PlayStation 2
PlayStation 2 (შემოკლებით PS2) — მეექვსე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც შექმნა Sony Interactive Entertainment-მა (ადრე ცნობილი როგორც Sony Computer Entertainment). PS2 არის PlayStation-ის მემკვიდრე და PlayStation-ის სერიის რიგით მეორე კონსოლი. იაპონიაში გამოვიდა 2000 წლის 4 მარტს, ჩრდილოეთ ამერიკაში იმავე წლის 26 ოქტომბერს, ევროპაში 24 ნოემბერს და ავსტრალიაში 17 ნოემბერს. როგორც ნაწილი მეექვსე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლებისა, PS2 კონკურენციას უწევდა Dreamcast-ს, Xbox-სა და GameCube-ს[8][9].
PlayStation 2 | |
---|---|
მარცხნივ: ორიგინალი PlayStation 2 მარჯვნივ: PlayStation 2-ის სლიმ ვერსია კონტროლერით | |
შემქმნელი | Sony Computer Entertainment |
მწარმოებელი | Sony |
პროდუქტის ოჯახი | PlayStation |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეექვსე თაობა |
შეწყდა |
იაპ 28 დეკემბერი, 2012[1] WW 4 იანვარი, 2013[2] |
გაიყიდა | 155 მილიონი (2012-ის მონაცემით)[3] |
მედია | DVD, CD |
პროცესორი | "Emotion Engine" 294.912 მჰც ტაქტური სიხშირით (ადრეული მოდელები), 299 მგჰ (ახალი მოდელები)[4][5][6] |
მეხსიერების საცავი |
|
მონიტორი | |
გრაფიკა | "Graphics Synthesizer" 147.456 მგჰ ტაქტური სიხშირით |
ხმა |
|
კონტროლერის შეტანა | DualShock 2, DualShock, EyeToy |
კავშირი | 100 მგბიტი Ethernet/მოდემი, 2 × USB 1.1, 1 × IEEE 1394-ის ინტერფეისი |
ონლაინ სერვისები | DNAS |
ყველაზე გაყიდვადი თამაში | Grand Theft Auto: San Andreas: 17.33 მილიონი (2009-ის მონაცემით)[7] |
უკუთავსებადობა | PlayStation |
წინა | PlayStation 2 |
შემდეგი | PlayStation 3 |
საიტი | playstation.com |
PlayStation 2-ის პროგრამული უზრუნველყოფა ვრცელდებოდა CD და DVD ფორმატით. დამატებით, კონსოლს შეეძლო აუდიო ფაილების და DVD ფილმების დაკვრა. მას გააჩნდა 8 მბ მეხსიერების ბარათი, სინათლის პისტოლეტი, „Emotion Engine“-ის ცენტრალური პროცესორი 294.912 მჰც ტაქტური სიხშირით, „Graphics Synthesizer“-ის გრაფიკული პროცესორი 147.456 მჰც ტაქტური სიხშირით და 32 მბ RDRAM-ის ოპერატიული მეხსიერება.
კონსოლი დაანონსდა Tokyo Game Show-ზე 1999 წლის 20 სექტემბერს[10]. მასზე თავსებადი იყო მისი წინამორბედის PlayStation-ის როგორც კონტროლერი, ასევე თამაშებიც. 2000 წლის ბოლოს PS2-ის წამატებამ ფინანსური პრობლემები შეუქმნა კომპანია Sega-ს, რითაც ის იძულებული გახდა შეეწყვიტა Dreamcast-ის გამოშვება. შედეგად, PS2 ექვსი თვის განმავლობაში რჩებოდა ერთადერთ აქტიურ მეექვსე თაობის კონსოლად, სანამ ბაზარზე არ გამოჩნდა Nintendo-ს GameCube და Microsoft-ის Xbox.
PS2 არის ყველაზე მეტად გაყიდვადი კონსოლი ისტორიაში. თავდაპირველი ფასი შეადგენდა აშშ$299.99 დოლარს. 2012 წლის 31 მარტის მონაცემებით გაყიდულია 155 მილიონი ეგზემპლარი. PS2-ის თამაშების ბიბლიოთეკა მოიცავდა 3800 ერთეულზე მეტს და მათი გაყიდვების სრული რაოდენობა 1.5 მილიარდ ასლს აჭარბებს[11]. მოგვიანებით, 2004 წელს სონიმ გამოუშვა კონსოლის მცირე ზომის ვერსია ცნობილი, როგორც Slimline.
2006 წელს გამოიცა სონის მეშვიდე თაობის კონსოლი PlayStation 3, მიუხედავად ამისა, PS2 რჩებოდა პოპულარული ფანებს შორის და მისი ყიდვა ხელმისაწვდომი იყო 2013 წლის 4 იანვრამდე, მანამდე სანამ სონიმ არ განაცხადა, რომ 13 წლიანი წარმოების შემდეგ წყვეტდა კონსოლის გამოშვებას, თუმცა 2013 წლის ბოლომდე მასზე, მაინც გამოიცემოდა თამაშები.
გალერეა
რედაქტირება-
ორგინალი PlayStation 2
-
DualShock 2-ის კონტროლერი
-
EyeToy Camera
-
დისტანციური პულტი
-
მეხსიერების ბარათი
-
Singstar-ის მიკროფონი
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ja:プレイステーション2の日本国内での出荷が本日(2012年12月28日)で完了 Japanese. Famitsu. Enterbrain (28 დეკემბერი, 2012). ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი, 2012.
- ↑ PlayStation 2 manufacture ends after 12 years. The Guardian (4 იანვარი, 2013). ციტირების თარიღი: 4 იანვარი, 2013.
- ↑ Sony stops shipping PlayStation 2 units in Japan. Rappler (29 დეკემბერი, 2012). ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2013.
- ↑ Shiloy, Anton. (26 თებერვალი, 2007) Sony Removes Emotion Engine, Graphics Synthesizer from PAL PlayStation 3. X-bit labs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-26. ციტირების თარიღი: 7 მაისი, 2014.
- ↑ John L. Hennessy and David Patterson. "Computer Architecture: A Quantitative Approach, Third Edition". ISBN 1-55860-724-2
- ↑ Keith Diefendorff. "Sony's Emotionally Charged Chip". Microprocessor Report, Volume 13, Number 5, April 19, 1999. Microdesign Resources.
- ↑ Guinness World Records 2009 Gamer's Edition, გვ. 108–109. ISBN 1-904994-45-8. „GTA: San Andreas is the best-selling PlayStation 2 game, with a massive 17.33 million copies sold.“
- ↑ Whitehead, Dan. (1 თებერვალი, 2009) Dreamcast: A Forensic Retrospective Article • Page • Articles • Retro •. Eurogamer.net. ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2012.
- ↑ PlayStation 2 Timeline. GameSpy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-08. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2008.
- ↑ TGS 1999: Sony's grand showing
- ↑ Makuch, Eddie. (15 თებერვალი, 2011) 150 million PS2 units shipped worldwide – News at GameSpot. Asia.gamespot.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-22. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2011.