმყოფურად აღიქვამდა წმინდასისხლიანობის საკითხებს.

ჰარი პოტერი

რედაქტირება

1979 წელს წარმოითქვა სიბილ ტრელოუნის წინასწარმეტყველება,რომლის მიხედვითაც დაიბადებოდა ის, ვინც შეძლებდა ბნელი ბატონიუს განადგურებას. ვოლდემორმა ამ წინასწარმეტყველების მხოლოდ ნაწილი გაიგო სევერუს სნეიპისაგან, რომელიც აყურადებდა წინასწარმეტყველების წარმოთქმას და გამოიჭირეს. ვოლდემორმა დაიჯერა წინასწარმეტყველება. ეს შეიძლებოდა 2 ბიჭზე ყოფილიყო_ ჰარი პოტერზე და ნევილ ლონგბოტომზე, მან ჰარის მოკვლა გადაწყვიტა, რადგან მათ უფრო ბევრი ჰქონდათ საერთო. ეს სნეიპისატვის იყო შოკი, რადგან მას ბავშვობიდან უყვარდა ჰარის დედა ლილი ევანზი,მან ვოლდემორს ქალის დანდობა სთხოვა მაგრამ უარი მიიღო. სნეიპი დამბლდორს დაუკავშირდა და ორმაგი აგენტი გახდა. დამბლდორმა პოტერების ოჯახს დამალვა ურჩია, ჯეიმზ პოტერმა ფიდელიუსის შელოცვის მესაიდუმლედ აირჩია მისი სკოლის მეგობარი პიტერ პეტიგრიუ, იგი სუსტი ჯადოქარი იყო ასე რომ ვოლდემორი ეჭვს მათ მეორე მეგობარ სირიუს ბლექზე მიიტანდა. თუმცა, პიტერი ვოლდემორის ჯაშუში აღმოჩნდა და პოტერები გასცა. 1981 წლის 31 ოქტომბერს ვოლდემორი გოდრიკ ჰოლოუში მივიდა. მან მოკლა ჯეიმზ პოტერი, ლილი პოტერს სნეიპის თხოვლის გამო გაქცევა შესთავაზა, თუმცა ლილი მხოლოდ შვილის შეწყალებას სთხოვდა. ვოლდემორმა ლილიც მოკლა და სასიკვდილო წყევლა ჰარის ესროლა, მაგრამ მოულოდნელი რამ მოხდა, წყევლა თავადვე შეუბრუნდა. ლილი პოტერმა თავისი სიცოცხე ფარივით გადააფარა ჰარის, ეს უძველესი ჯადო იყო, 1 წლის ჰარი დედამისის სიყვრულმა იხსნა. სიყვარული — ეს ისეთი რამ იყო რისიც ვოლდემორს არფერი არ გაეგებოდა.

ამავე დროს ვოლდემორის დაჩეხილი სულის კიდევ ერთი ნაწილი გამოიყო და შენობაში დარჩენილ ერთადერთ ცოცხალ ადამიანში — ჰარი პოტერში ჩასახლდა. თუმცა ვოლდემორმა ამის შესახებ ვერაფერი ვერ გაიგო. იგი მოკვდა მაგრამ მისმა ჰორკრუქსების წყალობით არსებობა გამაგრძო. იგი გაიქცა და ალბანეთის ტყეებში დაიმალა, სადაც წვრილ-წვრილ ცხოველებს უსახლდებოდა, მისი ყოფა საზარელი იყო. პირველი ჯადოქრების ომი დასრულდა და უამრავი სიკვდილის მხვრელი აზკაბანში ჩასვეს, ზოგმა თავი დაიძვრინა. დაობლებული ჰარი პოტერის დასაცავად დამბლდორმა და სნეიპმა იზრუნეს, თუმცა სნეიპის სურვილით მისი სიკეთე ჰარისთვის საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო, რადგან მამამისი საშინლად სძულდა. ვოლდემორი 10 წლის განმავლობაში იმალებოდა, შემდეგ კი გადააწყდა ახალგაზრდა კაცს — ქვირინუს ქვირელს, რომელიც ჰოგვორსტში ასწავლიდა. მან დაიმორჩილა ის და მის სხეულში ჩასახლდა. ამ დროს ჰოგვორსტში მივიდა ჰარი პოტერიც.

პირველი წელი
რედაქტირება

ვოლდემორის მიზანი ფილოსოფიური ქვის მოპოვება იყო, რათა ამ ყოფიდან თავი დაეღწია, იგი მოსაძლიერებლად სვამდა ცალრქიანი ცხენის სისხლსაც კი. წლის ბოლოს იგი ახლოს იყო თავის მიზანთან მაგრამ ხელი 11 წლის ჰარიმ შეუშალა, ქვირელის სხეულში ჩასახლებულმა ვოლდემორმა ვერ შეძლო ჰარისთვის თითის დაკარება რადგამ მას დედამისი სიყვარული იცავდა ისევ. ქვირელი მოკვდა ხოლო ვოლდემორი ისევ მიიმალა.

მეორე წელი
რედაქტირება

მეორე წელს მას დაბრუნების ახალი შანსი გამოუჩნდა ჰორკრუქს დღიურის სახით, მან დაიმორჩილა ჯინი უისლი და გააღებინა საიდუმლო ოთახი, მან ლამის მთლად გამოწოვა გოგონას სიცოცხლე მაგრამ ჰარიმ, რომლის მეგობრის დაც იყო ჯინი უისლი, გადაარჩინა გოგონა, გაანადგურა დღიური და სლიზერინის მონსტრი.

მესამე წელი
რედაქტირება

მესამე წელს განთავისუფლდა ვოლდემორის მსახური პიტერ პეტიგრიუ და იგი თავის ბატონს დაუბრუნდა. პიტერის დახმარებით ვოლდემორი მოსულიერდა და შეძლო თავის ყველაზე ერთგულ მსახურ — ბარტემიუს კრაუჩ უმცროსთან დაკავშირება. ვოლდემორმა ამ დროს ჰორკრუქსად აქცია თავისი გველი — ნაგინი. მან დააწყო გეგმა.

მეოთხე წელი
რედაქტირება

კრაუჩ უმცროსმა ალასტორ მუდის სახით დაიწყო ჰოგვორტსში მუშაობა და მოიპოვა ჰარი პოტერის ნდობა. მისი მალული დახმარებით ჰარი მოხვდა 3 ჯადოქრის ტურნირში და ფინალში გავიდა. იგი ჰოგვორტსის მეორე ჩემპიონ — სედრიკ დიგორისთან ერთად შეეხო თას-პორტაჟს და ლითლ ჰენგტონის სასაფლაოზე გადავიდა, სადაც ემარხა ვოლდემორის მამა. სედრიკი ვოლდემორის გეგმაში არ შედიოდა და იგი მოკლეს. ვოლდემორმა ჩაატარა აღდგენის რიტუალი. და ჩაიდინა უდიდესი შეცდომაც — გამოიყენა ჰარი პოტერის სისხლი, ამით მან ლილის დაცვისათვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლო მაგრამ ამავე დროს ეს დაცვა ისევ არსებობდა და იარსებებდა, სანამ ვოლდემორი იქნებოდა ცოცხალი. ლორდი ვოლდემორი აღსდგა. მან შეკრიბა სიკვდილის მხვრელები და ჰარი პოტერს შეებრძოლა. ჰარი იხსნა პრიორი ინკანტატემ, მათი ჯოხების კავშირმა, რადგან ჰარის ჯოხში იგივე ფენიქსის კუდის ბუმბული იდო რაც ვოლდემორისაში. ჰარი გამოექცა და ყველას აცნობა ვოლდემორის დაბრუნების შესახებ, თუმცა ძალიან ცოტამ დაუჯერა, მათ რიცხვში იყო დამბლდორიც, რომელმაც დაუყოვნებლივ აღადგინა ფენიქსის ორდენი.

მეხუთე წელი
რედაქტირება

მაგიის მინისტრს არ უნდოდა იმის დაჯერება რომ ვოლდემორი დაბრუნდა და მთელი წელი თვალს ხუჭავდა, მან დამბლდორის და ჰარის შევიწროებაც დაიწყო. იგი ამით ვოლდემორის წისქვილზე ასხამდა წყალს, მას საშუალება მიეცა მალულად ემოქმედა და აღადგინა კავშირი გოლიათებთან, მაქციებთან და დემენტორებთან. მოაწყო აზკაბანიდან მასობრივი გაქცევა. ვოლდემორისნ მიზანი გახდა გაეგო წინასწარმეტყველების შინაარსი ბოლომდე, ჰარი პოტერთან მისი უნიკალური კავშირი მათ გონებებს კავშირის უნარს ანიჭებდა, ასევე ჰარის პარსულად ლაპარაკის უნარს. ვოლდემორმა მათი კავშირი გამოიყენა და ჰარი მაგიის სამინისტროს საიდუმლოების დეპარტამენტში შეიტყუა, რადგან წინასწარმეტყველების აღემა მხოლოდ ამ ორს შეეძლო, რიდლს კი ჯერ თავის გამჟღავნება არ უნდოდა. ჰარის სიკვდილის მხვრელები მიუგზავნა მაგრამ ბიჭს თავისი სკოლელები და ფენიქსის ორდენის წევრები დაეხმარნენ, ბრძოლას ჰარის ნათლია_ სირიუს ბლექი შეეწირა. სამინისტროს შენობაში თავად ვოლდემორი და დამბლდორი მოვიდენენ, მათ შორის ბრძოლა გაიმართა, რომლის დროსაც ვოლდემორმა ჰარის სხეულში ჩასახლება სცადა მაგრამ სიყვარულმა გამოაძევა. იგი მთელმა სამინისტრომ იხილა ცოცხალი.

მეექვსე წელი
რედაქტირება

თავის გამჟღავნების შემდეგ ვოლდემორმა დაიწყო მეორე ჯადოქრების ომი, იგი ქვას ქვაზე აღარ ტოვებდა. იხოცებოდა უამრავი მაგლი და ჯადოქარი, სამინისტროსა და ფენიქსის ორდენის მუშაობის მიუხედავად. ვოლდემორმა გადაწყვიტა დამბლდორის თავიდან მოშორება, ეს მისია დააკისრა დრაკო მალფოის, მამამისის მარცხის გამო სამინისტროში, დრაკოს იმედი არ ჰქონდა, იგი გეგმის დასრულებას სნეიპს ანდობდა. დამბლდორმა იცოდა დრაკოს დავალების შესახებ, თუმცა ბიჭის დასაცავად არაფერს არ აგებინებდა. მას ჰქონდა საკუთარი გეგმა, რისი მიხედვითაც იგი უნდა მომკვდარიყო სნეიპის ხელით, ეს მისი დაგეგმილი სიკვდილი იყო. დამბლდორს აღმოჩენილი ჰქონდა ვოლდემორის ჰორკრუქსების საიდუმლო და ერთი მისი ჰორკრუქსი გაანადგურა კიდეც, (ეს იყო გონტების ქოხში დამალული მერვოლოს ბეჭედი) თუმცა ვოლდემორმა ეს ვერ იგრძნო. დამბლდორმა საიდუმლო ჰარისაც გაუმხილა და საქმის გაგრძელება დაავალა. წლის ბოლოს ისინი იყვენენ ზღვისპირა გამოქვაბულში, სადაც ოდესღაც ვოლდემორმა ორი ბავშვი აწამა და იპოვეს ყალბი ჰორკრუქსი, რომელიც ვიღაცას უკვე წაეღო. ამ დროს დრაკომ მოახერხა სიკვდილის მხვრელების ჰოგვორტსში შემოყვანა და დამბლდორამდე მიღწევა, მაგრამ მისი მოკვლა ვერ შეძლო, ეს მის ნაცვლად სნეიპმა გააკეთა.

მეშვიდე წელი
რედაქტირება

ყველას თვალში სნეიპი გამოჩნდა როგორც ცივსისხლიანი მკვლელი, ეჭვი არავის შეპარვია რომ იგი დამბლდორის დავალებით მოქმედებდა. დამბლდორის სიკვდილიდან ერთი თვის შემდეგ ვოლდემორმა სამინისტრო აიღო, გადატრიალება უხმაუროდ მოხდა, ბევრი ვერც ვერაფერს მიხვდა, ზოგი მიხვდა მაგრამ მხოლოდ გაჩუმება დარჩენოდა. დაიწყო ბნელი ხანა, სამინისტროს სათავეებში მოსულმა სიკვდილის მხვრელებმა ჯადოქართა გადარჩევა დაიწყეს, თუ ჯადოქარი ვერ დაამტკიცებდა რომ გვარში ერთი მაგი მაინც ჰყავდა ჯოხს ართმევდნენ და აზკაბანში გზავნიდნენ. სიკვდილის მხვრელები გასართობად ხოცავდნენ მაგლებს. ჯადო დაედო ვოლდემორის სახელს, ვინც მას ახსენებდა დამცავი ჯადო ქრებოდა და სიკვდილის მხვრელები მოდიოდნენ. ეს ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი იყო, რადგან მის ხსენებას მხოლოდ გამორჩეულები თუ ბედავდნენ. ჰარი პოტერის დაჭერაზე გამოცხადდა ჯილდო, იგი ამ დროს 2 მეგობართან ერთად გამქრალი იყო თვალთახედვიდან და დანარჩენ ჰორკრუქსებს ეძებდა. არც ვოლდემორი იყო უსაქმოდ, იგი დააფიქრა პრობლემამ, რომ ჰარი პოტერის ჯოხის ძლევას ვერანაირი ჯოხით ვერ ახერხებდა, იმის ნაცვლად რომ თავისი თავისთვის ეკითხა რ აქვს ამ ბიჭს ასეთიო, ადგა და სიკვდილის ჯოხის ძიება დაიწო. მან დაადგინა რომ ჯოხის ბოლო მფლობელი დამბლდორი იყო და ჯოხი მისი სამარედან ამოაცალა. ჰარი პოტერმა კი მოახერხა კიდევ 2 ჰორკრუქსის ხელში ჩაგდება, მეორე ჰორკრუქისის მოპარვის შემდეგ, რომელიც გრინგოტსში, ლესტრეინჯების აკლდამაში ინახებოდა, ვოლდემორმა გაიგო რომ მისი საიდუმლო გამჟღავნებული იყო. იგი შეუდგა დანარჩენი ჰორკრუქსების შემოწმებას. არც ერთი ადგილზე არ დახვდა, იგი გაეშურა ჰოგვორტსში, ბოლო სამალავში, იცოდა ჰარი პოტერი იქ დახვდებოდა.

ჰოგვორტსის მასწვლებლებმა, სტუდენტებმა და ფენიქსის ორდენმა სკოლის დაცვა გადაწყვიტეს, სანამ პოტერი დიადემას იპოვიდა. დაიწყო ჰოგვორტსის ბრძოლა. ვოლდემორის ბრძანება იყო არ მოეკლათ ჰარი პოტერი რადგან თავად სურდა მისი განადგურება. მას ამავე დროს აწუხებდა ის, რომ უძლეველ ჯოხს ვერ იმორჩილებდა, გადაწყვიტა რომ ამის მიზეზი სნეიპი იყო, რადგან დამბლდორი მისი ხელიტ მოკვდა და სნეიპი ნაგინის მოაკვლევინა. ჰარიმ გაანადგურა რეივენქლოს დიადემა, მხოლოდ ნაგინიღა იყო დარჩენილი. ჰარიმ მიუსწრო მომაკვდავ სნეიპს და ნახა მისი მოგონებები, გაიგო სიმართლე სნეიპის და თავისი თავის შესახებ, ამასთან ვერ აიტანა ის, რომ მისი გულისთვის ამდენი ხალხი დაიხოცა და თავისი ფეხით წავიდა ვოლდემორთან. ვლდემორი ასეც ელოდა და წარმოთქვა ის, რისი თქმაც დიდი ხანია უნდოდა ჰარისთვის — ავადა კედავრა! თუმცა ისევ არ მოხდა ის რასაც ელოდა, ჰარი არ მოკვდა, ამის ნაცვლად ორივემ გონება დაკარგა, გონს მოსვლის შემდეგ ჰარიმ თავი არ გაამჟღავნა და ნარცისა მალფოის წყალობით ვოლდემორმა მისი სიკვდილი დაიჯერა. სინამდვილეში ვოლდემორმა ჰარიში ჩასახლებული საკუთარი ნაწილი გაანადგურა. მან ჰოგვორტსის დამცველებს ჰარის „გვამი“ უჩვენა და დანებება მოსთხოვა, მაგრამ მათ ბრძოლა განაგრძეს, გამოჩნდნენ დამხმარეები. ვოლდემორს პირველი ნევილ ლონგბოტომი შეეწინააღმდეგა, რომელმაც გრიფინდორის ხმლით ნაგინი მოკლა. ბრძოლის სასწორი ჰოგვორტსის დამცველებისაკენ გადაიხარა, თუმცა ვოლდემორს ვერაფერს აკლებდნენ, დიდ დარბაზში იგი ერთდროულად 3ს უმკლავდებოდა და დააამარცხა კიდეც. მაშინ გამოჩნდა ჰარი პოტერი და მათ შორის ბოლო ბრძოლა გაიმართა, ჰარიმ ვოლდემორს უთხრა მისი შეცდომების და სისუსტის შესახებ და შესთავაზა მოენანიებინა, თუმცა ვოლდემორისათვის ეს წარმოუდგენელი იყო. პოტერმა მას განუმარტა რომ უძლეველი ჯოხის წინა მფლობელი დრაკო მალფოი იყო, რადგან მან მანამდე განაიარაღა დამბლდორი სანამ სნეიპი მოკლავდა. მოგვიანებით კი ჰარი შეებრძოლა დრაკოს და დაამარცხა. ასე რომ სიკვდილის ჯოხის ნამდვილი მფლობელი ჰარი პოტერი იყო. ვოლდემორმა და ჰარიმ საბოლოოდ ესროლეს ერთმანეთს შელოცვები — ავადა კედავრა და ექსპელიარმუს. უძლეველმა ჯოხმა არ ინდომა ნამდვილი პატრონის მოკვლა, ჰარის ექსპელიარმუსმა აისხლიტა ავადა კედავრა და უკან ვოლდემორს დაუბრუნა. იგი თავისივე შელოცვით მოკვდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება